ფარგების გვარი
(→წყარო) |

| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ფარგების გვარი''' Lucioperca cuvier 1817. | '''ფარგების გვარი''' Lucioperca cuvier 1817. | ||

'''ტიპი:''' ქორდიანები
| '''ტიპი:''' ქორდიანები

'''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები
| '''კლასი:''' სხივფარფლიანი თევზები

| − | '''რიგი:''' | + | '''რიგი:''' ქორჭილასნაირნი

'''ოჯახი:''' [[ქორჭილების ოჯახი|ქორჭილასებრნი]]
| '''ოჯახი:''' [[ქორჭილების ოჯახი|ქორჭილასებრნი]]

'''გვარი:''' ფარგები | '''გვარი:''' ფარგები | ||
| ხაზი 23: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: ქორჭილასებრნი]] | [[კატეგორია: ქორჭილასებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ფარგები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:55, 22 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ფარგების გვარი Lucioperca cuvier 1817.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი
გვარი: ფარგები
თევზების გვარი ქორჭილასებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებულია და გვერდებიდან შებრტყელებული. ხედა ყბის უკანა არე ზრდასრულ ფორმებში თვალის შუა ვერტიკალზე გადაცილებულია. ყბებშორისი ძვლები სუსტად გამოწევადია. კბილები ვიწრო. მწკრივებად განლაგებულია ყბებზე, სახნისისა და სასის ძვლებზე. ყბებზე და სასის ძვლებზე ეშვები ჩვეულებრივ აქვს. ლაყუჩის წინა სახურავის ძვალი უკანიდან დაკბილულია (კაკვიანია), ქვევით ქიცვებია, რომლებიც წინ არიან წიმართული, ლაყუჩის საკუთრივ სახურავი ძვალი ბრტყელი, ძლივს შესამჩნევი ქიცვით ბოლოვდება. ფსევდობრანქიები კარგად აქვს განვითარებული. ლაყუჩის აპკების სხივები 7–8. ზრდასრულების ლაყუჩთა ჩხირები ბორცვების სახისაა რომლებიც მიჯრით ჩამსხდარ კბილანებითაა წარმოდგენილი. ზურგის ორი ფარფლი ერთიმეორეს ეხება ან ოდნავ დაშორებულია – XIII-XV, I-II, 12-23 სხივით. ანალურ ფარფლში I-III 9 -14 სხივია. მუცლის ფარფლები სუსტად გამოხატულია ქიცვით, მანძილი მათ შორის მათი ფუძის სიგანის 2/3 ზე ნაკლები არ არის. მკერდის ფარფლები მომრგვალებულია და მასში 14-17 სხივია. მალები 4–248, გვერდითი ხაზი კუდის ფარფლზეც გასდევს, სადაც გარდა ამისა ზედა და ქვედა ლაპოტებზე აქვს დამატებითი გვერდითი ხაზები.
5 სახეობიდან 3 სახეობა კასპიის, შავ და არალის ზღვების აუზებში ბინადრობს, ხოლო ორი სახეობა − ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში.
საქართველოს ფარგლებში ცნობილია ორი სახეობა.