არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება
(→კორე) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 38: | ხაზი 38: | ||
ბევრად უფრო ლირიკული და ბუნებრივი ჩანს, ვიდრე კუროსების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პელოპონესოსისა და კიკლადის კუნძულების ოსტატებს კუროსების გამოსახვა უფრო იზიდავდა, კორებს უპირატესობას იონიის მცირე აზიულ ქალაქებსა და ატიკაში ანიჭებდნენ. კორების საუკეთესო ნიმუშები სწორედ ატიკასთან, კერძოდ კი ქალაქ ათენთანაა დაკავშირებული. ათენის | ბევრად უფრო ლირიკული და ბუნებრივი ჩანს, ვიდრე კუროსების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პელოპონესოსისა და კიკლადის კუნძულების ოსტატებს კუროსების გამოსახვა უფრო იზიდავდა, კორებს უპირატესობას იონიის მცირე აზიულ ქალაქებსა და ატიკაში ანიჭებდნენ. კორების საუკეთესო ნიმუშები სწორედ ატიკასთან, კერძოდ კი ქალაქ ათენთანაა დაკავშირებული. ათენის | ||
აკროპოლისზეა აღმოჩენილი ატიკური კორეს რამდენიმე ათეული ფიგურა. ისინი განასახიერებდნენ ათენას ქურუმ ქალებს და მისი ტაძრის მახლობლად იყვნენ განთავსებული აკროპოლისზე. | აკროპოლისზეა აღმოჩენილი ატიკური კორეს რამდენიმე ათეული ფიგურა. ისინი განასახიერებდნენ ათენას ქურუმ ქალებს და მისი ტაძრის მახლობლად იყვნენ განთავსებული აკროპოლისზე. | ||
| + | |||
| + | ===== რელიეფური ქანდაკება ===== | ||
| + | [[ფაილი:Hekatompedoni.png|thumb|მარცხნივ|180px|<small>ჰეკატომპედონის ფრონტონის რელიეფი. ფრაგმენტი. დაახლ. ძვ.წ. 570 წ.</small>]] | ||
| + | არქეოლოგიური გათხრების შედეგად ათენის აკროპოლისზე მრგვალი ქანდაკების გარდა, რელიეფებიც აღმოჩნდა, რომლებიც ათენას | ||
| + | უძველესი ტაძრის პირველი ჰეკატომპედონის (ასფუტიანის) [[ფრონტონი|ფრონტონებს]] ამშვენებდა (ძვ.წ. 570 წ.). პაროსის მარმარილოსაგან შექმნილი ამ რელიეფების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრაშ რეკონსტრუქციის შედეგად შესაძლებელი გახდა ფრონტონების კომპოზიციების მთლიანობაში წარმოდგენა. მკვეთრი ფერებით შეღებილი გამოსახულებანი ფრონტონის სამკუთხა არეებზე სარკისებური სიმეტრიის პრინციპით ყოფილა განთავსებული და წონასწორობაში მოყვანილი. | ||
| + | |||
| + | განსაკუთრებით. საინტესებო დასავლეთის ფრონტონის სცენები, სადაც ცენტრში, ერთმანეთის პირისპირ სარკისებურად გამოსახული ლომების უკან, ფრონტონის სამკუთხა არეებში კომპოზიციურად უნაკლოდაა ჩაწერილი ორი მითოლოგიური სცენა: მარცხნივ | ||
| + | [[ჰერაკლე]]სა და ზღვის ურჩხულის [[ტრიტონი]]ს ბრძოლა; ხოლო მარჯვნივ - ფანტასტიკური არსება ზურგზე ფრთებითა და უკან გველის კუდით. მისი ტანი მამაკაცის სამ წელსზედა გამოსახულებას აერთიანებს. ერთს ხელში ცეცხლის [[ალი (წვა)|ალი]] უჭირავს, შეორეს − ტალღოვანი ლენტი, მესამეს კი – ჩიტი. ვარაუდობენ, რომ ეს სიმბოლური გამოსახულებაა სამი სტიქიისა – | ||
| + | ცეცხლის, წყლისა და ჰაერის, რომლებსაც ბერძენი ფილოსოფოსები სამყაროს საწყის ელემენტებად მიიჩნევდნენ. ვინ არის ეს ფანტასტიკური არსება? რომელ მითოლოგიურ პერსონაჟს წარმოადგენს ის? ამის შესახებ მეცნიერებს ერთი აზრი არა აქვთ. ზოგი თვლის, როშ ეს სამთავა გოლიათი ჰერიონია, ზოგი მას კუნძულ ფაროსზე მცხოვრებ გრძნეულ მოხუცად, [[პროტევსი|პროტევს]]ად. მიიჩნევს, რომელსაც უნარი ჰქონდა ნებისმიერი სახე მიეღო; ზოგის ვარაუდით, ეს საშინელი დრაკონი [[ტიფონი]]ა, ანდა | ||
| + | სულაც კეთილი ატიკური ღვთაებაა. აზრთა ამ სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, ეს სამთავა არსება სულაც არაა საშიში და შემზარავი, პირიქით, იგი ძალზე ცოცხალი, ხალისიანი და კეთილია, რასაც განსაზღვრავს სამივე სახის მიამიტი გამომეტყველება და გულუბრყვილო ღიმილი. ხალისიან განწყობილებას აძლიერებს რელიეფის კონტრასტული ფერადოვნება. ძლიერ დაკუნთული სხეულები მოყვითალო, მოყავისფრო და მოწითალო თბილი ტონებითაა დაფერილი, თმები და ულვაშები - მკვეთრი ლურჯით, ხოლო გველის კუდი ჭრელია, ლურჯ-წითელი. ჰეკატომპედონის ეს რელიეფები თავისი ფერადოვანი დეკორატიულობით არქაიკის ხანის რელიეფის ტიპური ნიმუშებია. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 01:28, 25 იანვარი 2026 მდგომარეობით
არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება – არქიტექტურასთან ერთად არქაიკის პერიოდში „იბადება“ ბერძნული ქანდაკებაც, რომელიც განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის. ქანდაკებები ძველ საბერძნეთში ტაძრებში, ასევე ღია ცის ქვეშ – ქალაქის მოედნებზე, ქუჩებში, აკროპოლისებზე იდგმებოდა. ხშირად ქანდაკებებით ამკობდნენ მიცვალებულთა საფლავებსაც.
არქაიკის საწყის ეტაპზე ბერძნები თავიანთ გმირებს ხის, თაბაშირისა და ტერაკოტისაგან აქანდაკებდნენ, მოგვიანებით კი ძირითად მასალად ქვა მკვიდრდება. თუ თავდაპირველად ისინი ქვიშაქვას იყენებდნენ, ძვ.წ. VI ს-ის II ნახევრიდან უპირატესობას მარმარილოს ანიჭებენ. ამავე პერიოდში ჩნდება ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ფიგურებიც.
ანტიკური ტრადიცია ბერძენ მოქანდაკეებს „დედალიდებად“ ანუ კრეტის მეფის – მინოსის კარზე მოღვაწე ლეგენდარული შემოქმედის დედალოსის მოწაფეებად თუ შთამომავლებად მოიხსენიებს.
არქაიკის პლასტიკის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუშები ძვ.წ. VII ს-ის I მესამედს მიეკუთვნება და მათში ჯერ კიდევ ძლიერია წინა ხანის ტრადიცია, ქსოანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთ-ერთი ამგვარი ქანდაკება, აპოლონის ფიგურა ამიკლესიდან (ძვ.წ. VI ს), რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, აღწერილი აქვთ ანტიკურ ავტორებს. მისი გამოსახულება ასევე ცნობილია მონეტებიდან. ქანდაკების სიმაღლე 13 მეტრს აღწევდა. პავსანიასის ცნობით, აპოლონის ფიგურა ძალზე წააგავდა ლითონის სვეტს, რომელსაც თავი და კიდურები მექანიკურად ჰქონდა „მიბმული“ სხეულზე. ეს აღწერა, როგორც ჩანს, ძალზე ახლოსაა სინამდვილესთან, რადგან არქაიკის საწყის ეტაპზე მართლაც გვხვდება ღვთაებათა მონუმენტური ფიგურები – კერპები, რომლებშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გეომეტრიული სტილისათვის დამახასიათებელი პირობითობა და სქემატურობა, სხეულის ბლოკურობა და დაუნაწევრებლობა. ამის მაგალითია არტემისის ქანდაკება კუნძულ დელოსიდან (ძვ.წ. VII ს), რომელიც, როგორც წარწერიდან ირკვევა, ვინმე ნიკანდრეს შეუწირავს ქალღმერთისათვის.
ქალის მონუმენტური ფიგურა ერთიან ბლოკს წარმოადგენს, თუმცა აქ უკვე მონიშნულია წელის არე და დაცულია სხეულის პროპორციები ტანას წელსზედა და წელსქვედა ნაწილების შეფარდება რეალურს უახლოვდება. სხვა მხრივ იგი ქსოანების ტრადიციას აგრძელებს: ფიგურა სრულიად უმოძრაოა და ფრონტალურად აღიქმება; ფორმები მთლიანი და დაუნაწევრებელია, ფეხის ტერფებიც მექანიკურადაა „მიდგმული“ სამოსის ქვედატანზე.
ოდნავ უფრო მოგვიანო ხანის (დაახლოებით ძვ.წ. 560 წ.) ჰერას ქანდაკება კუნძულ სამოსიდან კი სრულიად დაუნაწევრებელ, ერთიან ბლოკს წარმოადგენს, რომლიდანაც მხოლოდ ხელის მოცულობა გამოიყოფა. ქსოვილის ნაოჭების აღმნიშვნელი თანაბარზომიერი, წვრილი ღარებით დაფარული მისი ტანი კანელურებიან სვეტს უფრო წააგავს, ვიდრე ქალის სხეულს. ფიგურის პოზა გაშეშებული და უმოძრაოა. მიუხედავად ამისა, ჰერას სხეულს მწყობრი პროპორციები აქვს.
სარჩევი |
[რედაქტირება] კუროსები
არქაიკის ხანის პლასტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ე.წ. კუროსებს. ესაა მთელი ტანით წარმოდგენილი შიშველი ჭაბუკების ქანდაკებები (კუროსი ბერძნულად ჭაბუკს ნიშნავს). ვინ არიან ისინი, ვის განასახიერებენ? ერთნი თვლიან, რომ ეს აპოლონის გამოსახულებებია, მეორენი კუროსებს აპოლონის მისტებად მიიჩნევენ, მესამენი – სხვადასხვა ღვთაებად, ან სულაც რეალურ ადამიანებად. ამის. მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, რომ თავდაპირველად ისინი აპოლონის კულტთან იყვნენ დაკავშირებული; მოგვიანებით კი კუროსების სახით გამოსახავდნენ რეალურ ადამიანებსაც − გმირებს, მეომრებს, ოლიმპიურ თუ სხვა თამაშებში გამარჯვებულ ათლეტებს. ამ ტიპის ქანდაკებებს ხშირად საფლავებზეც დგამდნენ. მაგრამ იმისდა მიუხედავად, კუროსის ფიგურა ღვთაებას განასახიერებდა თუ მოკვდავ ადამიანს, ყოველი მათგანი ერთი სქემით, ერთი პრინციპითაა შექმნილი: პოზა ყოველთვის ხაზგასმით ფრონტალურია, გარეგნულად მშვიდი, მაგრამ ერთი შეხედვისთანავე მასში შინაგანი დაძაბულობა და დაჭიმულობა იგრძნობა; სხეულში ჩაბუდებული ენერგია თითქოს შიგნითვე ღვივის, დუღს და გარეთ გამოსავალს ვერ პოულობს, რასაც ფიგურის პოზა განაპირობებს.
კუროსებს ყოველთვის სხეულის გასწვრივ აქვთ გაჭიმული მომუშტული ხელები, მარცხენა ფეხი კი, როგორც წესი, წინ აქვთ გადადგმული, მაგრამ ფიგურა მაინც სტატიკურია, რადგან ორივე ფეხის ტერფი ერთმანეთის პარალელურად დგას. თუმცა ეს იმგვარი სტატიკურობაა, რომელშიც იგრძნობა მოძრაობის პოტენცია, შესაძლებლობა. კუროსების ტანზე გამოყოფილია ცალკეული ფორმები; აქცენტირებულია მკერდი, დიაფრაგმა, მუცელი, მაგრამ მათი დაკავშირება ძალზე პირობითია. ფორმები ხისტია, მათ შორის საზღვრები კი მკაფიო, სილუეტი – კუთხოვანი. ფიგურა ჯერ კიდევ შორსაა რეალობისაგან. ასეთია, მაგალითად, კუროსი ატიკიდან (მეტროპოლიტენის მუზეუში, ძვ.წ. VII ს-ის მიწურული). მართალია, ზოგ შემთხვევაში კუროსები კონკრეტულ ადამიანთა გამოსახულებებს წარმოადგენენ, მაგრამ მათში პორტრეტულობისა და ინდივიდუალობის ნიშანწყალიც კი არაა. ეს ზოგადი სახეა, რომელიც თავისი სიმკაცრით, მოკრებილი ენერგიით, ვაჟკაცურობით, სულიერი სიძლიერითა და საერთო წყობით ადრეულ დორიულ არქიტექტურასთან ამჟღავნებს სიახლოვეს.
კუროსთა ფიგურების ერთადერთი სამკაული თმაა, რომელიც ორნამენტული ხვეულების სახით გარს უვლის ფიგურის თავს და მხრებზე ეშვება. ასე პირობითად გამოსახული თმა დეკორატიულობას ანიჭებს ქანდაკებას. დეკორატიულობის ეფექტს ალბათ კიდევ უფრო გააძლიერებდა ქანდაკების ფერადოვანი გადაწყვეტაც. თავის დროზე ყველა ქანდაკება სხვადასხვაფრად იღებებოდა და, ღია ცის ქვეშ დადგმული, სიცოცხლით აღსავსე, ხალისიანი განწყობილების დამკვიდრებას ემსახურებოდა. ამ განწყობილებას კი ავსებდა და აძლიერებდა კუროსთა სახეზე აღბეჭდილი ერთი არსებითი შტრიხი – ღიმილი. „არქაული ღიმილი“ – ასე უწოდეს მას მეცნიერებმა, რადგან მისი ანალოგი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში არ მოიძებნება. ტუჩების ოდნავ ზემოთ აზიდული კიდეები მართლაც ღიმილის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ ადრეულ კუროსებში იგი მხოლო ბაგეებს შეხებია. სახის წყობა და გამომეტყველება, მზერა მშვიდია, განზოგადებული და თითქოს ტუჩების ღიმილთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი შეუსაბამობა თავისებურ იერს ანიჭებს კუროსებს, ერთგვარი იდუმალებით აღავსებს, ამოუცნობისა და მიუწვდომლის დაღს ასვამს; მოგვიანებით კუროსთა სახეებზე ყვრიმალებიც გამოიყოფა, რაც არქაულ ღიმილს მეტ რეალობასა და დამაჯერებლობას ანიჭებს. მართალია, ეს არ არის კონკრეტული ემოციით გამოწვეული ღიმილი, მაგრამ, ამავე დროს, იგი თითქოს ერთგვარი ჩანასახია ადამიანური გრძნობებისა, რომელთაც ქანდაკებაში, კუროსის განყენებულ, განზოგადებულსა და გაშეშებულ სახეში ერთგვარი მოძრაობა, სიცოცხლე, სიკეთის ელფერი და, რაც მთავარია, ხალისიანი განწყობილება შეაქვს.
კუროსის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია ჭაბუკის ფიგურა სუნიონის კონცხიდან (ძვ.წ. VII-VI სს-ის მიჯნა). ასეთ ქანდაკებებს ხშირად სწირავდნენ ხოლმე ღმერთებს. შიშველი ფიგურა უზარმაზარი ქვის ბლოკისგანაა გამოთლილი. ზომით იგი ნატურალურზე ბევრად დიდია. ფიგურა ვერტიკალზეა აგებული. სხეულის ნაწილები ამ ვერტიკალის მიმართ წონასწორობაშია მოყვანილი და ძირითადად ფრონტალურად აღქმისთვისაა გამიზნული. მისი გეომეტრიზებული სილუეტი, დიდი ზომა და განზოგადებული ფორმები მონუმენტურ სიდიადეს ანიჭებს ფიგურას. მას მარცხენა ფეხი წინ აქვს გადადგმული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვით პოზა იმდენად სტატიკურია, რომ მთლიანობაში ფიგურა სიმშვიდისა და უმოძრაობის, სიმყარის შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ფიგურის აღნაგობაში საგანგებოდაა ხაზგასმული სხეულის ათლეტურად განვითარებული ფორმები: განიერი მხრები, წვრილი წელი, მასიური, ძლიერი, ბოძებივით მყარი ფეხები, რომლებზეც ძალზე პირობითად მხოლოდ მუხლისთავებია მონიშნული. ოსტატი მთლიანობაში თითქოს სწორად აგებს ფიგურას, მაგრამ, ჯერ ვერ ფლობს რა ადამიანის ანატომიას სრულყოფილად, მხოლოდ მიახლოებით მონიშნავს მუსკულატურას, ცალკეულ კუნთებს: მუცელზე ისინი ჩაკვეთილი გრაფიკული ხაზებითაა აღნიშნული, ხოლო ზურგის კუნთები კი პირობით, დეკორატიულ ნახატს ქმნის. სახეც განზოგადებული, მომრგვალებული ფორმებითაა გადმოცემული, არ არის აღნიშნული დეტალები; ბაგეებზე კი სუნიონის კუროსს ჩვენთვის უკვე ნაცნობი არქაული ღიმილი დასთამაშებს.
გადიოდა დრო, იქმნებოდა ქანდაკებები და აი, სტატიკური და შებოჭილი კუროსები ნელ-ნელა ამოძრავდნენ, თითქოს მათ გაშეშებულ სხეულებში დამუნჯებულმა ენერგიამ სხეულის ამოძრავებით პოვა გამოსავალი. მოძრაობის სულმა თანდათანობით გამსჭვალა არქაიკის ქანდაკება. ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული აპოლონის ფიგურა – ე.წ. კუროსი პირეოსიდან (ძვ.წ. VI ს-ის მიწურული) უკვე საკმაოდ მოძრავია. მისი პოზა აღარაა გაშეშებული და უსიცოცხლო, იმის გამო, რომ ტერფები ერთმანეთის პარალელურად კი არ უდგას ფიგურას, არამედ ოდნავ განზე აქვს გაწეული, ფიგურის გამოცოცხლებას ხელს უწყობს მისი ხელების მოძრაობაც. ისინი უკვე ტანის გასწვრივ კი აღარაა გაჭიმული, არამედ საკმაოდ ბუნებრივადაა იდაყვში მოხრილი, ერთში, როგორც ვარაუდობენ, ჭაბუკს მშვილდი ეჭირა, მეორეში კი − ფიალა.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ ბერძენი მოქანდაკეები ადამიანის სხეულის ბუნებრივი გამოსახვისაკენ და ამ გზით ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ამაღლებული იდეალისაკენ. ისინი ნელ-ნელა სძლევდნენ არქაიკისათვის დამახასიათებელ პირობითობას და კლასიკის პერიოდს უახლოვდებოდნენ.
[რედაქტირება] კორე
თუ გადავხედავთ არქაიკის პერიოდის პლასტიკას, ერთ საოცარ კანონზომიერებას აღმოვაჩენთ: ბერძნები მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს აქანდაკებდნენ. სხვა ასაკი მათ არ აინტერესებდათ (ასაკოვან ადამიანთა ფიგურები მხოლოდ ბერძნული ხელოვნების განვითარების უკანასკნელ ეტაპზე, ელინიზმის ხანაში ჩნდება). ეს განპირობებული იყო მათი საბოლოო მიზნით – შეექმნათ ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანის სახე. მათი წარმოდგენით კი სწორედ სიჭაბუკეა ის პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც სასიცოცხლო ძალები ზენიტშია და ამასთანავე სრულ წონასწორობაშია მოყვანილი, ანუ სულიერი და ფიზიკური ადამიანში თანაბრადაა განვითარებული. ამ მხრივ გამონაკლისი არც კორების − ქალწულების ქანდაკებებია, რომლებიც კუროსებთან ერთად მრავლად გვხვდება არქაიკის პერიოდში. მაგრამ კუროსებისაგან განსხვავებით, ისინი ყოველთვის ჩაცმულნი არიან (ქალის შიშველი სხეული ოდნავ მოგვიანებით, კლასიკის ხანაში მოექცევა ბერძენ მოქანდაკეთა ყურადღების ცენტრში). კორების სამოსის უხვი, ულამაზესად დანაოჭებული ქსოვილი გასაოცარ დეკორატიულობასა და მოხდენილობას ანიჭებს ამ ფიგურებს. არქაული ღიმილი, კუროსების მსგავსად, კორებსაც დასთამაშებთ სახეზე და მათ ნაზსა და ქალურ იერთან შეხამებული ეს ღიმილი ბევრად უფრო ლირიკული და ბუნებრივი ჩანს, ვიდრე კუროსების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პელოპონესოსისა და კიკლადის კუნძულების ოსტატებს კუროსების გამოსახვა უფრო იზიდავდა, კორებს უპირატესობას იონიის მცირე აზიულ ქალაქებსა და ატიკაში ანიჭებდნენ. კორების საუკეთესო ნიმუშები სწორედ ატიკასთან, კერძოდ კი ქალაქ ათენთანაა დაკავშირებული. ათენის აკროპოლისზეა აღმოჩენილი ატიკური კორეს რამდენიმე ათეული ფიგურა. ისინი განასახიერებდნენ ათენას ქურუმ ქალებს და მისი ტაძრის მახლობლად იყვნენ განთავსებული აკროპოლისზე.
