არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება
(→კორე) |
|||
| ხაზი 30: | ხაზი 30: | ||
გადიოდა დრო, იქმნებოდა ქანდაკებები და აი, სტატიკური და შებოჭილი კუროსები ნელ-ნელა ამოძრავდნენ, თითქოს მათ გაშეშებულ სხეულებში დამუნჯებულმა ენერგიამ სხეულის ამოძრავებით პოვა გამოსავალი. მოძრაობის სულმა თანდათანობით გამსჭვალა არქაიკის ქანდაკება. ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული აპოლონის ფიგურა – ე.წ. კუროსი პირეოსიდან (ძვ.წ. VI ს-ის მიწურული) უკვე | გადიოდა დრო, იქმნებოდა ქანდაკებები და აი, სტატიკური და შებოჭილი კუროსები ნელ-ნელა ამოძრავდნენ, თითქოს მათ გაშეშებულ სხეულებში დამუნჯებულმა ენერგიამ სხეულის ამოძრავებით პოვა გამოსავალი. მოძრაობის სულმა თანდათანობით გამსჭვალა არქაიკის ქანდაკება. ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული აპოლონის ფიგურა – ე.წ. კუროსი პირეოსიდან (ძვ.წ. VI ს-ის მიწურული) უკვე | ||
საკმაოდ მოძრავია. მისი პოზა აღარაა გაშეშებული და უსიცოცხლო, იმის გამო, რომ ტერფები ერთმანეთის პარალელურად კი არ უდგას ფიგურას, არამედ ოდნავ განზე აქვს გაწეული, ფიგურის გამოცოცხლებას ხელს უწყობს მისი ხელების მოძრაობაც. ისინი უკვე ტანის გასწვრივ კი აღარაა გაჭიმული, არამედ საკმაოდ ბუნებრივადაა იდაყვში მოხრილი, ერთში, როგორც ვარაუდობენ, ჭაბუკს მშვილდი ეჭირა, მეორეში კი − ფიალა. | საკმაოდ მოძრავია. მისი პოზა აღარაა გაშეშებული და უსიცოცხლო, იმის გამო, რომ ტერფები ერთმანეთის პარალელურად კი არ უდგას ფიგურას, არამედ ოდნავ განზე აქვს გაწეული, ფიგურის გამოცოცხლებას ხელს უწყობს მისი ხელების მოძრაობაც. ისინი უკვე ტანის გასწვრივ კი აღარაა გაჭიმული, არამედ საკმაოდ ბუნებრივადაა იდაყვში მოხრილი, ერთში, როგორც ვარაუდობენ, ჭაბუკს მშვილდი ეჭირა, მეორეში კი − ფიალა. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
01:26, 25 იანვარი 2026-ის ვერსია
არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება – არქიტექტურასთან ერთად არქაიკის პერიოდში „იბადება“ ბერძნული ქანდაკებაც, რომელიც განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის. ქანდაკებები ძველ საბერძნეთში ტაძრებში, ასევე ღია ცის ქვეშ – ქალაქის მოედნებზე, ქუჩებში, აკროპოლისებზე იდგმებოდა. ხშირად ქანდაკებებით ამკობდნენ მიცვალებულთა საფლავებსაც.
არქაიკის საწყის ეტაპზე ბერძნები თავიანთ გმირებს ხის, თაბაშირისა და ტერაკოტისაგან აქანდაკებდნენ, მოგვიანებით კი ძირითად მასალად ქვა მკვიდრდება. თუ თავდაპირველად ისინი ქვიშაქვას იყენებდნენ, ძვ.წ. VI ს-ის II ნახევრიდან უპირატესობას მარმარილოს ანიჭებენ. ამავე პერიოდში ჩნდება ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ფიგურებიც.
ანტიკური ტრადიცია ბერძენ მოქანდაკეებს „დედალიდებად“ ანუ კრეტის მეფის – მინოსის კარზე მოღვაწე ლეგენდარული შემოქმედის დედალოსის მოწაფეებად თუ შთამომავლებად მოიხსენიებს.
არქაიკის პლასტიკის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუშები ძვ.წ. VII ს-ის I მესამედს მიეკუთვნება და მათში ჯერ კიდევ ძლიერია წინა ხანის ტრადიცია, ქსოანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთ-ერთი ამგვარი ქანდაკება, აპოლონის ფიგურა ამიკლესიდან (ძვ.წ. VI ს), რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, აღწერილი აქვთ ანტიკურ ავტორებს. მისი გამოსახულება ასევე ცნობილია მონეტებიდან. ქანდაკების სიმაღლე 13 მეტრს აღწევდა. პავსანიასის ცნობით, აპოლონის ფიგურა ძალზე წააგავდა ლითონის სვეტს, რომელსაც თავი და კიდურები მექანიკურად ჰქონდა „მიბმული“ სხეულზე. ეს აღწერა, როგორც ჩანს, ძალზე ახლოსაა სინამდვილესთან, რადგან არქაიკის საწყის ეტაპზე მართლაც გვხვდება ღვთაებათა მონუმენტური ფიგურები – კერპები, რომლებშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გეომეტრიული სტილისათვის დამახასიათებელი პირობითობა და სქემატურობა, სხეულის ბლოკურობა და დაუნაწევრებლობა. ამის მაგალითია არტემისის ქანდაკება კუნძულ დელოსიდან (ძვ.წ. VII ს), რომელიც, როგორც წარწერიდან ირკვევა, ვინმე ნიკანდრეს შეუწირავს ქალღმერთისათვის.
ქალის მონუმენტური ფიგურა ერთიან ბლოკს წარმოადგენს, თუმცა აქ უკვე მონიშნულია წელის არე და დაცულია სხეულის პროპორციები ტანას წელსზედა და წელსქვედა ნაწილების შეფარდება რეალურს უახლოვდება. სხვა მხრივ იგი ქსოანების ტრადიციას აგრძელებს: ფიგურა სრულიად უმოძრაოა და ფრონტალურად აღიქმება; ფორმები მთლიანი და დაუნაწევრებელია, ფეხის ტერფებიც მექანიკურადაა „მიდგმული“ სამოსის ქვედატანზე.
ოდნავ უფრო მოგვიანო ხანის (დაახლოებით ძვ.წ. 560 წ.) ჰერას ქანდაკება კუნძულ სამოსიდან კი სრულიად დაუნაწევრებელ, ერთიან ბლოკს წარმოადგენს, რომლიდანაც მხოლოდ ხელის მოცულობა გამოიყოფა. ქსოვილის ნაოჭების აღმნიშვნელი თანაბარზომიერი, წვრილი ღარებით დაფარული მისი ტანი კანელურებიან სვეტს უფრო წააგავს, ვიდრე ქალის სხეულს. ფიგურის პოზა გაშეშებული და უმოძრაოა. მიუხედავად ამისა, ჰერას სხეულს მწყობრი პროპორციები აქვს.
კუროსები
არქაიკის ხანის პლასტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ე.წ. კუროსებს. ესაა მთელი ტანით წარმოდგენილი შიშველი ჭაბუკების ქანდაკებები (კუროსი ბერძნულად ჭაბუკს ნიშნავს). ვინ არიან ისინი, ვის განასახიერებენ? ერთნი თვლიან, რომ ეს აპოლონის გამოსახულებებია, მეორენი კუროსებს აპოლონის მისტებად მიიჩნევენ, მესამენი – სხვადასხვა ღვთაებად, ან სულაც რეალურ ადამიანებად. ამის. მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, რომ თავდაპირველად ისინი აპოლონის კულტთან იყვნენ დაკავშირებული; მოგვიანებით კი კუროსების სახით გამოსახავდნენ რეალურ ადამიანებსაც − გმირებს, მეომრებს, ოლიმპიურ თუ სხვა თამაშებში გამარჯვებულ ათლეტებს. ამ ტიპის ქანდაკებებს ხშირად საფლავებზეც დგამდნენ. მაგრამ იმისდა მიუხედავად, კუროსის ფიგურა ღვთაებას განასახიერებდა თუ მოკვდავ ადამიანს, ყოველი მათგანი ერთი სქემით, ერთი პრინციპითაა შექმნილი: პოზა ყოველთვის ხაზგასმით ფრონტალურია, გარეგნულად მშვიდი, მაგრამ ერთი შეხედვისთანავე მასში შინაგანი დაძაბულობა და დაჭიმულობა იგრძნობა; სხეულში ჩაბუდებული ენერგია თითქოს შიგნითვე ღვივის, დუღს და გარეთ გამოსავალს ვერ პოულობს, რასაც ფიგურის პოზა განაპირობებს.
კუროსებს ყოველთვის სხეულის გასწვრივ აქვთ გაჭიმული მომუშტული ხელები, მარცხენა ფეხი კი, როგორც წესი, წინ აქვთ გადადგმული, მაგრამ ფიგურა მაინც სტატიკურია, რადგან ორივე ფეხის ტერფი ერთმანეთის პარალელურად დგას. თუმცა ეს იმგვარი სტატიკურობაა, რომელშიც იგრძნობა მოძრაობის პოტენცია, შესაძლებლობა. კუროსების ტანზე გამოყოფილია ცალკეული ფორმები; აქცენტირებულია მკერდი, დიაფრაგმა, მუცელი, მაგრამ მათი დაკავშირება ძალზე პირობითია. ფორმები ხისტია, მათ შორის საზღვრები კი მკაფიო, სილუეტი – კუთხოვანი. ფიგურა ჯერ კიდევ შორსაა რეალობისაგან. ასეთია, მაგალითად, კუროსი ატიკიდან (მეტროპოლიტენის მუზეუში, ძვ.წ. VII ს-ის მიწურული). მართალია, ზოგ შემთხვევაში კუროსები კონკრეტულ ადამიანთა გამოსახულებებს წარმოადგენენ, მაგრამ მათში პორტრეტულობისა და ინდივიდუალობის ნიშანწყალიც კი არაა. ეს ზოგადი სახეა, რომელიც თავისი სიმკაცრით, მოკრებილი ენერგიით, ვაჟკაცურობით, სულიერი სიძლიერითა და საერთო წყობით ადრეულ დორიულ არქიტექტურასთან ამჟღავნებს სიახლოვეს.
კუროსთა ფიგურების ერთადერთი სამკაული თმაა, რომელიც ორნამენტული ხვეულების სახით გარს უვლის ფიგურის თავს და მხრებზე ეშვება. ასე პირობითად გამოსახული თმა დეკორატიულობას ანიჭებს ქანდაკებას. დეკორატიულობის ეფექტს ალბათ კიდევ უფრო გააძლიერებდა ქანდაკების ფერადოვანი გადაწყვეტაც. თავის დროზე ყველა ქანდაკება სხვადასხვაფრად იღებებოდა და, ღია ცის ქვეშ დადგმული, სიცოცხლით აღსავსე, ხალისიანი განწყობილების დამკვიდრებას ემსახურებოდა. ამ განწყობილებას კი ავსებდა და აძლიერებდა კუროსთა სახეზე აღბეჭდილი ერთი არსებითი შტრიხი – ღიმილი. „არქაული ღიმილი“ – ასე უწოდეს მას მეცნიერებმა, რადგან მისი ანალოგი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში არ მოიძებნება. ტუჩების ოდნავ ზემოთ აზიდული კიდეები მართლაც ღიმილის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ ადრეულ კუროსებში იგი მხოლო ბაგეებს შეხებია. სახის წყობა და გამომეტყველება, მზერა მშვიდია, განზოგადებული და თითქოს ტუჩების ღიმილთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი შეუსაბამობა თავისებურ იერს ანიჭებს კუროსებს, ერთგვარი იდუმალებით აღავსებს, ამოუცნობისა და მიუწვდომლის დაღს ასვამს; მოგვიანებით კუროსთა სახეებზე ყვრიმალებიც გამოიყოფა, რაც არქაულ ღიმილს მეტ რეალობასა და დამაჯერებლობას ანიჭებს. მართალია, ეს არ არის კონკრეტული ემოციით გამოწვეული ღიმილი, მაგრამ, ამავე დროს, იგი თითქოს ერთგვარი ჩანასახია ადამიანური გრძნობებისა, რომელთაც ქანდაკებაში, კუროსის განყენებულ, განზოგადებულსა და გაშეშებულ სახეში ერთგვარი მოძრაობა, სიცოცხლე, სიკეთის ელფერი და, რაც მთავარია, ხალისიანი განწყობილება შეაქვს.
