კეფალების ოჯახი
(ახალი გვერდი: '''კეფალების ოჯახი''' – Mugilidae '''ტიპი:''' ქორდიანები '''კლასი:''' სხივფა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''კეფალების ოჯახი''' – Mugilidae | '''კეფალების ოჯახი''' – Mugilidae | ||
| − | '''ტიპი:''' ქორდიანები | + | '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> |
| − | '''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები | + | '''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები<br /> |
| − | '''რიგი:''' კეფალისნაირნი | + | '''რიგი:''' კეფალისნაირნი<br /> |
'''ოჯახი:''' კეფალისებრნი | '''ოჯახი:''' კეფალისებრნი | ||
მიმდინარე ცვლილება 21:27, 18 თებერვალი 2026 მდგომარეობით
კეფალების ოჯახი – Mugilidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კეფალისნაირნი
ოჯახი: კეფალისებრნი
თევზების ოჯახი კეფალისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულია, წინიდან რამდენადმე შებრტყელებულია და ჩვეულებრივ საკმაოდ მსხვილი ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული, რომელიც თავზეც ვრცელდება. გვერდითი ხაზის ორგანო არა აქვს. პირი პატარა, განივი მდებარეობისაა; ის უკბილოა, ან წვრილი კბილებითაა აღჭურვილი. ლაყუჩის ხვრელები ფართოა. ლაყუჩთა აპკები არც ლაყუჩთაშუა მანძილთან და არც ერთმანეთთან შეზრდილი არ არიან. ლაყუჩის სხივები 56-ია. ლაყუჩთა ჩხირები წვრილი და გრძელია. ზურგის ორი ფარფლი აქვს, რომლებიც ერთმანეთთან შესამჩნევად დაშორებულია. პირველ ფარფლში 4 (იშვიათი გამონაკლისის სახით 3 და 5) მჩხვლეტავი ქიცვია, ხოლო მეორეში არა აქვს, ანალურ ფარფლში 2-3 ქიცვია და 7-12 (ჩვეულებრივ, 8–9) დატოტვილი სხივი. მუცლის ფარფლები, რომლებიც მუცლის ქვედა მხარეზე სხედან, მკერდის ფარფლებიდან არც ისე უკანაა დაშორებული და მასმი I 5 სხივია მოთავსებული. მკერდის ფარფლები მაღლა სხედან და გრძელია, მალების რაოდენობა 24-26.
ცნობილია რამდენიმე გვარი 100-მდე სახეობით, რომლებიც გავრცელებული არიან ტროპიკულ და ზომიერ სარტყლის მომლაშო და მტკნარ წყლებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებმი მოიპოვება ერთი გვარი Mugil ექვსი სახეობით: შავ, აზოვიაა და იაპონიის ზღვებში.
საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ერთი გვარი Mugil ორი სახეობით.
XX საუკუნის 30-იან წლებში შავი ზღვის კეფალი კასპიის ზღვაში გადაიყვანეს, სადაც ის კარგად მოშენდა და მრავლდება.