ხელფარფლიანების ოჯახი
ხელფარფლიანების ოჯახი – Lophidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ხელფარფლიანთანაირნი
ოჯახი: ხელფარფლიანები
თევზების ოჯახი ხელფარფლიანთა ოჯახისა. სხეული ზურგ-მუცლის მიმართულებით გაბრტყელებულია. მუცლის ფარფლები აქვს. მკერდის ფარფლები ფსკერზე საყრდენს წარმოადგენს, რომლის მეოხებით თევზი შლამიან ფსკერზე დაცოცავს. ზურგის პირველი ფარფლი რამდენიმე გამოშვერილი სხივისაგან შედგება. მუცლის ფარფლები ხახასთანაა განლაგებული. ტანი მეტად განიერია. თავზე უცნაური სახის დანამატები აქვს. ზოგიერთებში ისინი თევზების მისატყუებელ ორგანოს წარმოადგენენ. ლაყუჩის ხვრელი მრგვალია და მკერდის ფარფლის ქვეშაა. ტანი შიშველია. პირი არაჩვეულებრივად დიდი ზომისაა და შეიარაღებულია მრავალი კბილით.
გავრცელებულია ჩრდილოეთის ზომიერ და ტროპიკულ ზღვებსა და ოკეანეებში. ამ ოჯახიდან შავ ზღვაში ერთი გვარია.