პელამიდების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პელამისების ოჯახი“ გადაიტანა გვერდზე „პელამიდების ოჯახი“ გად...)
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია: თევზები]]
 
[[კატეგორია: თევზები]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
[[კატეგორია: პალამიდისებრნი]]
+
[[კატეგორია: პელამიდისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 17:11, 22 თებერვალი 2026 მდგომარეობით

პელამიდების (პელამისების) ოჯახი – Cubiidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: პალამიდისებრნი

თევზების ოჯახი სკუნბრიასნაირთა რიგისა. სხეულის ფორმა მსხვილი თითისტარისებურია. დაფარულია წვრილი ქერცლით, რომელიც მკერდის ფარფლის არეში უფრო მსხვილია და ეგრეთ წოდებულ „კორსეტს“ ჰქმნის. თავი კონუსისებური ფორმისაა, კუდის ღერო წვრილია, ზურგის ორი ფარფლი აქვს. აქედან პირველი ფართო ფუძისაა და კუდის მიმართულებით თანდათანობით დაბლდება, მეორე ვიწრო ფუძიანია და ამოკვეთილია, ისიც თანდათანობით დაბლდება კუდის მიმართულებით. ზურგის მეორე და ანალურ ფარფლებს უკან, რომელთა რაოდენობა 6-ს არ აღემატება, განლაგებულია დამატებითი პატარა ფარფლები. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქვემოთაა. მკერდის ფარფლები მაღლა სხედან, კუდის ღეროს გვერდებზე შუალედური კანოვანი ტრობია.

პელამიდები ტროპიკულ და თბილ ზღვებში ფართოდაა გავრცელებული, ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებში შავ და იაპონიის ზღვებში გვხვდება.

პელამიდების ოჯახში7 გვარია გაერთიანებული, რომელთაგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში მოიპოვება ორი გვარი ორი სახეობით.



[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები