გეომეტრიული სტილის ბერძნული კერამიკა
(ახალი გვერდი: დიპილონის ამფორა. ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანა '''გ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Dipilonis amfora.png|thumb|150px|დიპილონის ამფორა. ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანა]] | [[ფაილი:Dipilonis amfora.png|thumb|150px|დიპილონის ამფორა. ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანა]] | ||
| − | '''გეომეტრიული სტილის ბერძნული კერამიკა''' – ძვ.წ. | + | '''გეომეტრიული სტილის ბერძნული კერამიკა''' – ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულიდან ძევ. წ. VIII ს. შუა ხანებამდე საბერძნეთში გავრცელებულია ე. წ. გეომეტრიული სტილის კერამიკა. ამ ტიპის კერამიკის განვითარებაში ორ ძირითად პერიოდს გამოყოფენ. პირველი მოიცავს ძვ. წ. XII-X სს. და პროტოგეომეტრიულის სახელითაა ცნობილი, ამ დროს ძირითადად გავრცელებულია სადა ფორმის და მცირე ზომის ყოველდღიური საოჯახო კერამიკა, რომელიც ტიპოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ |
| + | ერთფეროვანია (დაბალქუსლიანი თასები, მუცელგამობერილი სურები, [[ამფორა|ამფორები]] და [[ჰიდრია|ჰიდრიები]]). აღნიმნული ჭურჭლის შემკულობაც საკმაოდ სადაა: ჭურჭლის კედლები ყავისფერი ლაქით სარტყლებადაა დაყოფილი, ხოლო ლაქით დაუფარავი ნაწილები შევსებულია ტეხილი ხაზებით, წერტილებით ღა წრეებით (ისინი აგრეთვე ყავისფერი ლაქითაა გამოყვანილი). პროტოგეომეტრიული კერამიკა ჩარხზეა ნაკეთები, რაც წინამორბედი ხანის (ე. წ. კრეტა-მიკენის ეპოქის) კულტურულ მემკვიდრეობადაა მიჩნეული. აღნიშნული კერამიკა საბერძნეთის რამდენიმე ცენტრში მზადდებოდა (თესალია, არგოლიდა, კრეტა, ატიკა). | ||
| − | გეომეტრიული სტილის ნათელი მაგალითია ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანებით დათარიღებული, საკმაოდ დიდი ზომის (სიმაღლე 1,75 | + | ძვ. წ. X საუკუნიდან პროტოგეომეტრიული კერამიკა იცვლება „ნამდვილი“ გეომეტრიული სტილის კერამიკით. ამასთან ერთად ჩნდება კერამიკული წარმოების ახალი ცენტრები (არგოსი, სიკიონი, [[სპარტა]], ბეოტია, ფერე, მელოსი), რომელთა ნაწარმი, მიუხედავად |
| + | მთელი რიგი არსებითი ნიშნებისა, ზოგიერთი დეტალებით განირჩევა ერთმანეთისაგან და გარკვეული ინდივიდუალობით ხასიათდება. | ||
| + | |||
| + | გეომეტრიული სტილის კერამიკის სახელწოდება თვით ჭურჭლის შემამკობელი [[ორნამენტი]]ს მკაცრად გეომეტრიულმა ხასიათმა განსაზღვრა. ნახატი ჭურჭლის ზედაპირზე დაიტანება მუქი ყავისფერი საღებავით, რომელსაც პირობითად. „ლაქს“ ეძახიან. ორნამენტი განლაგებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნულ ჰორიზონტალურ პარალელურ რიგებად − ფრიზებად, რომლებშიც მრავალგზის მეორდება სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა: [[სამკუთხედი|სამკუთხედები]], [[რომბი|რომბები]], ჭადრაკული წყობა, სვასტიკები, მეანდროსები, და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებიც კი. ოღონდ, მათი გამოსახულებანიც გეომეტრიულ სქემადქცეულ სილუეტურ მონახაზს წარმოადგენს და ძალზე მოგვაგონებს ორნამენტს; სწორედ ამიტომ ეს გამოსახულებანი შესანიშნავად ეწერება მთელი ჭურჭლის შემამკობელი გეომეტრიული ორნამენტის ქარგაში და არ არღვევს ნივთის საერთო სტილს. ამის ბრწყინვალე ნიმუშია ათენში, დიპილონის კარიბჭის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე აღმოჩენილი ამ სტილის სარიტუალო ჭურჭელი − ლარნაკები, რომლებზეც გეომეტრიული ორნამენტების გვერდით სიუჟეტური სცენებიც გვხვდება: დატირებისა და დაკრძალვის, სარიტუალო ცეკვების, საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებისა და სხვ. | ||
