ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შალვა ზაქარიას ძე ამისულაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ამისულაშვილ...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Amisulashvili.PNG|150პქ|მარჯვნივ]]
 
[[ფაილი:Amisulashvili.PNG|150პქ|მარჯვნივ]]
'''ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე''' (15 აპრილი, 1915 – 27 მაისი, 1981) – მგოსანი-ლირიკოსი, ორდენოსანი. დაიბადა ქ. [[თელავი|თელავში]], ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა ადგილობრივი დაწყებითი სკოლა, თბილისის საშუალო სასწავლებელი; 1934 წლიდან, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთი წლის სწავლის შემდეგ – შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1940); იმავე წლიდან, [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურში]] გაწვეულმა, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა, მონაწილეობა მიიღო [[რუსეთი]]ს, [[უკრაინა|უკრაინის]], ბესარაბიის, [[რუმინეთი]]ს, ჩეხო-სლოვაკეთის, [[უნგრეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] [[ფრონტი|ფრონტებზე]] ბრძოლებში. 1945 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებას“ რედაქციაში მუშაობას შეუდგა.  
+
'''ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე''' (15 აპრილი, 1915 – 27 მაისი, 1981) – მგოსანი-ლირიკოსი, ორდენოსანი.  
 +
====ბიოგრაფია====
 +
დაიბადა ქ. [[თელავი|თელავში]], ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა ადგილობრივი დაწყებითი სკოლა, თბილისის საშუალო სასწავლებელი; 1934 წლიდან, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთი წლის სწავლის შემდეგ – შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1940); იმავე წლიდან, [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურში]] გაწვეულმა, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა, მონაწილეობა მიიღო [[რუსეთი]]ს, [[უკრაინა|უკრაინის]], ბესარაბიის, [[რუმინეთი]]ს, ჩეხო-სლოვაკეთის, [[უნგრეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] [[ფრონტი|ფრონტებზე]] ბრძოლებში. 1945 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებას“ რედაქციაში მუშაობას შეუდგა.  
  
 
ლექსების წერა 1933 წელს დაიწყო. ლექსი პირველად „ახალგაზრდა მწერალში“ გამოაქვეყნა. იბეჭდებოდა „ჩვენ თაობაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობში]]“, „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ და სხვ. 1938 წელს გამოცემულ „ახალგაზრდა მწერლების კრებულში“ გამოქვეყნებული ლექსებით ყურადღება მიიპყრო, როგორც თავისებური განცდის, შემოქმედებისა და სტილის პოეტმა. მისი შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს: ბ. ჟღენტმა, [[ასათიანი ლადო|ლ. ასათიანმა]], [[ქიაჩელი ლეო|ლ. ქიაჩელმ]]ა, ე. ასტვაცატურმა, დ. ბენაშვილმა, [[აფხაიძე შალვა|შ. აფხაიძე]]მ და სხვ.  
 
ლექსების წერა 1933 წელს დაიწყო. ლექსი პირველად „ახალგაზრდა მწერალში“ გამოაქვეყნა. იბეჭდებოდა „ჩვენ თაობაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობში]]“, „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ და სხვ. 1938 წელს გამოცემულ „ახალგაზრდა მწერლების კრებულში“ გამოქვეყნებული ლექსებით ყურადღება მიიპყრო, როგორც თავისებური განცდის, შემოქმედებისა და სტილის პოეტმა. მისი შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს: ბ. ჟღენტმა, [[ასათიანი ლადო|ლ. ასათიანმა]], [[ქიაჩელი ლეო|ლ. ქიაჩელმ]]ა, ე. ასტვაცატურმა, დ. ბენაშვილმა, [[აფხაიძე შალვა|შ. აფხაიძე]]მ და სხვ.  
ხაზი 21: ხაზი 23:
  
 
==== გამოყენებული ლიტერატურა ====
 
==== გამოყენებული ლიტერატურა ====
1. ავტობიოგრაფია;
+
:1. ავტობიოგრაფია;
2. ბენაშვილი, დ. ლიტერატურული ახალგაზრდობა // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 20
+
:2. ბენაშვილი, დ. ლიტერატურული ახალგაზრდობა // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 20
3. შ. ამისულაშვილის შემოქმედებითი საღამო // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 20 ივლისი. – № 20/143
+
:3. შ. ამისულაშვილის შემოქმედებითი საღამო // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 20 ივლისი. – № 20/143
4. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 39. – გვ. 4.
+
:4. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 39. – გვ. 4.
 +
 
 +
====იხილე აგრეთვე====
 +
* [[შალვა ამისულაშვილი]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 12:59, 24 ივნისი 2026 მდგომარეობით

Amisulashvili.PNG

ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე (15 აპრილი, 1915 – 27 მაისი, 1981) – მგოსანი-ლირიკოსი, ორდენოსანი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თელავში, ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა ადგილობრივი დაწყებითი სკოლა, თბილისის საშუალო სასწავლებელი; 1934 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთი წლის სწავლის შემდეგ – შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1940); იმავე წლიდან, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა, მონაწილეობა მიიღო რუსეთის, უკრაინის, ბესარაბიის, რუმინეთის, ჩეხო-სლოვაკეთის, უნგრეთისა და ავსტრიის ფრონტებზე ბრძოლებში. 1945 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებას“ რედაქციაში მუშაობას შეუდგა.

ლექსების წერა 1933 წელს დაიწყო. ლექსი პირველად „ახალგაზრდა მწერალში“ გამოაქვეყნა. იბეჭდებოდა „ჩვენ თაობაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „მნათობში“, „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ და სხვ. 1938 წელს გამოცემულ „ახალგაზრდა მწერლების კრებულში“ გამოქვეყნებული ლექსებით ყურადღება მიიპყრო, როგორც თავისებური განცდის, შემოქმედებისა და სტილის პოეტმა. მისი შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს: ბ. ჟღენტმა, ლ. ასათიანმა, ლ. ქიაჩელმა, ე. ასტვაცატურმა, დ. ბენაშვილმა, შ. აფხაიძემ და სხვ.

იმავე წელს, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობამ, ლ. ავალიანთან და ს. ისიანთან ერთად, მოსკოვში ახალგაზრდა მწერლების საკავშირო კონფერენციაზე მონაწილეობისათვის მიავლინა.

დაჯილდოებულია სამამულო ომის ორდენით და გერმანიაზე გამარჯვების მედლით.

[რედაქტირება] ცალკე გამოცემულია

1. ლექსები. – თბ.: ფედერაცია, 1940. – 63 გვ.;
2. თალარი: [ლექსთა კრებული, გ. ფირცხალავას რედაქციით]. – თბ., 1947. – 86 გვ.;
3. ყამირის ყვავილები. – თბ.: საბლიტგამი, 1950. – 68 გვ.;
4. დარიალიდან ყარაყუმამდე: ლექსები. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1952. – 110 გვ.

[რედაქტირება] ბიბლიოგრაფია

1. შამათავა, დ. // თალარი. – 1947; მნათობი. – 1948. – № 2. – გვ. 183-185;
2. ჩიქოვანი, ს. მოხსენება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 20;
3. ჯიბუტი, ვლ. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია „ყამირის ყვავილები” // ახ. კომუნისტი. – 1951. – № 55;
4. ვარდოსანიძე, გ. ლექსები მწყემსთა ყოფაზე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1952. – № 1.

[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა

1. ავტობიოგრაფია;
2. ბენაშვილი, დ. ლიტერატურული ახალგაზრდობა // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 20
3. შ. ამისულაშვილის შემოქმედებითი საღამო // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 20 ივლისი. – № 20/143
4. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 39. – გვ. 4.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები