შუა დუნაის ვაკე
(→შიდა წყლები) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შუა დუნაის ვაკე''' (ასევე ცნობილი, როგორც უნგრეთის დაბლობი ან პანონიის ვაკე) წარმოადგენს ვრცელ დაბლობ რეგიონს მდინარე | + | '''შუა დუნაის ვაკე''' (ასევე ცნობილი, როგორც უნგრეთის დაბლობი ან პანონიის ვაკე) წარმოადგენს ვრცელ დაბლობ რეგიონს [[მდინარე]] [[დუნაი]]ს შუაწელში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. გეოგრაფიულად იგი შემოფარგლულია [[ალპები]]ს, [[კარპატები]]სა და დინარის მთიანეთით. |
| − | + | [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]]სა და მთლიანად [[ლანდშაფტი]]ს ხასიათით არსებითად განსხვავვებულია შუა დუნაის მარცხენა და მარჯვენა მხარეთა ნაწილები. მარცხენა მხარე (დუნაიდან აღმოსავლეთით მდებარე ვაკის ნაწილი) გამოირჩევა ყველაზე უფრო ერთგვაროვანი ბრტყელი ზედაპირით, რომლის სიმაღლე 100 მ არ აღემატება. იგი ცნობილია დიდი უნგრეთის ვაკის, ანუ ალფედის სახელწოდებით. მას მერიდიანულად თითქმის შუაზე კვეთს მდინარე ტისას ხეობა. | |
| − | მარცხენა მხარე (დუნაიდან აღმოსავლეთით მდებარე ვაკის ნაწილი) გამოირჩევა ყველაზე უფრო ერთგვაროვანი ბრტყელი ზედაპირით, რომლის სიმაღლე 100 მ არ აღემატება. იგი ცნობილია დიდი უნგრეთის ვაკის, ანუ ალფედის სახელწოდებით. მას მერიდიანულად თითქმის შუაზე კვეთს მდინარე ტისას ხეობა. | + | |
მარჯვენა მხარეში (დუნაიდან დასავლეთით მდებარე ვაკე) დაძირვა ნაკლები ინტენსიობის იყო, რამაც განსაზღვრა ბორცვიან-მაღლობებიანი ვაკის (250-350 მ) განვითარება 750მ-მდე სიმაღლის ცალკეული ლოდა მასივებით, რომელთაგან ყველაზე მაღალია ბაკონი. შუა დუნაის ვაკის ეს ნაწილი ცნობილია დუნანტულის სახელწოდებით. შუა დუნაის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცნობილია მცირე უნგრეთის დაბლობის (კიშალფელდი) სახელწოდებით. | მარჯვენა მხარეში (დუნაიდან დასავლეთით მდებარე ვაკე) დაძირვა ნაკლები ინტენსიობის იყო, რამაც განსაზღვრა ბორცვიან-მაღლობებიანი ვაკის (250-350 მ) განვითარება 750მ-მდე სიმაღლის ცალკეული ლოდა მასივებით, რომელთაგან ყველაზე მაღალია ბაკონი. შუა დუნაის ვაკის ეს ნაწილი ცნობილია დუნანტულის სახელწოდებით. შუა დუნაის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცნობილია მცირე უნგრეთის დაბლობის (კიშალფელდი) სახელწოდებით. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:48, 11 მაისი 2026 მდგომარეობით
შუა დუნაის ვაკე (ასევე ცნობილი, როგორც უნგრეთის დაბლობი ან პანონიის ვაკე) წარმოადგენს ვრცელ დაბლობ რეგიონს მდინარე დუნაის შუაწელში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. გეოგრაფიულად იგი შემოფარგლულია ალპების, კარპატებისა და დინარის მთიანეთით.
რელიეფისა და მთლიანად ლანდშაფტის ხასიათით არსებითად განსხვავვებულია შუა დუნაის მარცხენა და მარჯვენა მხარეთა ნაწილები. მარცხენა მხარე (დუნაიდან აღმოსავლეთით მდებარე ვაკის ნაწილი) გამოირჩევა ყველაზე უფრო ერთგვაროვანი ბრტყელი ზედაპირით, რომლის სიმაღლე 100 მ არ აღემატება. იგი ცნობილია დიდი უნგრეთის ვაკის, ანუ ალფედის სახელწოდებით. მას მერიდიანულად თითქმის შუაზე კვეთს მდინარე ტისას ხეობა.
მარჯვენა მხარეში (დუნაიდან დასავლეთით მდებარე ვაკე) დაძირვა ნაკლები ინტენსიობის იყო, რამაც განსაზღვრა ბორცვიან-მაღლობებიანი ვაკის (250-350 მ) განვითარება 750მ-მდე სიმაღლის ცალკეული ლოდა მასივებით, რომელთაგან ყველაზე მაღალია ბაკონი. შუა დუნაის ვაკის ეს ნაწილი ცნობილია დუნანტულის სახელწოდებით. შუა დუნაის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცნობილია მცირე უნგრეთის დაბლობის (კიშალფელდი) სახელწოდებით.
სარჩევი |
[რედაქტირება] კლიმატი
ახასიათებს ზომიერად კონტინენტური კლიმატი. ნალექების წლიური რაოდენობა შუა დუნაის ვაკეზე ტერიტორიულად 500-700 მმ ფარგლებში იცვლება. ნაყოფიერი შავმიწა ნიადაგების წყალობით, ეს რეგიონი ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია (განსაკუთრებით მარცვლეული კულტურების მოსაყვანად).
[რედაქტირება] შიდა წყლები
რეგიონის მთავარი არტერიაა მდინარე დუნაი, მისი უდიდესი შენაკადებით — ტისა და სავა. აქ მდებარეობს ასევე ცენტრალური ევროპის უდიდესი ტბა — ბალატონი.
[რედაქტირება] ბუნებრივი რესურსები
წიაღისეული რესურსებიდან შუა დუნაის ვაკეზე არის სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობი და ბუნებრივი აირი, აგრეთვე მურა ნახშირი. ვაკე ცნობილია გეოთერმული წყლების უდიდესი მარაგით, რასაც იყენებენ როგორც სამკურნალო კურორტებისთვის (მაგ. ბუდაპეშტსა და ჰევიზში), ისე სათბურების გათბობისთვის.
[რედაქტირება] ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა
ვაკე ისტორიულად წარმოადგენდა ხალხთა მიგრაციის მნიშვნელოვან დერეფანს. დღეს ის მჭიდროდ არის დასახლებული და მასზე მდებარეობს ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბრატისლავა და ზაგრები.