| + | |||
| + | გეომეტრიული სტილის ნათელი მაგალითია ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანებით დათარიღებული, საკმაოდ დიდი ზომის (სიმაღლე 1,75) | ||
დიპილონის ამფორა, რომელზეც ჰორიზონტალურად განლაგებული სხვადასხვა ზომის სარტყლები რიტმულად მონაცვლეობს; ამფორის „სხეულის“ ყველაზე განიერ ნაწილზე კი აქცენტირებულია ფრიზისებურად განლაგებული სიუჟეტური სცენა - მიცვალებულის დატირება. ადამიანთა ფიგურები მარტივადაა გადმოცემული. მათი მუქი ყავისფერი სილუეტები იმდენად პირობითი და გეომეტრიზებულია, რომ თავდაპირველად მნახველი მათაც ორნამენტად აღიქვამს. ფიგურები სრულიად ბრტყელია, თავი არაბუნებრივად პატარაა და წრეხაზითაა მონიშნული; მასზე უცნაური წანაზარდის სახით ცხვირი გამოიყოფა მხოლოდ. ფიგურების სხეულის ზედა ნაწილს სამკუთხედის ფორმა აქვს, ხელები კი წვრილი, გადატეხილი ჯოხების ასოციაციას იწვევს. ყველა ფიგურა ერთნაირ პოზაშია გამოსახული: მათ გლოვის ნიშნად თავში წაუშენიათ ხელები. ერთი და იგივე მოძრაობა მრავალგზის მეორდება | დიპილონის ამფორა, რომელზეც ჰორიზონტალურად განლაგებული სხვადასხვა ზომის სარტყლები რიტმულად მონაცვლეობს; ამფორის „სხეულის“ ყველაზე განიერ ნაწილზე კი აქცენტირებულია ფრიზისებურად განლაგებული სიუჟეტური სცენა - მიცვალებულის დატირება. ადამიანთა ფიგურები მარტივადაა გადმოცემული. მათი მუქი ყავისფერი სილუეტები იმდენად პირობითი და გეომეტრიზებულია, რომ თავდაპირველად მნახველი მათაც ორნამენტად აღიქვამს. ფიგურები სრულიად ბრტყელია, თავი არაბუნებრივად პატარაა და წრეხაზითაა მონიშნული; მასზე უცნაური წანაზარდის სახით ცხვირი გამოიყოფა მხოლოდ. ფიგურების სხეულის ზედა ნაწილს სამკუთხედის ფორმა აქვს, ხელები კი წვრილი, გადატეხილი ჯოხების ასოციაციას იწვევს. ყველა ფიგურა ერთნაირ პოზაშია გამოსახული: მათ გლოვის ნიშნად თავში წაუშენიათ ხელები. ერთი და იგივე მოძრაობა მრავალგზის მეორდება | ||
| − | და ამის გამო მთელი სცენა ორნამენტისათვის დამახასიათებელ რიტმულობას იძენს. ამდენად, სიუჟეტური სცენა ამფორის საერთო გეომეტრიული შემკულობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. თვით გეომეტრიულ სარტყელთა სიგანე ჭურჭლის ფორმის შესაბამისად იცვლება. მაგ., ამფორის „მუცლის“ გამობერილ არეზე ყველაზე ფართო ზოლებია დატანილი, ყელისა და ძირისაკენ კი ისინი ვიწროვდება., მაგრამ ეს არ ხდება ნებისმიერად, თავისუფლად; როგორც დადგინდა, აქ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტითაა გამოთვლილი: ფართო ზოლები [[არითმეტიკული პროგრესია|არითმეტიკული პროგრესიის]] გზით წარმოიქმნებოდა. მათი სიგანე ვიწრო ზოლის 2, 3 და 4 სიგანეს შეადგენს. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აზროვნებს დიპილონის ამფორის ოსტატი. იგი იაზრებს ჭურჭლის ფორმას, უფრო ზუსტად, მის შემადგენელ ნაწილებს და ცდილობს ნახატი ორგანულად „მოარგოს“ მათ. | + | და ამის გამო მთელი სცენა ორნამენტისათვის დამახასიათებელ რიტმულობას იძენს. ამდენად, სიუჟეტური სცენა ამფორის საერთო გეომეტრიული შემკულობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. თვით გეომეტრიულ სარტყელთა სიგანე ჭურჭლის ფორმის შესაბამისად იცვლება. მაგ., ამფორის „მუცლის“ გამობერილ არეზე ყველაზე ფართო ზოლებია დატანილი, ყელისა და ძირისაკენ კი ისინი ვიწროვდება., მაგრამ ეს არ ხდება ნებისმიერად, თავისუფლად; როგორც დადგინდა, აქ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტითაა გამოთვლილი: ფართო ზოლები [[არითმეტიკული პროგრესია|არითმეტიკული პროგრესიის]] გზით წარმოიქმნებოდა. მათი სიგანე ვიწრო ზოლის 2, 3 და 4 სიგანეს შეადგენს. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აზროვნებს დიპილონის ამფორის ოსტატი. იგი იაზრებს ჭურჭლის ფორმას, უფრო ზუსტად, მის შემადგენელ ნაწილებს და ცდილობს ნახატი ორგანულად „მოარგოს“ მათ. დიპილონის ამფორის ოსტატი ჭურჭლის მთლიან პლასტიკურ ფორმას ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარ მთლიანობად განიხილავს; დიპილონის ამფორის შემთხვევაში ნათლად ჩანს რაციოს უპირატესობა, ანუ აქ მთელისა და მისი შემადგენელი ნაწილების გააზრებულ, გაანგარიშებულ შერწყმასთან გვაქვს საქმე, რაც შემდგომ ბერძნული ხელოვნების წამყვან პრინციპად იქცევა. |
| − | დიპილონის ამფორის ოსტატი ჭურჭლის მთლიან პლასტიკურ ფორმას ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარ მთლიანობად განიხილავს; დიპილონის ამფორის შემთხვევაში ნათლად ჩანს რაციოს უპირატესობა, ანუ აქ მთელისა და მისი შემადგენელი ნაწილების გააზრებულ, გაანგარიშებულ შერწყმასთან გვაქვს საქმე, რაც შემდგომ ბერძნული ხელოვნების წამყვან პრინციპად იქცევა. | + | |
<gallery> | <gallery> | ||
| ხაზი 15: | ხაზი 20: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | + | [[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]] | |
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:კერამიკული ჭურჭელი ძველ საბერძნეთში]] | [[კატეგორია:კერამიკული ჭურჭელი ძველ საბერძნეთში]] | ||
| + | [[კატეგორია:კერამიკა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:48, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
გეომეტრიული სტილის ბერძნული კერამიკა – ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულიდან ძევ. წ. VIII ს. შუა ხანებამდე საბერძნეთში გავრცელებულია ე. წ. გეომეტრიული სტილის კერამიკა. ამ ტიპის კერამიკის განვითარებაში ორ ძირითად პერიოდს გამოყოფენ. პირველი მოიცავს ძვ. წ. XII-X სს. და პროტოგეომეტრიულის სახელითაა ცნობილი, ამ დროს ძირითადად გავრცელებულია სადა ფორმის და მცირე ზომის ყოველდღიური საოჯახო კერამიკა, რომელიც ტიპოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ ერთფეროვანია (დაბალქუსლიანი თასები, მუცელგამობერილი სურები, ამფორები და ჰიდრიები). აღნიმნული ჭურჭლის შემკულობაც საკმაოდ სადაა: ჭურჭლის კედლები ყავისფერი ლაქით სარტყლებადაა დაყოფილი, ხოლო ლაქით დაუფარავი ნაწილები შევსებულია ტეხილი ხაზებით, წერტილებით ღა წრეებით (ისინი აგრეთვე ყავისფერი ლაქითაა გამოყვანილი). პროტოგეომეტრიული კერამიკა ჩარხზეა ნაკეთები, რაც წინამორბედი ხანის (ე. წ. კრეტა-მიკენის ეპოქის) კულტურულ მემკვიდრეობადაა მიჩნეული. აღნიშნული კერამიკა საბერძნეთის რამდენიმე ცენტრში მზადდებოდა (თესალია, არგოლიდა, კრეტა, ატიკა).
ძვ. წ. X საუკუნიდან პროტოგეომეტრიული კერამიკა იცვლება „ნამდვილი“ გეომეტრიული სტილის კერამიკით. ამასთან ერთად ჩნდება კერამიკული წარმოების ახალი ცენტრები (არგოსი, სიკიონი, სპარტა, ბეოტია, ფერე, მელოსი), რომელთა ნაწარმი, მიუხედავად მთელი რიგი არსებითი ნიშნებისა, ზოგიერთი დეტალებით განირჩევა ერთმანეთისაგან და გარკვეული ინდივიდუალობით ხასიათდება.
