ფარგების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: ქორჭილასებრნი]]
 
[[კატეგორია: ქორჭილასებრნი]]
 +
[[კატეგორია:ფარგები]]

მიმდინარე ცვლილება 22:55, 22 თებერვალი 2026 მდგომარეობით

ფარგების გვარი Lucioperca cuvier 1817.

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი
გვარი: ფარგები


თევზების გვარი ქორჭილასებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებულია და გვერდებიდან შებრტყელებული. ხედა ყბის უკანა არე ზრდასრულ ფორმებში თვალის შუა ვერტიკალზე გადაცილებულია. ყბებშორისი ძვლები სუსტად გამოწევადია. კბილები ვიწრო. მწკრივებად განლაგებულია ყბებზე, სახნისისა და სასის ძვლებზე. ყბებზე და სასის ძვლებზე ეშვები ჩვეულებრივ აქვს. ლაყუჩის წინა სახურავის ძვალი უკანიდან დაკბილულია (კაკვიანია), ქვევით ქიცვებია, რომლებიც წინ არიან წიმართული, ლაყუჩის საკუთრივ სახურავი ძვალი ბრტყელი, ძლივს შესამჩნევი ქიცვით ბოლოვდება. ფსევდობრანქიები კარგად აქვს განვითარებული. ლაყუჩის აპკების სხივები 7–8. ზრდასრულების ლაყუჩთა ჩხირები ბორცვების სახისაა რომლებიც მიჯრით ჩამსხდარ კბილანებითაა წარმოდგენილი. ზურგის ორი ფარფლი ერთიმეორეს ეხება ან ოდნავ დაშორებულია – XIII-XV, I-II, 12-23 სხივით. ანალურ ფარფლში I-III 9 -14 სხივია. მუცლის ფარფლები სუსტად გამოხატულია ქიცვით, მანძილი მათ შორის მათი ფუძის სიგანის 2/3 ზე ნაკლები არ არის. მკერდის ფარფლები მომრგვალებულია და მასში 14-17 სხივია. მალები 4–248, გვერდითი ხაზი კუდის ფარფლზეც გასდევს, სადაც გარდა ამისა ზედა და ქვედა ლაპოტებზე აქვს დამატებითი გვერდითი ხაზები.

5 სახეობიდან 3 სახეობა კასპიის, შავ და არალის ზღვების აუზებში ბინადრობს, ხოლო ორი სახეობა − ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში.

საქართველოს ფარგლებში ცნობილია ორი სახეობა.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები