არენდტი ჰანა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[პოლიტიკა]] | + | * [[პოლიტიკა (Politics)|პოლიტიკა]] |
[[კატეგორია:გერმანელი პოლიტიკის თეორეტიკოსები]] | [[კატეგორია:გერმანელი პოლიტიკის თეორეტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:გერმანელი ფილოსოფოსები]] | [[კატეგორია:გერმანელი ფილოსოფოსები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:20, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ჰანა არენდტი – (ინგლ. Hannah Arendt; დ. 14 ოქტომბერი, 1906, ლინდენი — გ. 4 დეკემბერი, 1975, ნიუ-იორკი), გერმანელი პოლიტიკის თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი.
საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში აღიზარდა. 1933წ. ნაციზმისაგან თავის დასაღწევად გერმანიიდან გაიქცა და საბოლოოდ აშშ-ში დასახლდა, სადაც დაიგდო კიდეც სახელი. ჰანა არენდტის მრავალფეროვან და მრავალმხრივ გამორჩეულ ნაშრომებზე ჰაიდეგერის (1883-1976) და იასპერსის (1889-1976) ეგზისტენციალიზმმა იქონია გავლენა, რასაც არენდტი „შეუზღუდავ აზროვნებად“ ახასიათებს. მის საუკეთესო ნაშრომებს შორის აღსანიშნავია „ტოტალიტარიზმის საფუძვლები“ (1951), სადაც ნაცისტურ გერმანიასა და სტალინისტურ რუსეთს შორისაა პარალელები გავლებული; მისი უდიდესი ფილოსოფიური ნაშრომებია „ადამიანური გარემო“ (1958); „რევოლუციის თაობაზე“ (1963) და აიჰმანი იერუსალემში (1963). ამ უკანასკნელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რაკიღა თავად აიჰმანის „ბანალურ ბოროტებად“, ანუ რიგით ნაცისტ ჩინოსნად და არა — ფაშისტური იდეოლოგიის ფანატიკოსად სახავს.