ამირეჯიბი სიმონ სარდიონის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სიმონ ამირეჯიბი''' '''ამირეჯიბი სიმონ (ს...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Amirejibi simon.jpg|thumb|150პქ|'''სიმონ ამირეჯიბი''']]
 
[[ფაილი:Amirejibi simon.jpg|thumb|150პქ|'''სიმონ ამირეჯიბი''']]
'''ამირეჯიბი სიმონ (სიკო) სარდიონის ძე''' (6 აგვისტო, 1877 – 24 ოქტომბერი, 1936) – ბაქტერიოლოგი-ჰიგიენისტი, ჰიგიენურ, ეპიდემიოლოგიურ და მიკრობიოლოგიური დისციპლინების ფუძემდებელი [[საქართველო]]ში, ბაქტერიოლოგიის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერთაგანი საბჭოთა კავშირში. პედაგოგი, ცნობილ მაკინე ამირეჯიბის შვილი.  
+
'''ამირეჯიბი სიმონ (სიკო) სარდიონის ძე''' (6 აგვისტო, 1877 – 24 ოქტომბერი, 1936) – ბაქტერიოლოგი-ჰიგიენისტი, ჰიგიენურ, ეპიდემიოლოგიურ და მიკრობიოლოგიური დისციპლინების ფუძემდებელი [[საქართველო]]ში, ბაქტერიოლოგიის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერთაგანი საბჭოთა კავშირში. პედაგოგი, ცნობილ [[მაკინე ამირეჯიბი]]ს შვილი.  
 
==ბიოგრაფია==
 
==ბიოგრაფია==
 
დაიბადა [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სოფ. საღოლაშენში 1877 წლის აგვისტოს 6-ს [ზოგი ცნობით – 1876 წელს]. 1897 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია, 1904 წელს – ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო დარგი „წარჩინებული ექიმის“ წოდებით.
 
დაიბადა [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სოფ. საღოლაშენში 1877 წლის აგვისტოს 6-ს [ზოგი ცნობით – 1876 წელს]. 1897 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია, 1904 წელს – ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო დარგი „წარჩინებული ექიმის“ წოდებით.

მიმდინარე ცვლილება 16:16, 17 ივნისი 2026 მდგომარეობით

სიმონ ამირეჯიბი

ამირეჯიბი სიმონ (სიკო) სარდიონის ძე (6 აგვისტო, 1877 – 24 ოქტომბერი, 1936) – ბაქტერიოლოგი-ჰიგიენისტი, ჰიგიენურ, ეპიდემიოლოგიურ და მიკრობიოლოგიური დისციპლინების ფუძემდებელი საქართველოში, ბაქტერიოლოგიის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერთაგანი საბჭოთა კავშირში. პედაგოგი, ცნობილ მაკინე ამირეჯიბის შვილი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა გორის მაზრის სოფ. საღოლაშენში 1877 წლის აგვისტოს 6-ს [ზოგი ცნობით – 1876 წელს]. 1897 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია, 1904 წელს – ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო დარგი „წარჩინებული ექიმის“ წოდებით.

სამეცნიერო მუშაობა სტუდენტობის დროსვე, ცნობილ პროფესორ გულევიჩის ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში დაიწყო, სადაც პირველად მან აღმოაჩინა ნივთიერება კარნიზინი და ჯერ კიდევ მე-2-3 კურსის სტუდენტმა, დაწერა ორი სამეცნიერო შრომა. 1904 წელს მუშაობდა მუცლის სახადის ენდოტოქსინებზე. 1905 წელს დაიწყო პედაგოგიური მუშაობა. 1907 წელს ხარკოვის სამედიცინო საზოგადოებასთან მედიცინის, ჰიგიენისა და დემოგრაფიის სექციის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი აქტიური წევრი იყო. 1909 წელს განსაკუთრებული ენერგიისა და ნიჭის გამოჩენის გამო სამეცნიერო მივლინებით საზღვარგარეთ გაიგზავნა. ასისტენტად მუშაობდა ბერლინის, მიუნხენის, ბრიუსელისა და პარიზის ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტებში, 1912-1917 წწ. – ჰიგიენის კათედრის ასისტენტად; 1918 წელს, ამავე ინსტიტუტში – ბაქტერიოლოგიური განყოფილების გამგედ. ბაქტერიოლოგიის დარგში დიდი მუშაობა ჩაატარა და 1919 წლამდე პასტერის სახელობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებისთანავე გამოიწვიეს. სხვებთან ერთად, მხურვალე მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის შექმნაში: საფუძველი ჩაუყარა ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის მეცნიერებათა, სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიურ დაწესებულებებს და მათთვის საჭირო მუშაკების – ექიმ-ლაბორანტების მოსამზადებლად საგანგებო კურსები გახსნა. 1919–1920 წწ. სამედიცინო ფაკულტეტის დეკანად ყოფნისას გახსნა ფაკულტეტის ორი კათედრა – მიკრობიოლოგიისა (1919; ამაში ძლიერ ეხმარებოდა მეუღლე – ნ. გ. ამირეჯიბი) და ექსპერიმენტული ჰიგიენის (1920), რომელთაც 1932 წლამდე ხელმძღვანელობდა. სიმონ ამირეჯიბმა, საქართველოში პირველმა, დააარსა და გახსნა ბაქტერიოლოგიის კათედრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1920 წლიდან, სამედიცინო ინსტიტუტში ზოგადი და სოციალური ჰიგიენის, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში – ბაქტერიოლოგიის, საქართველოს ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში – მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. აქტიურად მონაწილეობდა ბაქტერიოლოგიურ და სანიტარიულჰიგინური ინსტიტუტების მოწყობაში, რომელთა პირველი დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე – კონსულტანტი იყო. მონაწილეობდა ლაბორატორიების დაფუძნებაში.

იყო ჯანსახკომისა (ჯანმრთელობის სამინისტროს) და ქალაქის განყოფილების სამეცნიერო საბჭოს წევრი, მონაწილეობდა სანიტარიის სხვადასხვა ღონისძიების გამომუშავებაში, მისი თაოსნობით თბილისში ქუნთრუშისა და ხუნაგის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებაც მოეწყო. სიმონ ამირეჯიბმა ჩვენს ქვეყანას სამკურანლო დარგის ბევრი მუშაკი აღუზარდა – ჰიგიენისტი, მიკრობიოლოგი, სანიტარული ექიმი, ეპიდემიოლოგი და სხვ.

მისი ხელმძღვანელობით, აბრეშუმის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკმა ხუციშვილმა აღმოაჩინა აბრეშუმის ჭიის მკვდრისებურად გარდაქმნის საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგი.

სიმონ ამირეჯიბი იყო ჟურნალ „სამედიცინო მოამბის“ რედაქტორი, მისი რედკოლეგიის წევრი, მუდმივი სამედიცინო კონგრესის შემქმნელი, რომლის ერთ-ერთ კონგრესზე წაიკითხა თავისი შესანიშნავი შრომა „საქართველოს მოსახლეობის კვების შესახებ“ და საექიმო დარგის მუშაკებს შთააგონა, აუცილებლად საჭიროა ჩვენი ხალხის კვების თავისებურების შესწავლაო.

ქართულ ენაზე პირველად სიმონ ამირეჯიბმა გამოსცა ბაქტერიოლოგიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო. დაწერა 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომა (ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე), ადგენდა ეპიდემიოლოგიის სახელმძღვანელოსაც ქართულ ენაზე, რისი დასრულებაც ვეღარ მოასწრო.

დაკრძალულია თბილისში.

[რედაქტირება] ნაშრომები

  1. იმუნური შრატების სიჭარბის შესახებ;
  2. პასტერი, როგორც მეცნიერი // უნივერსიტეტის მოამბე;
  3. პროტეინული თერაპია;
  4. ქუნთრუშის სტრეპტოკოკი // ტროპიკული მედიცინა;
  5. ხოლერის შესახებ;
  6. О выделении мышьяка в моче после впрыскивания Арсенобензола;
  7. О реакции при противохолерных прививках;
  8. О продлжительности жизни дифтербацилл на питательных средах;
  9. Об анафилаксии;
  10. Об антителах Bordet-gengon в дифтерит сыворотках;
  11. Об опсонилах;
  12. По поводу отчета барачной детской больницы в СПБ;
  13. Последние часы жизни и погребение Г. Я. Острянина;
  14. Avidität имунных сывороток;
  15. Über das Carnosin eine neue organische Base des Fleischextrakten. – 1900;
  16. Zur kenntnis der Extraktionsäffe der muskeln. – 1900. – [პროფ. ვ. ს. გელევიჩთან ერთად];
  17. Современное состояние вопроса о диагностике азиатской холеры // Врачебные вести. – 1905. – № 34;
  18. Melococcus Ostrianini.– 1907;
  19. Azur Frage der serodiagnose der E. Coli zugleich ein Beitrag zur verschiedenen heit der Antikörper // Zeitsch. t. jmus. – Bd. – VI. - 1910;
  20. Über Bakterien ananaphylaxie // Zeitsch. t. jmus. – Bd. – IV. – 1910. – [პროფ. კრაუსესთან ერთად];
  21. Über den Mechanismus der Antitoxinwirkung bei der Heilung // Zeitsch. t. jmus. – 1910. – Bd. VI. – [პროფ. კრაუსესთან ერთად];
  22. Über die Beriehungen der iehungen den Bakterien praziptine zu den Agglutininen // j. Zeitschr. jmus. – 1910. – Bd. VI;
  23. Über quantitative Verhältnisse bei den biologischen Reaktionen und Aviditäts differenzen [g–p Baceher] // j. Zeitschr. jmus. – 1910. – Bd. VI;
  24. 27 случаев терапии местных гнойных инфекций. – 1916. – [პროფ. ვ. ე. რჟევალსკისთან ერთად];
  25. Серологический диагноз сыпного тифа по способу E. Weil-я И. А.: Felixa. – 1918. – [პროფ. კორშუნთან ერთად].
  26. Прививки против водобоязни. – 1922;
  27. კვების საკითხის შესახებ // ჩვენი მეცნიერება. – 1923. – № 1. – გვ. 156;
  28. რა შესძინა მიკრობიოლოგიამ მედიცინას ამ უკანასკნელ წლებში: [სიტყვა სრულიად საქართველოს ექიმთა კონგრესის გახსნაზე]. – 1925;
  29. სამკურნალო მიკრობიოლოგია: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის. – თბ.: სახელგამი, 1933. – 542 გვ..

[რედაქტირება] მის შესახებ

  1. ანთაძე, ვლ. პროფესორი ს. ს. ამირეჯიბი, როგორც მეცნიერი და მასწავლებელი // თანამედროვე მედიცინა. – 1937. – № 21.

[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა

  1. ლასხიშვილი, გ. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ.: 274, 297;
  2. ნეკროლოგი:^ [პროფესორთა (41) და დოცენტთა (35) კოლექტიური წერილი მისი გარდაცვალების გამო] // მუშა. – 1936. – 27 ოქტომბერი. – № 249 (4148);
  3. სანიტარიულ-ჰიგიენური ინსტიტუტის შრომების კრებული № 12, ეპიდემიოლოგიური საკითხები. – ტფ., 1937. – გვ. 5-12.
  4. Цулукидзе, А. П. Врачи грузины XIX столетия, грузмедиц. – Тб., 1948. – с. 4.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები