რადამანთისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
11:56, 3 ივლისი 2017-ის ვერსია
რადამანთისი – (ბერძნ.) ზევსისა და ევროპეს ძე. მინოსისა და სარპედონის ძმა.
რადამანთისი დაიბადა კრეტაზე, სადაც გამოცურა ხარად გარდასახულმა ზევსმა, როდესაც ევროპე მოიტაცა. ევროპემ ზევსისგან სამი ვაჟი შვა: მინოსი, რადამანთისი და სარპედონი. კრეტის მეფე ასტერიონმა იქორწინა ევროპეზე და მისი ვაჟები იშვილა. როდესაც რადამანთისი წამოიზარდა, კრეტელებს კანონები დაუწესა, შემდეგ გადასახლდა ბეოტიაში, სადაც ცოლად შეირთო ალკმენე, ამფიტრიონის ქვრივი. რადამანთისი ადამიანთა შორის რჩეული იყო თავისი სამართლიანობით, ამიტომ გარდაცვალების შემდეგ მიწისქვეშა სამყაროს მსაჯული გახდა მინოსთან და ეაკოსთან ერთად.