მწვანულა (თევზი)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მწვანულა (თევზი)“ გადაიტანა გვერდზე „ტუჩიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტუჩიანი“ გადაიტანა გვერდზე „მწვანულა (თევზი)“ გადამისამართებ...) |
21:33, 21 თებერვალი 2026-ის ვერსია
მწვანულა (ტუჩიანი) – Grenilabrus tinca (Linne)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: მწვანულასებრნი
სახეობა: მწვანულა
თევზის სახეობა მწვანულების ოჯახისა. ლაყუჩის პირველ რკალზე 13-14 ჩხირია დინგი გრძელია და მსხვილი ხორციანი ტუჩებითაა აღჭურვილი. ყბებზე ერთ მწკრივად განლაგებული პატარა კონუსისებური კბილებია. ხახის ქვედა ძვლები ურთიერთთან შეზრდილია და მასზე მსხვილი ბორცვისებური კბილები სხედან. ლაყუჩის წინა სახურავ ძვალზე ქერცლების 4–5 რიგია, ლაყუჩის საკუთრივ სახურავი ძვალი მთლიანად ქერცლითაა დაფარული. მას მუქი ლაქა არა აქვს. მუქი ლაქა, ჩვეულებრივ, მკერდის ფარფლის ფუძის ზემოთ და კუდის ღეროს შუაშია მოთავსებული, შეფერილობა თვალსაჩინოდ ცვალებადია. მრავალრიცხოვანი ლილისფერი და სისხლისფერი წითელი წინწკლებით გვხვდება. მკაფიო მწვანე ფონიდან შეიძლება სწრაფად გადავიდეს მკრთალ მწვანე და მოწითალო ზოლებად განლაგებულ ფერში.
გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში და ატლანტის ოკეანის მოსაზღვრე სანაპიროების გასწვრივ ჩრდილოეთში ევროპულ სანაბიროებში მწვანულები ნორვეგიამდე გვხვდებიან, საქართველოს ფარგლებში – შავ ზღვაში.