გაბაიძე გულიკო
(ახალი გვერდი: '''გულიკო გაბაიძე''' – ქართველი პოეტი. დაიბადა 1962 წლის 14 იანვარს, ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:გაბაიძეები]] | [[კატეგორია:გაბაიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:02, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
გულიკო გაბაიძე – ქართველი პოეტი. დაიბადა 1962 წლის 14 იანვარს, ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1979 წელს დაამთავრა ხიხაძირის საშუალო სკოლა, 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ჭოროხი“, „აჭარა“, „აჭარა P.S.“, „ბათუმელები“, „ხულო“, „მთიანეთი“.
გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: „მზე მოვა ვიდრე“ (თანაავტორი), „მგზავრი უქოლგოდ“ (1998) და „მზემ პირჯვარი დაიწერა“ (2014, 2017).
წლების განმავლობაში მუშაობდა: ხიხაძირის სამკერვალო-სახელოსნოს გამგე-მკერავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლების და მეცნიერების მუდმივი კომისიის პასუხისმგებელ მდივნად, მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილების წამყვან სპეციალისტად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის სპეციალისტად.
1980-1986 წლებში არჩეული იყო ორი მოწვევის ხულოს რაიონული საბჭოს დეპუტატად.