ალექსიძე ალექსი
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ალექსი ალექსიძე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსი ქურდოვანიძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ქურდოვანიძე ალექსი“ გადაიტანა გვერდზე „ალექსიძე ალექსი“) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 15:04, 4 ივნისი 2026 მდგომარეობით
ალექსიძე (ნამდვ. გვარი ქურდოვანიძე) ალექსი (1891 – 1915) – მსახიობი, ლადო ალექსი-მესხიშვილის ერთი ნიჭიერი მოწაფეთაგანი, ქართული სცენის მუყაითი მუშაკი, პატარა როლების მოხდენით შემსრულებელი.
1913-1914 წწ. ბათუმის დასში რამდენიმე საპასუხისმგებლო როლი, მათ შორის, ბარენტი („იმედის“ დაღუპვაში“) დიდი გზნებით შეასრულა; თელავში „გულჯვარი“-დან პატარა კახის როლის შესრულებით საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. დიდ იმედს იძლეოდა, რის გამოც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა მოწაფედ აიყვანა და თავისი სურათიც აჩუქა საკუთარი წარწერით: „ჩემ ახალგაზრდა, პატარა მოწაფეს, ალექსიძეს სახსოვრად, შეხედე ხოლმე ამ სურათს და მოიგონე, რომ მხოლოდ ერთგული მუშაობა, მეცადინეობა მიგვაღწევინებს მიზანს. ვისაც არ უყვარს სცენა მშობელი დედასავით და ძალა არ მოზდევს მას თავი ანაცვალოს – მას ნება არა აქვს ამ ტაძარში შესვლისა. სცენას ისეთივე ერთგულება უნდა, როგორც საყვარელ არსებას“ („თეატრი და ცხოვრება“, 1915, № 28, გვ. 8).
ალექსი ალექსიძე ჭლექით გარდაიცვალა. დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.
გამოყენებული ლიტერატურა
- 1. არიმათიელი, იოსებ [იმედაშვილი]. უდროო მსხვერპლი // თეატრი და ცხოვრება. – 1915. – № 28. – გვ. 8;
- 2. გვარაძე, ნიკო. თეატრალური მემუარები. – თბ.: სახელგამი, 1949. – გვ. 142.