[რედაქტირება] რელიეფური ქანდაკება
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ათენის აკროპოლისზე მრგვალი ქანდაკების გარდა, რელიეფებიც აღმოჩნდა, რომლებიც ათენას უძველესი ტაძრის პირველი ჰეკატომპედონის (ასფუტიანის) ფრონტონებს ამშვენებდა (ძვ.წ. 570 წ.). პაროსის მარმარილოსაგან შექმნილი ამ რელიეფების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრაშ რეკონსტრუქციის შედეგად შესაძლებელი გახდა ფრონტონების კომპოზიციების მთლიანობაში წარმოდგენა. მკვეთრი ფერებით შეღებილი გამოსახულებანი ფრონტონის სამკუთხა არეებზე სარკისებური სიმეტრიის პრინციპით ყოფილა განთავსებული და წონასწორობაში მოყვანილი.
განსაკუთრებით. საინტესებო დასავლეთის ფრონტონის სცენები, სადაც ცენტრში, ერთმანეთის პირისპირ სარკისებურად გამოსახული ლომების უკან, ფრონტონის სამკუთხა არეებში კომპოზიციურად უნაკლოდაა ჩაწერილი ორი მითოლოგიური სცენა: მარცხნივ ჰერაკლესა და ზღვის ურჩხულის ტრიტონის ბრძოლა; ხოლო მარჯვნივ - ფანტასტიკური არსება ზურგზე ფრთებითა და უკან გველის კუდით. მისი ტანი მამაკაცის სამ წელსზედა გამოსახულებას აერთიანებს. ერთს ხელში ცეცხლის ალი უჭირავს, შეორეს − ტალღოვანი ლენტი, მესამეს კი – ჩიტი. ვარაუდობენ, რომ ეს სიმბოლური გამოსახულებაა სამი სტიქიისა – ცეცხლის, წყლისა და ჰაერის, რომლებსაც ბერძენი ფილოსოფოსები სამყაროს საწყის ელემენტებად მიიჩნევდნენ. ვინ არის ეს ფანტასტიკური არსება? რომელ მითოლოგიურ პერსონაჟს წარმოადგენს ის? ამის შესახებ მეცნიერებს ერთი აზრი არა აქვთ. ზოგი თვლის, როშ ეს სამთავა გოლიათი ჰერიონია, ზოგი მას კუნძულ ფაროსზე მცხოვრებ გრძნეულ მოხუცად, პროტევსად. მიიჩნევს, რომელსაც უნარი ჰქონდა ნებისმიერი სახე მიეღო; ზოგის ვარაუდით, ეს საშინელი დრაკონი ტიფონია, ანდა სულაც კეთილი ატიკური ღვთაებაა. აზრთა ამ სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, ეს სამთავა არსება სულაც არაა საშიში და შემზარავი, პირიქით, იგი ძალზე ცოცხალი, ხალისიანი და კეთილია, რასაც განსაზღვრავს სამივე სახის მიამიტი გამომეტყველება და გულუბრყვილო ღიმილი. ხალისიან განწყობილებას აძლიერებს რელიეფის კონტრასტული ფერადოვნება. ძლიერ დაკუნთული სხეულები მოყვითალო, მოყავისფრო და მოწითალო თბილი ტონებითაა დაფერილი, თმები და ულვაშები - მკვეთრი ლურჯით, ხოლო გველის კუდი ჭრელია, ლურჯ-წითელი. ჰეკატომპედონის ეს რელიეფები თავისი ფერადოვანი დეკორატიულობით არქაიკის ხანის რელიეფის ტიპური ნიმუშებია.