მანეჟის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მანეჟის თეატრი''' – დროებითი სათეატრო ნაგებობა ძველ [[თბილი...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მანეჟის თეატრი''' –  დროებითი სათეატრო ნაგებობა ძველ [[თბილისი|თბილისში]]. 1845 წელს ი. ივანოვის პროექტით გადაკეთდა თბილისის სამხედრო მანეჟის შენობა. დროებითი თეატრი 340 ადგილზე იყო გათვლილი. ნახევარწრიული მაყურებელთა დარბაზით, ერთი, ორდონიანი, [[იარუსი (თეატრი)|იარუსი]]თა და გვერდითი [[ლოჟა (თეატრი)|ლოჟებით]]. მანეჟის თეატრი დღევანდელი მთავრობის სასახლის ზედა კორპუსის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქართული დრამატული თეატრის პირველი სპექტაკლის (1850წ. 2/14 იანვარი) შემდეგ, [[ერისთავი გიორგი (დრამატურგი)|გ. ერისთავი]]ს დასმა სწორედ ამ შენობაში ითამაშა მისივე კომედია „დავა“.
+
'''მანეჟის თეატრი''' –  დროებითი სათეატრო ნაგებობა ძველ [[თბილისი|თბილისში]].  
  
 +
[[ქარვასლის თეატრი]]ს აგებამდე სათეატრო შენობის საკითხი თბილისში ჯერ კიდევ 1844 წელს წამოიჭრა. შეიქმნა პროექტიც, რომლის ავტორი თბილისის არქიტექტორი ი. ივანოვი იყო. შენობის აგებას ვარაუდობდნენ ან ნიკოლოზის მოედანზე მთავარმართებლის სასახლის პირდაპირ (დღევანდელი მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია რუსთაველის გამზირზე) ან ალექსანდრეს მოედანთან (ახლანდელი 9 აპრილის ბაღის ქვედა ნაწილი). მაშინ თეატრის დაწყება ვერ მოხერხდა და ი. ივანოვის პროექტიც განუხორციელებელი დარჩა. სანაცვლოდ გადაწყდა ქალაქის მანეჟის გადაკეთება თეატრად, რომლის პროექტიც, ასევე, ი. ივანოვის მიერ შესრულდა.
 +
 +
მ. ვორონცოვი თბილისში ჩამოსვლისთანავე შეუდგა რუსული დასის შექმნას და თეატრის დაარსებაზე ზრუნვას. სპეციალური შენობის უქონლობის გამო, სწორედ მისი ბრძანებით გადააკეთეს თბილისის სამხედრო მანეჟის შენობა და [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] სათეატრო სივრცედ გარდაქმნეს. ეს დროებითი თეატრი მანეჟის შენობაში 1845 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა.
 +
 +
ამიერიდან თბილისში საფუძველი ჩაეყარა რუსულ პროფესიულ თეატრს, რომლის წარმოდგენებიც რეგულარულად იმართებოდა (კვირაში სამჯერ) და მალე თეატრის დირექცია მეფისნაცვალ ვორონცოვის წინაშე დააყენებს საკითხს პეტერბურგის საიმპერატორო თეატრიდან მსახიობთა მოწვევის შესახებ, რასაც ვორონცოვის მხრიდან თბილისის თეატრისთვის საკუთარი სპეციალური შენობის აგების გადაწყვეტილებაც მოჰყვება.
 +
 +
თეატრი 340 ადგილზე იყო გათვლილი. ნახევარწრიული მაყურებელთა დარბაზით, ერთი, ორდონიანი, [[იარუსი (თეატრი)|იარუსი]]თა და გვერდითი [[ლოჟა (თეატრი)|ლოჟებით]]. მანეჟის თეატრი დღევანდელი მთავრობის სასახლის ზედა კორპუსის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქართული დრამატული თეატრის პირველი სპექტაკლის (1850წ. 2/14 იანვარი) შემდეგ, [[ერისთავი გიორგი (დრამატურგი)|გ. ერისთავი]]ს დასმა სწორედ ამ შენობაში ითამაშა მისივე კომედია „დავა“.
 +
 +
წარმოდგენას თავად მეფისნაცვალი ვორონცოვიც დაესწრო. თეატრი სავსე იყო მაყურებლით და არა მხოლოდ ამ დღეს. იმდენად დიდი იყო თეატრით დაინტერესება, რომ თბილისის მანეჟის თეატრში წარმოდგენები ზაფხულის თვეებშიც გრძელდებოდა, რაც ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და იმდროინდელი ტექნიკური შესაძლებლობების გამო წარმოუდგენელი იყო. 
  
  
ხაზი 6: ხაზი 15:
 
[[სათეატრო არქიტექტურა საქართველოში]]
 
[[სათეატრო არქიტექტურა საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თეატრები თბილისში]]
 
[[კატეგორია:თეატრები თბილისში]]
[[კატეგორია: არქიტექტურული ნაგებობები თბილისში]]
+
[[კატეგორია: თბილისის არქიტექტურული ძეგლები]]

მიმდინარე ცვლილება 18:46, 13 მარტი 2026 მდგომარეობით

მანეჟის თეატრი – დროებითი სათეატრო ნაგებობა ძველ თბილისში.

ქარვასლის თეატრის აგებამდე სათეატრო შენობის საკითხი თბილისში ჯერ კიდევ 1844 წელს წამოიჭრა. შეიქმნა პროექტიც, რომლის ავტორი თბილისის არქიტექტორი ი. ივანოვი იყო. შენობის აგებას ვარაუდობდნენ ან ნიკოლოზის მოედანზე მთავარმართებლის სასახლის პირდაპირ (დღევანდელი მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია რუსთაველის გამზირზე) ან ალექსანდრეს მოედანთან (ახლანდელი 9 აპრილის ბაღის ქვედა ნაწილი). მაშინ თეატრის დაწყება ვერ მოხერხდა და ი. ივანოვის პროექტიც განუხორციელებელი დარჩა. სანაცვლოდ გადაწყდა ქალაქის მანეჟის გადაკეთება თეატრად, რომლის პროექტიც, ასევე, ი. ივანოვის მიერ შესრულდა.

მ. ვორონცოვი თბილისში ჩამოსვლისთანავე შეუდგა რუსული დასის შექმნას და თეატრის დაარსებაზე ზრუნვას. სპეციალური შენობის უქონლობის გამო, სწორედ მისი ბრძანებით გადააკეთეს თბილისის სამხედრო მანეჟის შენობა და ინტერიერი სათეატრო სივრცედ გარდაქმნეს. ეს დროებითი თეატრი მანეჟის შენობაში 1845 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა.

ამიერიდან თბილისში საფუძველი ჩაეყარა რუსულ პროფესიულ თეატრს, რომლის წარმოდგენებიც რეგულარულად იმართებოდა (კვირაში სამჯერ) და მალე თეატრის დირექცია მეფისნაცვალ ვორონცოვის წინაშე დააყენებს საკითხს პეტერბურგის საიმპერატორო თეატრიდან მსახიობთა მოწვევის შესახებ, რასაც ვორონცოვის მხრიდან თბილისის თეატრისთვის საკუთარი სპეციალური შენობის აგების გადაწყვეტილებაც მოჰყვება.

თეატრი 340 ადგილზე იყო გათვლილი. ნახევარწრიული მაყურებელთა დარბაზით, ერთი, ორდონიანი, იარუსითა და გვერდითი ლოჟებით. მანეჟის თეატრი დღევანდელი მთავრობის სასახლის ზედა კორპუსის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქართული დრამატული თეატრის პირველი სპექტაკლის (1850წ. 2/14 იანვარი) შემდეგ, გ. ერისთავის დასმა სწორედ ამ შენობაში ითამაშა მისივე კომედია „დავა“.

წარმოდგენას თავად მეფისნაცვალი ვორონცოვიც დაესწრო. თეატრი სავსე იყო მაყურებლით და არა მხოლოდ ამ დღეს. იმდენად დიდი იყო თეატრით დაინტერესება, რომ თბილისის მანეჟის თეატრში წარმოდგენები ზაფხულის თვეებშიც გრძელდებოდა, რაც ადგილობრივი კლიმატური პირობებისა და იმდროინდელი ტექნიკური შესაძლებლობების გამო წარმოუდგენელი იყო.


[რედაქტირება] წყარო

სათეატრო არქიტექტურა საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები