აღაიანცი მიხეილ
(ახალი გვერდი: '''მიხეილ ივანეს ძე აღაიანცი''' – (21.12.1906-21.08.1959), სომეხი გენერალ-მაიო...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აღაიანცი მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ აღაიანცი“) |
14:16, 11 დეკემბერი 2025-ის ვერსია
მიხეილ ივანეს ძე აღაიანცი – (21.12.1906-21.08.1959), სომეხი გენერალ-მაიორი (21.12.1954).
დაიბადა ქ. ტფილისში, მასწავლებლის ოჯახში, სადაც გაატარა ბავშვობის წლები, შემდეგ ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ქ. ელიზავეტპოლში (დღევ. ქ. განჯა).
1920-1923 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის დივიზიის მე-3 მსროლელ პოლკში (სადაც ირიცხებოდა პოლკის შვილობილად, რადგან იყო 14 წლის).
1923 წელს დაამთავრა საბჭოთა პარტიული სკოლის კურსი და 1923-1927 წლებში იმყოფებოდა პიონერულ და კომკავშირულ მუშაობაზე.
1927-1928 წლებში მუშაობდა სომხეთის სახელმწიფო პოლიტსამმართველოში, უფროს საქმისმწარმოებლად.
1928 წელს გაწვეულ იქნა ჯარში და 1929 წლამდე მსახურობდა აზერბაიჯანის მე-2 მსროლელ პოლკში - მწერლად და პოლკის სამხედრო კომისრის მდივნად.
1929-1930 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის საოლქო კომიტეტის განყოფილების მდივნად.
1930 წელს დაინიშნა განჯის კარაქსადნობი ქარხნის სპეცგანყოფილების უფროსად, არაერთხელ იმყოფებოდა სპეცმივლინებებში, შედიოდა ბანდდაჯგუფებათა ლიკვიდაციის სპეცჯგუფების შემადგენლობაში, მონაწილეობდა პურდამზადებაში.
1930 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, ქარხანა „კომეტაში“ კადრების განყოფილების უფროსად, საქმეთა მმართველად.