ხრამული
(ახალი გვერდი: ხრამული '''ხრამული, ფიჩხული, ლურჯა, კაპუეტი, ცოც...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Xramuli.PNG|thumb|ხრამული]] | [[ფაილი:Xramuli.PNG|thumb|ხრამული]] | ||
| − | '''ხრამული, ფიჩხული, ლურჯა, კაპუეტი, ცოცხალი''' – | + | '''ხრამული, ფიჩხული, ლურჯა, კაპუეტი, ცოცხალი''' – Varicorhinus capoeta Guldestadt |
| − | [[ | + | |
| + | '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> | ||
| + | '''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები<br /> | ||
| + | '''რიგი:''' კობრისნაირნი<br /> | ||
| + | '''ოჯახი:''' [[კობრისებრნი]]<br /> | ||
| + | '''გვარი:''' [[ხრამულების გვარი|ხრამულები]] | ||
| + | |||
| + | [[თევზი|თევზის]] სახეობა კობრისებრთა ოჯახიდან. სხეული ზომიერად მაღალია. სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძეში კუდის ფუძემდე 4.5-ზე ნაკლებჯერ თავსდება. თავის სიგრძე სხეულის სიმაღლეზე ნაკლებია. ორი მოკლე ულვაში აქვს. პატარა ინდივიდებში ულვაშები თითქმის თვალის უკანა კიდეს აღწევს, დიდებს კი შედარებით მოკლე აქვთ და ულვაშები მხოლოდ თვალის წინა კიდეს აღწევს. ზედა ტუჩი უფოჩოა, ქვედაზე კი მხოლოდ პირის კუთხეებშია განვითარებული. ქვედა ყბის სიმფიზისი ბორცვაკს მოკლებულია. შუბლი ამობურცულია. ლაყუჩის ჩხირები მრავალრიცხოვანია; პირველ რკალზე 25-30-ია. ისინი მოკლე და ხშირია. ზურგი კეფის უკან გვერდებიდან ძლიერ შებრტყელებულია და ზურგის უკანა პროფილის კუთხეს ჰქმნის. ზურგის ფარფლის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი გამსხვილებულია, მძლავრია და უკანა მხარეზე მრავლად დაკბილული. ზურგის ფარფლის დასაწყისი მუცლის ფარფლების დასაწყისის ვერტიკალის წინ მოდის ზურგის ფარფლის ზედა კიდე ამოკვეთილია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ზურგის ფარფლის უკანასკნელი სხივი მის წინა სხივზე უფრო გრძელია, მკერდის ფარფლები ·გრძელია, მათი სიგრძე მკერდისა და მუცლის ფარფლების შორისეულ მანძილზე 1,5-ზე მეტჯერ არ თავსდება. კუდის ფარფლი ზომიერად ამოკვეთილია, მისი ქვედა წამახვილებული ლაპოტის სიგრძე თავის სიგრძეს აღემატება ან მას უდრის. | ||
| + | |||
| + | გვერდები მურარუხი ფერისაა (ახალგაზრდების ვერცხლისფერია). ზურგი მუქია, თვალის ფერადი გარსი ოქროსფერია, იშვიათად ვერცხლისფერი, ფარფლები მუქი რუხია, ხშირად მოწითალო ფერი გადაჰკრავს (განსაკუთრებით მუცლისა და ანალურ ფარფლებს). ქერცლების უკანა კიდე ხშირად შავი არშიითაა მოვლებული. სქესობრივად მომწიფებულ მამლებს დინგზე 2-4 მწკრივი კონუსისნაირი ბორცვაკები უვითარდებათ. ისინი არიან აგრეთვე ქერცლებზე და ანალურ ფარფლზე. სიგრძით 410 მილიმეტრს აღწევს. | ||
| + | |||
| + | გავრცელებულია [[მტკვარი|მტკვრის]] შუა და ზედა წელში და მის შენაკად მდინარეებში (ხრამი, ალგეთი, ოცხისწყალი, გუჯარეთის წყალი, არაგვი, არტაანის წყალი, ოკამი და სხვ.). | ||
| + | |||
| + | მის მოპოვებას წარსულში დიდი ადგილი ეკავა. XX საუკუნის შუა წლებიდან მისი მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | + | * [[საქართველოს თევზების სარკვევი]] |
| + | * [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
| − | [[კატეგორია:თევზები]] | + | [[კატეგორია: ქორდიანები]] |
| − | [[კატეგორია:კობრისებრნი]] | + | [[კატეგორია: თევზები]] |
| + | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია: კობრისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია: ხრამულები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:37, 21 იანვარი 2026 მდგომარეობით
ხრამული, ფიჩხული, ლურჯა, კაპუეტი, ცოცხალი – Varicorhinus capoeta Guldestadt
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ხრამულები
თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახიდან. სხეული ზომიერად მაღალია. სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძეში კუდის ფუძემდე 4.5-ზე ნაკლებჯერ თავსდება. თავის სიგრძე სხეულის სიმაღლეზე ნაკლებია. ორი მოკლე ულვაში აქვს. პატარა ინდივიდებში ულვაშები თითქმის თვალის უკანა კიდეს აღწევს, დიდებს კი შედარებით მოკლე აქვთ და ულვაშები მხოლოდ თვალის წინა კიდეს აღწევს. ზედა ტუჩი უფოჩოა, ქვედაზე კი მხოლოდ პირის კუთხეებშია განვითარებული. ქვედა ყბის სიმფიზისი ბორცვაკს მოკლებულია. შუბლი ამობურცულია. ლაყუჩის ჩხირები მრავალრიცხოვანია; პირველ რკალზე 25-30-ია. ისინი მოკლე და ხშირია. ზურგი კეფის უკან გვერდებიდან ძლიერ შებრტყელებულია და ზურგის უკანა პროფილის კუთხეს ჰქმნის. ზურგის ფარფლის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი გამსხვილებულია, მძლავრია და უკანა მხარეზე მრავლად დაკბილული. ზურგის ფარფლის დასაწყისი მუცლის ფარფლების დასაწყისის ვერტიკალის წინ მოდის ზურგის ფარფლის ზედა კიდე ამოკვეთილია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ზურგის ფარფლის უკანასკნელი სხივი მის წინა სხივზე უფრო გრძელია, მკერდის ფარფლები ·გრძელია, მათი სიგრძე მკერდისა და მუცლის ფარფლების შორისეულ მანძილზე 1,5-ზე მეტჯერ არ თავსდება. კუდის ფარფლი ზომიერად ამოკვეთილია, მისი ქვედა წამახვილებული ლაპოტის სიგრძე თავის სიგრძეს აღემატება ან მას უდრის.
გვერდები მურარუხი ფერისაა (ახალგაზრდების ვერცხლისფერია). ზურგი მუქია, თვალის ფერადი გარსი ოქროსფერია, იშვიათად ვერცხლისფერი, ფარფლები მუქი რუხია, ხშირად მოწითალო ფერი გადაჰკრავს (განსაკუთრებით მუცლისა და ანალურ ფარფლებს). ქერცლების უკანა კიდე ხშირად შავი არშიითაა მოვლებული. სქესობრივად მომწიფებულ მამლებს დინგზე 2-4 მწკრივი კონუსისნაირი ბორცვაკები უვითარდებათ. ისინი არიან აგრეთვე ქერცლებზე და ანალურ ფარფლზე. სიგრძით 410 მილიმეტრს აღწევს.
გავრცელებულია მტკვრის შუა და ზედა წელში და მის შენაკად მდინარეებში (ხრამი, ალგეთი, ოცხისწყალი, გუჯარეთის წყალი, არაგვი, არტაანის წყალი, ოკამი და სხვ.).
მის მოპოვებას წარსულში დიდი ადგილი ეკავა. XX საუკუნის შუა წლებიდან მისი მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა.