ლობანი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ლობანი''' – Mugil cephalus | + | '''ლობანი, კეფალი''' – Mugil cephalus |
'''ტიპი:''' ქორდიანები<br /> | '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> | ||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
შავ ზღვაში 62,5 სმ-ს სიგრძისა და 3,4 კგ წონის კეფალებიც გვხვდებიან, იშვიათად 75 სმ სიგრძისა და 5-6 კგ და 12 კგ-ც კი დაუჭერიათ. | შავ ზღვაში 62,5 სმ-ს სიგრძისა და 3,4 კგ წონის კეფალებიც გვხვდებიან, იშვიათად 75 სმ სიგრძისა და 5-6 კგ და 12 კგ-ც კი დაუჭერიათ. | ||
| − | პალიასტომის ტბაში, რომელიც წინათ შავ ზღვასთან უშუალოდ შეერთებული არ იყო და მისი წყალი მტკნარი იყო, კეფალი დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, მაგრამ ზღვასთან ტბის შეერთების შემდეგ კეფალის რაოდენობა აქ მნიშვნელოვნად | + | პალიასტომის ტბაში, რომელიც წინათ შავ ზღვასთან უშუალოდ შეერთებული არ იყო და მისი წყალი მტკნარი იყო, კეფალი დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, მაგრამ ზღვასთან ტბის შეერთების შემდეგ კეფალის რაოდენობა აქ მნიშვნელოვნად შემცირდა. |
მიმდინარე ცვლილება 22:06, 18 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ლობანი, კეფალი – Mugil cephalus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კეფალისნაირნი
ოჯახი: კეფალისებრნი
თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. თვალზე ცხიმოვანი ქუთუთო ფართოა და გუგამდე აღწევს. თვალის წინა ძვალი პირის კუთხეების ვერტიკალს არ სცილდება. ნესტოები ერთმანეთისაგან შესაზჩნევად დაშორებულია. ქერცლი თავის ზედა მხარეზე წინა ნაწილში ძლიერ წვრილდება და დინგს თითქმის წვერომდე ფარავს, ზედა ტუჩი სუსტადაა გასქელებული და ბორცვები არა აქეს. ზედა ყბის ძვალი სრულიად დამალულია თვალის წინა ძვლის ქვეშ. მკერდის ფარფლების ფუძის ზემოთ პატარა ლაპოტია. ქვედა ყბის ტოტები წვრილი ქერცლითაა დაფარული. ზურგზე ქერცლები ჩვეულებრივი მილაკებითაა წარმოდგენილი. ზურგი რუხია, სხეულის გვერდებზე 12 მურა გასწვრივი ზოლი გასდევს. მკერდის ფარფლზე მუქი ლაქაა. მალების რაოდენობა 24-ია. სიგრძით 50-55 სმ-მდე და მეტიც არის.
გვხვდება შავი, აზოვის, ხმელთაშუა ზღეებში, საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროებში მდ. ლუარის შესართავაზდე, აფრიკის სამხრეთ ატლანტის და წყნარი ოკეანის სანაპიროებში. ხშირად მტკნარ წყლებშიც შედის და სანაპიროების მახლობელ ტბებშიც.
დასავლეთ საქართველოში გაგრცელებულია ნურიის ტბაში (ბათუმთან), პალიასტომში, რიონის დელტაში, აფხაზეთის მდინარეებში და ტბა ინკიტში.
კეფალი გუნდური და მეტად სწრაფია, მართალია ის ზღვის თევზია, მაგრამ მტკნარ წყლებსა და ზღვის უბეებსა და ყურეებშიც შემოდის. წყლის სიმლაშის ცვალებადობას ადვილად იტანს. ტოფობა შავ ზღვაში მაის-ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ქვირითს ღია ზღვაში და მის სანაპიროებში ყრის. კეფალის ნაყოფიერება 2915-7206 ათას ქვირითს აღწევს. ქვირითი პელაგურია, წყლის ზედაპირზე დაცურავს და მისი დიამეტრი დაახლოებით 0,7 მმ ს უდრის. კვერცხს ცხიმოვანი წვეთი აქვს. 2-5 დღის შემდეგ ლარვები იჩეკებიან რომლებიც :2,4 მმ სიგრძისაა. ერთი წლის კეფალი 4-5,5 სმ-ს აღწევს.
შავ ზღვაში 62,5 სმ-ს სიგრძისა და 3,4 კგ წონის კეფალებიც გვხვდებიან, იშვიათად 75 სმ სიგრძისა და 5-6 კგ და 12 კგ-ც კი დაუჭერიათ.
პალიასტომის ტბაში, რომელიც წინათ შავ ზღვასთან უშუალოდ შეერთებული არ იყო და მისი წყალი მტკნარი იყო, კეფალი დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, მაგრამ ზღვასთან ტბის შეერთების შემდეგ კეფალის რაოდენობა აქ მნიშვნელოვნად შემცირდა.