რაჭის ქედი
(ახალი გვერდი: '''რაჭის ქედი''' – ქედი საქართველოში, შიდა ქართლის, იმერეთისა დ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''რაჭის ქედი''' – ქედი | + | [[ფაილი:RqWis qedi.png|thumb|250px|წარწერის ტექსტი]] |
| + | '''რაჭის ქედი''' – ქედი [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს, [[იმერეთი]]სა და [[რაჭა]]-[[ლეჩხუმი]]სა და ქვემო სვანეთის მხარეებში. რაჭის ქედის თხემის აბსოლუტური ნიშნულები 1000-3000 მ ფარგლებში ცვალებადობს. ქედის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი – ერწო-წონას ქვაბულებს – მდ. [[ყვირილა|ყვირილის]] სათავეებს უკავია, ხოლო დასავლეთი მონაკვეთი – ნაქერალას უღელტეხილიდან მდ. [[რიონი]]ს ხეობამდე, ოკრიბის ერთ-ერთი რკალური სერია. | ||
| − | რაჭის ქედი ასიმეტრიულია და რთული რელიეფით ხასიათდება; მის აგებულებაში მონაწილეობს უმთავრესად ბაიოსის პორფირიტული სერიისა და ქვედა ცარცული (ურგონული ფაციესის) კირქვები. კირქვების გამოსასვლელებთან, რღვევების გასწვრივ, თვალსაჩინოდ გამოიყოფა რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ქარაფები | + | რაჭის ქედი ასიმეტრიულია და რთული რელიეფით ხასიათდება; მის აგებულებაში მონაწილეობს უმთავრესად ბაიოსის პორფირიტული სერიისა და ქვედა ცარცული (ურგონული ფაციესის) კირქვები. კირქვების გამოსასვლელებთან, რღვევების გასწვრივ, თვალსაჩინოდ გამოიყოფა რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ქარაფები და ჩინებულად გამოხატული კარსტული მოვლენები; ქარაფები შთამბეჭდავია რაჭის ქედის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში; ძლიერი დაკარსტულობით გამოირჩევიან ნაქერალას და ხიხათის სანახები. ბაიოსის პორფირიტული ქანების გავრცელების არეალებს ემთხევა მძლავრი კლდეზვავური მასალის დაგროვება, დელუვიური შლეიფების განვითარება. ამ მხრივ გამოირჩევა მდ. ყვირილის აუზის ზემო წელი, სადაც 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ხელი შეუწყო ხახაიეთის მძლავრი კლდე-ზვავის ჩამოწოლას და მდ. ყვირილის ხეობის გადაკეტვას, ტბის ქვაბულის გაჩენას. |
| − | და ჩინებულად გამოხატული კარსტული მოვლენები; ქარაფები შთამბეჭდავია რაჭის ქედის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში; ძლიერი დაკარსტულობით გამოირჩევიან ნაქერალას და ხიხათის სანახები. ბაიოსის პორფირიტული ქანების გავრცელების არეალებს ემთხევა მძლავრი კლდეზვავური მასალის დაგროვება, დელუვიური | + | |
| − | შლეიფების განვითარება. ამ მხრივ გამოირჩევა მდ. ყვირილის აუზის ზემო წელი, სადაც 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ხელი შეუწყო ხახაიეთის მძლავრი კლდე-ზვავის ჩამოწოლას და მდ. ყვირილის ხეობის გადაკეტვას, ტბის ქვაბულის გაჩენას. | + | |
აჭის ქედზე განსაკუთრებით აღსანიშნავია შაორის და შქმერის ქვაბულები. შაორის ტაფობის ძირი კარსტულ პოლიეს წარმოდგენდა; დღეს აქ წყალსაცავია აშენებული. შქმერის ქვაბული კი სინკლინია; მის კიდეებზე მაღალი ქარაფები გვაქვს. ქვაბულის ძირზე მდ. ხეორი გაედინება; იგი უშოლთასთან იკარგება და ქვაგახეთქილას ბოლოს ვოკლუზის სახით გამოდის. | აჭის ქედზე განსაკუთრებით აღსანიშნავია შაორის და შქმერის ქვაბულები. შაორის ტაფობის ძირი კარსტულ პოლიეს წარმოდგენდა; დღეს აქ წყალსაცავია აშენებული. შქმერის ქვაბული კი სინკლინია; მის კიდეებზე მაღალი ქარაფები გვაქვს. ქვაბულის ძირზე მდ. ხეორი გაედინება; იგი უშოლთასთან იკარგება და ქვაგახეთქილას ბოლოს ვოკლუზის სახით გამოდის. | ||
| ხაზი 9: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს გეოგრაფია]] | + | * [[საქართველოს გეოგრაფია ნაწილი I|საქართველოს გეოგრაფია]] |
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]] | [[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]] | [[კატეგორია:საქართველოს ქედები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:18, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
რაჭის ქედი – ქედი საქართველოში, შიდა ქართლის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში. რაჭის ქედის თხემის აბსოლუტური ნიშნულები 1000-3000 მ ფარგლებში ცვალებადობს. ქედის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი – ერწო-წონას ქვაბულებს – მდ. ყვირილის სათავეებს უკავია, ხოლო დასავლეთი მონაკვეთი – ნაქერალას უღელტეხილიდან მდ. რიონის ხეობამდე, ოკრიბის ერთ-ერთი რკალური სერია.
რაჭის ქედი ასიმეტრიულია და რთული რელიეფით ხასიათდება; მის აგებულებაში მონაწილეობს უმთავრესად ბაიოსის პორფირიტული სერიისა და ქვედა ცარცული (ურგონული ფაციესის) კირქვები. კირქვების გამოსასვლელებთან, რღვევების გასწვრივ, თვალსაჩინოდ გამოიყოფა რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ქარაფები და ჩინებულად გამოხატული კარსტული მოვლენები; ქარაფები შთამბეჭდავია რაჭის ქედის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში; ძლიერი დაკარსტულობით გამოირჩევიან ნაქერალას და ხიხათის სანახები. ბაიოსის პორფირიტული ქანების გავრცელების არეალებს ემთხევა მძლავრი კლდეზვავური მასალის დაგროვება, დელუვიური შლეიფების განვითარება. ამ მხრივ გამოირჩევა მდ. ყვირილის აუზის ზემო წელი, სადაც 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ხელი შეუწყო ხახაიეთის მძლავრი კლდე-ზვავის ჩამოწოლას და მდ. ყვირილის ხეობის გადაკეტვას, ტბის ქვაბულის გაჩენას.
აჭის ქედზე განსაკუთრებით აღსანიშნავია შაორის და შქმერის ქვაბულები. შაორის ტაფობის ძირი კარსტულ პოლიეს წარმოდგენდა; დღეს აქ წყალსაცავია აშენებული. შქმერის ქვაბული კი სინკლინია; მის კიდეებზე მაღალი ქარაფები გვაქვს. ქვაბულის ძირზე მდ. ხეორი გაედინება; იგი უშოლთასთან იკარგება და ქვაგახეთქილას ბოლოს ვოკლუზის სახით გამოდის.