ჰელენოსი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეპონიმები]] | ||
13:45, 3 ივლისი 2017-ის ვერსია
ჰელენოსი – (ბერძნ.) თესალიის მეფე. პრომეთეს ბადიში. დევკალიონისა და პირას ძე (ვერსია: ზევსის ძე და დევკალიონის ძმა).
წარღვნის შემდეგ დევკალიონსა და პირას შეეძინათ შვილები და გამრავლდა ქვეყნად ადამიანთა მოდგმა. ჰელენოსი მათი უმცროსი ვაჟი იყო. მას ნიმფა ორსეისმა სამი ძე უშვა: ეოლოსი, დოროსი და ქსუთოსი.
ჰელენოსი ითვლება ბერძენთა მითოსურ წინაპრად, ელადის ეპონიმად (ბერძნები თავიანთ თავს ელინებს უწოდებდნენ). მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა საცხოვრებელი მიწები დაინაწილეს და სხვადასხვა ბერძნულ ტომებს დაუდეს დასაბამი: ქსუთოსს ერგო პელოპონესოსი. მას ერთი ასული, ერეხთეა და ორი ვაჟი – აქეოსი და იონოსი – შეეძინა. მათი სახელების მიხედვით დაერქვათ ბერძენთა ტომებს აქაველები და იონიელები. დოროსი პელოპონესოსის მოპირდაპირე მხარეს დასახლდა და იქ მცხოვრებ ხალხს დორიელები უწოდა. ეოლოსი თესალიაში გამეფდა და ეოლიელთა მოდგმის მამამთავარი გახდა.