ომფალოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| − | [[კატეგორია:ბერძნული | + | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] |
[[კატეგორია:მითოსური ქვები]] | [[კატეგორია:მითოსური ქვები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:00, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით
ომფალოსი – (ბერძნ.) წმინდა ქვა, რომელიც დელფოს აპოლონის ტაძარში იდო. ბერძენთა რწმენით, ეს იყო დედამიწის შუაგული ანუ ჭიპი, როგორც მას ძველები უწოდებდნენ.
გადმოცემათა თანახმად, როდესაც ზევსმა განიზრახა დაედგინა, თუ სად მდებარეობდა დედამიწის ცენტრი, მან ერთდროულად, აღმოსავლეთისაკენ და დასავლეთისაკენ ორი არწივი აფრინა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ დელფოში. მათი შეხვედრის ადგილზე დაიდო ომფალოსი, რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ კიდეებთან აღმართეს არწივის ორი ოქროს ქანდაკება. არწივზე მჯდომ აპოლონს ხშირად გამოსახავდნენ მხატვრები. გვიანი ხანის ავტორები ომფალოსს პითონის საფლავის ქვას უწოდებდნენ.