ბეჟანბეგოვი პავლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პავლე პეტრეს ძე ბეჟანბეგოვი''' – (29.01.1869 -1962), სომეხი გენერალ-მაიო...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:BeJAnbegovi pavle.png|thumb|140px|პავლე ბეჟანბეგოვი ]]
 
'''პავლე პეტრეს ძე ბეჟანბეგოვი''' – (29.01.1869 -1962), სომეხი გენერალ-მაიორი (1918)/
 
'''პავლე პეტრეს ძე ბეჟანბეგოვი''' – (29.01.1869 -1962), სომეხი გენერალ-მაიორი (1918)/
  

მიმდინარე ცვლილება 17:07, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

პავლე ბეჟანბეგოვი

პავლე პეტრეს ძე ბეჟანბეგოვი – (29.01.1869 -1962), სომეხი გენერალ-მაიორი (1918)/

დაიბადა ტფილისში, საკოლეგიო მრჩევლის ოჯახში. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში, კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელში და ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში 1896 წელს (I თანრიგით). სამხედრო სამსახურში შევიდა 1887 წელს.

მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელ ბატალიონში, ტფილისის იუნკერთა ქვეით სასწავლებელში ოცმეთაურად და მასწავლებლად იმავე სასწავლებელში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში.

1905-1908 წლებში მსახურობდა კავკასიის ცხენოსანი ბრიგადის მმართველობის უფროს ადიუტანტად.

1908-1910 წლებში მსახურობდა ყურინის 79-ე ქვეით პოლკში.

1912 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1913-1914 წლებში მსახურობდა კავკასიის I მსროლელ პოლკში.

მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს მსახურობდა კავკასიის მე-4 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსად და კავკასიის მოხალისეთა I ბრიგადის შტაბის უფროსად. 1916 წლიდან მეთაურობდა I მსროლელ სომხურ ბატალიონს და კავკასიის 22-ე მსროლელ პოლკს.

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები