ჩვეულებრივი ზღვის ეშმაკი
(ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი ზღვის ეშმაკი''' − Lophius piscatorius Linne 1758 '''ტიპი:''' ქორდიანებ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
'''გვარი:''' [[ზღვის ეშმაკების გვარი|ზღვის ეშმაკები]] | '''გვარი:''' [[ზღვის ეშმაკების გვარი|ზღვის ეშმაკები]] | ||
| − | + | [[თევზი]] ხელფარფლიანების ოჯახისა. სხეული დორსოვენტრალური მიმართულებით გაბრტყელებულია. თავი ძლიერ ფართოა და აღჭურვილია დიდი პირით. ყბებზე სასისა და სახნისის ძვლებზე მრავალრიცხოვანი კბილებია განლაგებული. სხეულზე სხვადასხვა სახის გამონაზარდები აქვს. ტანზე ქერცლები არა აქვს მხოლოდ მკერდის ფარფლების უკან კუდის ფუძემდე ოცამდე მოკლე ქიცვი აქვს, რომლის სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს. | |
| − | 1956 წლის 26 აპრილს ქალაქ ოჩამჩირის სანაპიროზე 30 მეტრის სიღრმეზე დაიჭირეს ჩვეულებრივი ზღვის ეშმაკი, რომლის სხეულის საერთო სიგრძე 61 სმ ია, ხოლო. კუდის ფუძემდე 52 სმ. ეს თევზი დედალი აღმოჩნდა და 3 კილოგრამს იწონიდა. ქვირითი ძლიერ პატარა იყო და დიდი რაოდენობით ავსებდა საკვერცხეებს. ზურგის პირველ ფარფლში 8 ქიცვიანი (ეკლიანი) სხივია, კუდის ფარფლში – 8 ქიცვიანი, დანარჩენი ჩვეულებრივი სხივია. | + | 1956 წლის 26 აპრილს ქალაქ ოჩამჩირის სანაპიროზე 30 მეტრის სიღრმეზე დაიჭირეს ჩვეულებრივი ზღვის ეშმაკი, რომლის სხეულის საერთო სიგრძე 61 სმ-ია, ხოლო. კუდის ფუძემდე 52 სმ. ეს თევზი დედალი აღმოჩნდა და 3 კილოგრამს იწონიდა. ქვირითი ძლიერ პატარა იყო და დიდი რაოდენობით ავსებდა საკვერცხეებს. ზურგის პირველ ფარფლში 8 ქიცვიანი (ეკლიანი) სხივია, კუდის ფარფლში – 8 ქიცვიანი, დანარჩენი ჩვეულებრივი სხივია. |
ზედა მხარე მურა ფერისაა, ფარფლები უფრო მუქია, ქვედა მხარე კი თეთრი. კუდის ფარფლი მუქი, თითქმის შავი ფერისაა. ტოფობის დროს ზღვის ეშმაკი სანაპიროებს სცილდება, უფრო ღრმა ფსკერს ეტანება – 1 000 მეტრის სიღრმემდე იჭრება. | ზედა მხარე მურა ფერისაა, ფარფლები უფრო მუქია, ქვედა მხარე კი თეთრი. კუდის ფარფლი მუქი, თითქმის შავი ფერისაა. ტოფობის დროს ზღვის ეშმაკი სანაპიროებს სცილდება, უფრო ღრმა ფსკერს ეტანება – 1 000 მეტრის სიღრმემდე იჭრება. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:02, 4 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ჩვეულებრივი ზღვის ეშმაკი − Lophius piscatorius Linne 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ხელფარფლიანთანაირნი
ოჯახი: ხელფარფლიანები
გვარი: ზღვის ეშმაკები
თევზი ხელფარფლიანების ოჯახისა. სხეული დორსოვენტრალური მიმართულებით გაბრტყელებულია. თავი ძლიერ ფართოა და აღჭურვილია დიდი პირით. ყბებზე სასისა და სახნისის ძვლებზე მრავალრიცხოვანი კბილებია განლაგებული. სხეულზე სხვადასხვა სახის გამონაზარდები აქვს. ტანზე ქერცლები არა აქვს მხოლოდ მკერდის ფარფლების უკან კუდის ფუძემდე ოცამდე მოკლე ქიცვი აქვს, რომლის სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს.
1956 წლის 26 აპრილს ქალაქ ოჩამჩირის სანაპიროზე 30 მეტრის სიღრმეზე დაიჭირეს ჩვეულებრივი ზღვის ეშმაკი, რომლის სხეულის საერთო სიგრძე 61 სმ-ია, ხოლო. კუდის ფუძემდე 52 სმ. ეს თევზი დედალი აღმოჩნდა და 3 კილოგრამს იწონიდა. ქვირითი ძლიერ პატარა იყო და დიდი რაოდენობით ავსებდა საკვერცხეებს. ზურგის პირველ ფარფლში 8 ქიცვიანი (ეკლიანი) სხივია, კუდის ფარფლში – 8 ქიცვიანი, დანარჩენი ჩვეულებრივი სხივია.
ზედა მხარე მურა ფერისაა, ფარფლები უფრო მუქია, ქვედა მხარე კი თეთრი. კუდის ფარფლი მუქი, თითქმის შავი ფერისაა. ტოფობის დროს ზღვის ეშმაკი სანაპიროებს სცილდება, უფრო ღრმა ფსკერს ეტანება – 1 000 მეტრის სიღრმემდე იჭრება.
ყრის ქვირითს, რომელიც გრძელ ლენტს წააგავს და რომლის სიგრძე ოთხ მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე – 30 სმ-ს. მსხვილი კვერცხების დიამეტრი 2, 3-4 მმ-ია. ნაყოფიერება დიდია და 1,5 მილიონ ქვირითამდე აღწევს. ქვირითი პელაგურია. ზღვის ეშმაკის 7-20 მმ სიგრძის პელაგური ლარვები სანაპირო ზონებშია მოპოვებული ნორვეგიიდან ესპანეთამდე. პელაგური ლარვები რთულ მეტამორფოზს განიცდიან; რომელიც ოთხ თვეს გრძელდება. ამ დროს ისინი 42-დან 182 მმ-ს აღწევენ. მეტამორფოზის დამთავრების შემდეგ ლიფსიტები ფსკერზე ეშვებიან და სანაპიროებს უახლოვდებიან. ზრდასრული ფორმები ტოფობის შემდეგ მაისში სანაპიროებთან მოდიან და აქ შემოდგომამდე რჩებიან.