ოსიპოვი იოგანეს
(ახალი გვერდი: იოგანეს ოსიპოვი '''იოგანეს სიმონის ძე ოსიპოვი''...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: | + | [[ფაილი:Osipovi ioganes.png|thumb|140px|იოგანეს ოსიპოვი]] |
'''იოგანეს სიმონის ძე ოსიპოვი''' − (29.10.1872- 04.12.1953), სომეხი გენერალ-მაიორი (1918). | '''იოგანეს სიმონის ძე ოსიპოვი''' − (29.10.1872- 04.12.1953), სომეხი გენერალ-მაიორი (1918). | ||
მიმდინარე ცვლილება 17:15, 11 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
იოგანეს სიმონის ძე ოსიპოვი − (29.10.1872- 04.12.1953), სომეხი გენერალ-მაიორი (1918).
დაიბადა ტფილისის გუბერნიის დაბა დუშეთში. დაამთავრა ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი. 1898 წელს მსახურობდა აფშერონის 81-ე ქვეით პოლკში.
მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. პოდპოლკოვნიკად ყოფნისას, დაჯილდოვდა წმ. გიორგის, IV ხარ. ორდენით (1915 წლის 1 იანვარს).
1918 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლების შემდეგ, 1920 წლის გაზაფხულზე თეთრი არმიის ნაწილებთან დაიხია საქართველოსკენ, ხოლო შემდგომ - ყირიმში, სადაც სხვა ნაწილებთან ერთად იმყოფებოდა 1920 წლის ნოემბრამდე.
1920 წლიდან ყირიმიდან წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. პარიზში დააარსა აფშერონის 81-ე ქვეითი პოლკის ვეტერანთა გაერთიანება და პოლკის დიდების მუზეუმ-ეკლესია, რომლებიც დღესდღეობით იმყოფება ნიუ-იორკში.
გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დებუას სასაფლაოზე