მტკვრის ციმორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მტკვრის ციმორი“ გადაიტანა გვერდზე „ფეტვია“)

22:54, 19 იანვარი 2026-ის ვერსია

მტკვრის ციმორი – Gobio persa Günth

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ციმორები

ყელი შიშველია, სხეული მკვეთრად შეფერილი. ზურგის და კუდის ფარფლებზე, ზოგჯერ მკერდის ფარფლებზეც, მუქი წერტილების მწკრივებია. სხეულზე, გვერდის ხაზის ზემოთ 6-12 მოზრდილი არაწესიერად შემოხაზუ-ლი მუქი ლაქებია, რომლებიც ზოგჯერ მეტად თუ ნაკლებად მთლიან გასწვრივ ზოლად ერთდებიან. გარდა ამისა სხეულის გვერდებზე, ზურგზე და თავზე მრავალი წვრილი მუქი წინწკლებია გაფანტული. გვერდითი ხაზის ნაპრალები (ხვრელები) ზემოდან და· ქვემოდან პატარა, ვიწრო და მუჭი წინწკლებითაა გარშემოვლებული. ულვაშები ლაყუჩის წინა სახურავის უკანა კიდემდე აღწევს ან მასზე ოდნავ გადაცილებულია. სქესმოწიფული მამლების ქერცლს გვერდითი ხაზის ზემოთ გასწვრივ პატარა ზოლები გასდევს; თავზე, უსწორმასწორო ფორმის ბორცვაკები უვითარდებათ, სიგრძით 105 მილიმეტრამდე აღწევს.

გავრცელებულია – მტკვრის და არაგის აუზების დასაწყისიდან (სათავედან) შესართავამდე, ურმიის ტბის აუზში.

საქართველოს ფარგლებში მათი გავრცელების არეალი ჯერჯერობით ცნობილია მტკვარში (ქ. თბილისთან და უფრო ზემოთ), არაგვში (მცირერიცხოვანია და ისიც დაბლა წელში) და ალაზანში.

ტკვრის ციმორის ბიოლოგია ჯერჯერობით შესწავლილი არაა. მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ის მტკნარი წყლის მდინარის თევზია. ტიპიური ფორმის (საქართველოს ფარგლებს გარეშე გავრცელებული) სხვა ციმორის შესახიბ ცნობილია, რომ ტოფობა: წყლიან ქვიშაში, ხვინჭკიან გრუნტზე, აპრილის ბოლოდან მაის-.ივნისში ხდება. ხორცი გემრიელია და ნედლად გამოიყენება. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა მას არა აქვს.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები