ვართანოვი სერგო
(ახალი გვერდი: '''სერგო ალფრედის ძე ვართანოვი''' – (12.06.1932-07.06.1990), სომეხი სამედიცინ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვართანოვი სერგო“ გადაიტანა გვერდზე „სერგო ვართანოვი“) |
17:12, 10 დეკემბერი 2025-ის ვერსია
სერგო ალფრედის ძე ვართანოვი – (12.06.1932-07.06.1990), სომეხი სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (19.02.1982).
დაიბადა ტფილისში. დაამთავრა თბილისის 43-ე ვაჟთა საშუალო სკოლა 1951 წელს და იმავე წელს ჩააბარა ლენინგრადის კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სამხედრო ექიმად. 1966 წელს დაამთავრა ლენინგრადის კიროვის სახ. სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ექიმთა დახელოვნების ფაკულტეტი (ინფექციური დაავადებები).
1966-1975 წლებში მსახურობდა 114-ე საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების უფროსად.
1975-1979 წლებში მსახურობდა 114-ე საოლქო სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად.
1979-1986 წლებში მსახურობდა მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მოსკოვის ოლქის სამედიცინო სამსახურის უფროსად.
1986 წელს გავიდა თადარიგში.
მინიჭებული ჰქონდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
დაკრძალულია მოსკოვში.
დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.