გეომეტრიული სტილის კერამიკის სახელწოდება თვით ჭურჭლის შემამკობელი ორნამენტის მკაცრად გეომეტრიულმა ხასიათმა განსაზღვრა. ნახატი ჭურჭლის ზედაპირზე დაიტანება მუქი ყავისფერი საღებავით, რომელსაც პირობითად. „ლაქს“ ეძახიან. ორნამენტი განლაგებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნულ ჰორიზონტალურ პარალელურ რიგებად − ფრიზებად, რომლებშიც მრავალგზის მეორდება სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა: სამკუთხედები, რომბები, ჭადრაკული წყობა, სვასტიკები, მეანდროსები, და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებიც კი. ოღონდ, მათი გამოსახულებანიც გეომეტრიულ სქემადქცეულ სილუეტურ მონახაზს წარმოადგენს და ძალზე მოგვაგონებს ორნამენტს; სწორედ ამიტომ ეს გამოსახულებანი შესანიშნავად ეწერება მთელი ჭურჭლის შემამკობელი გეომეტრიული ორნამენტის ქარგაში და არ არღვევს ნივთის საერთო სტილს. ამის ბრწყინვალე ნიმუშია ათენში, დიპილონის კარიბჭის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე აღმოჩენილი ამ სტილის სარიტუალო ჭურჭელი − ლარნაკები, რომლებზეც გეომეტრიული ორნამენტების გვერდით სიუჟეტური სცენებიც გვხვდება: დატირებისა და დაკრძალვის, სარიტუალო ცეკვების, საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებისა და სხვ.
გეომეტრიული სტილის ნათელი მაგალითია ძვ.წ. VIII ს-ის შუა ხანებით დათარიღებული, საკმაოდ დიდი ზომის (სიმაღლე 1,75) დიპილონის ამფორა, რომელზეც ჰორიზონტალურად განლაგებული სხვადასხვა ზომის სარტყლები რიტმულად მონაცვლეობს; ამფორის „სხეულის“ ყველაზე განიერ ნაწილზე კი აქცენტირებულია ფრიზისებურად განლაგებული სიუჟეტური სცენა - მიცვალებულის დატირება. ადამიანთა ფიგურები მარტივადაა გადმოცემული. მათი მუქი ყავისფერი სილუეტები იმდენად პირობითი და გეომეტრიზებულია, რომ თავდაპირველად მნახველი მათაც ორნამენტად აღიქვამს. ფიგურები სრულიად ბრტყელია, თავი არაბუნებრივად პატარაა და წრეხაზითაა მონიშნული; მასზე უცნაური წანაზარდის სახით ცხვირი გამოიყოფა მხოლოდ. ფიგურების სხეულის ზედა ნაწილს სამკუთხედის ფორმა აქვს, ხელები კი წვრილი, გადატეხილი ჯოხების ასოციაციას იწვევს. ყველა ფიგურა ერთნაირ პოზაშია გამოსახული: მათ გლოვის ნიშნად თავში წაუშენიათ ხელები. ერთი და იგივე მოძრაობა მრავალგზის მეორდება და ამის გამო მთელი სცენა ორნამენტისათვის დამახასიათებელ რიტმულობას იძენს. ამდენად, სიუჟეტური სცენა ამფორის საერთო გეომეტრიული შემკულობის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს. თვით გეომეტრიულ სარტყელთა სიგანე ჭურჭლის ფორმის შესაბამისად იცვლება. მაგ., ამფორის „მუცლის“ გამობერილ არეზე ყველაზე ფართო ზოლებია დატანილი, ყელისა და ძირისაკენ კი ისინი ვიწროვდება., მაგრამ ეს არ ხდება ნებისმიერად, თავისუფლად; როგორც დადგინდა, აქ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტითაა გამოთვლილი: ფართო ზოლები არითმეტიკული პროგრესიის გზით წარმოიქმნებოდა. მათი სიგანე ვიწრო ზოლის 2, 3 და 4 სიგანეს შეადგენს. ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ აზროვნებს დიპილონის ამფორის ოსტატი. იგი იაზრებს ჭურჭლის ფორმას, უფრო ზუსტად, მის შემადგენელ ნაწილებს და ცდილობს ნახატი ორგანულად „მოარგოს“ მათ. დიპილონის ამფორის ოსტატი ჭურჭლის მთლიან პლასტიკურ ფორმას ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარ მთლიანობად განიხილავს; დიპილონის ამფორის შემთხვევაში ნათლად ჩანს რაციოს უპირატესობა, ანუ აქ მთელისა და მისი შემადგენელი ნაწილების გააზრებულ, გაანგარიშებულ შერწყმასთან გვაქვს საქმე, რაც შემდგომ ბერძნული ხელოვნების წამყვან პრინციპად იქცევა.