კუროსის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია ჭაბუკის ფიგურა სუნიონის კონცხიდან (ძვ.წ. VII-VI სს-ის მიჯნა). ასეთ ქანდაკებებს ხშირად სწირავდნენ ხოლმე ღმერთებს. შიშველი ფიგურა უზარმაზარი ქვის ბლოკისგანაა გამოთლილი. ზომით იგი ნატურალურზე ბევრად დიდია. ფიგურა ვერტიკალზეა აგებული. სხეულის ნაწილები ამ ვერტიკალის მიმართ წონასწორობაშია მოყვანილი და ძირითადად ფრონტალურად აღქმისთვისაა გამიზნული. მისი გეომეტრიზებული სილუეტი, დიდი ზომა და განზოგადებული ფორმები მონუმენტურ სიდიადეს ანიჭებს ფიგურას. მას მარცხენა ფეხი წინ აქვს გადადგმული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვით პოზა იმდენად სტატიკურია, რომ მთლიანობაში ფიგურა სიმშვიდისა და უმოძრაობის, სიმყარის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ფიგურის აღნაგობაში საგანგებოდაა ხაზგასმული სხეულის ათლეტურად განვითარებული ფორმები: განიერი მხრები, წვრილი წელი, მასიური, ძლიერი, ბოძებივით მყარი ფეხები, რომლებზეც ძალზე პირობითად მხოლოდ მუხლისთავებია მონიშნული. ოსტატი მთლიანობაში თითქოს სწორად აგებს ფიგურას, მაგრამ, ჯერ ვერ ფლობს რა ადამიანის ანატომიას სრულყოფილად, მხოლოდ მიახლოებით მონიშნავს მუსკულატურას, ცალკეულ კუნთებს: მუცელზე ისინი ჩაკვეთილი გრაფიკული ხაზებითაა აღნიშნული, ხოლო ზურგის კუნთები კი პირობით, დეკორატიულ ნახატს ქმნის. სახეც განზოგადებული, მომრგვალებული ფორმებითაა გადმოცემული, არ არის აღნიშნული დეტალები; ბაგეებზე კი სუნიონის კუროსს ჩვენთვის უკვე ნაცნობი არქაული ღიმილი დასთამაშებს.
გადიოდა დრო, იქმნებოდა ქანდაკებები და აი, სტატიკური და შებოჭილი კუროსები ნელ-ნელა ამოძრავდნენ, თითქოს მათ გაშეშებულ სხეულებში დამუნჯებულმა ენერგიამ სხეულის ამოძრავებით პოვა გამოსავალი. მოძრაობის სულმა თანდათანობით გამსჭვალა არქაიკის ქანდაკება. ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული აპოლონის ფიგურა – ე.წ. კუროსი პირეოსიდან (ძვ.წ. VI ს-ის მიწურული) უკვე საკმაოდ მოძრავია. მისი პოზა აღარაა გაშეშებული და უსიცოცხლო, იმის გამო, რომ ტერფები ერთმანეთის პარალელურად კი არ უდგას ფიგურას, არამედ ოდნავ განზე აქვს გაწეული, ფიგურის გამოცოცხლებას ხელს უწყობს მისი ხელების მოძრაობაც. ისინი უკვე ტანის გასწვრივ კი აღარაა გაჭიმული, არამედ საკმაოდ ბუნებრივადაა იდაყვში მოხრილი, ერთში, როგორც ვარაუდობენ, ჭაბუკს მშვილდი ეჭირა, მეორეში კი − ფიალა.