ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე მეორის ძე)
(→იხილე აგრეთვე) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| − | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005104/ ალექსანდრე ბატონიშვილი] | + | *[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005104/ ალექსანდრე ბატონიშვილი] |
| − | [[ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)|ალექსანდრე ბატონიშვილი]] | + | *[[ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)|ალექსანდრე ბატონიშვილი]] |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 16:16, 1 ივნისი 2026 მდგომარეობით
ალექსანდრე ბატონიშვილი − ბაგრატიონი, (1770–1844), ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ერეკლე II-ის ძე. 17–18 წლიდან მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, მეთაურობდა ჯარებს.
1795 წლის ივნისში ერეკლემ ქართული ლაშქრით გაგზავნა ყარაბაღისა და ერევნის სახანოების დასახმარებლად, რომლებსაც აღა-მაჰმად-ხანი ემუქრებოდა; ქართველებმა და ყარაბაღელებმა ირანელთა მოწინავე რაზმი ამოჟლიტეს ასქერანთან.
ალექსანდრე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, მაგრამ არ დაეთანხმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და ეროვნული წინააღმდეგობის ლიდერი გახდა. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ლეკებთან ერთად და რუსეთ-ირანის ომებში (1804–13, 1826-28), ხელმძღვანელობდა 1812 წლის კახეთის აჯანყებას და სხვა. ქართული ოპოზიცია ალექსანდრეს კანდიდატურას მოიაზრებდა ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფო ტახტებზე. მიზანს ვერ მიაღწია, გარდაიცვალა და დაკრძალულია თეირანში.