თაყაიშვილი გიორგი
(ახალი გვერდი: თაყაიშვილი გიორგი კონსტანტინეს ძე (26.V.1881- ?) - გენერალი. * დაწყ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი თაყაიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „თაყაიშვილი გიორგი“ გად...) |
||
| (2 მომხმარებლების 15 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | + | '''გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი''' – ( 26.05.1881-1924), [[ქართველები|ქართველი]] [[ოფიცერი]]. რუსეთის რესპუბლიკის [[შეიარაღებული ძალები]]ს [[პოლკოვნიკი]] და ქართული არმიის [[გენერალი]], სამხედრო ინჟინერი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. | |
| − | + | დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, [[აზნაური]]ს ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ჯარში მსახურობდა 1901 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I თანრიგით) და მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება. მსახურობდა მე-19 მესანგრეთა [[ბატალიონი|ბატალიონში]]. 1906 წელს მიენიჭა პორუჩიკის წოდება. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | 1909-1910 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეულში (ქალაქ ირკუტსკი). | |
| − | + | 1910-1912 წლებში სამსახური გააგრძელა კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის I ასეულში. 1912-1913 წლებში მსახურობდა მესანგრეთა მე-2 ბატალიონში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრად. 1917 წლის 19 აპრილს [[რუსეთის დროებითი მთავრობა |დროებითი მთავრობის]] სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, ერთდროულად კავკასიის II [[საარმიო კორპუსი]]ს ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით. 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | == | + | დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III (1907 წ.) და II (მახვილებით – 1916 წ.) ხარისხის, წმ. ანას IV (მამაცობისათვის) და III (მახვილებით და ბაფთით – 1916 წ.) ხარისხის ორდენებით. |
| − | + | ||
| − | + | 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებულ ძალებში]]. იყო სამხედრო სამინისტროს [[გენერალური შტაბი]]ს განყოფილების საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი. საქართველოსა და [[აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა|აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების]] მთავრობებს შორის დადებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ეხმარებოდა აზერბაიჯანულ მხარეს ბაქოს გამაგრებული რაიონის პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების მოწყობაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე. | |
| + | |||
| + | საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი ქართველი გენერლის მსგავსად არ მიდის [[ემიგრაცია]]ში და რჩება სამშობლოში. იგი არ შეეგუა ბოლშევიკურ რეჟიმს და ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა, ქონება ჩამოართვა და დახვრიტა. | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009683/ გიორგი თაყაიშვილი] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| + | |||
| + | |||
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი სამხედრო ინჟინრები]] | ||
| + | [[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია: წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენოსნები]] | ||
| + | [[კატეგორია: წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები]] | ||
| + | [[კატეგორია: წმინდა ანას IV ხარისხის ორდენოსნები]] | ||
| + | [[კატეგორია: წმინდა ანას III ხარისხის ორდენოსნები]] | ||
| + | [[კატეგორია:თაყაიშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:53, 26 ივნისი 2026 მდგომარეობით
გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი – ( 26.05.1881-1924), ქართველი ოფიცერი. რუსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი, სამხედრო ინჟინერი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე.
დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ჯარში მსახურობდა 1901 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I თანრიგით) და მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება. მსახურობდა მე-19 მესანგრეთა ბატალიონში. 1906 წელს მიენიჭა პორუჩიკის წოდება.
1909-1910 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეულში (ქალაქ ირკუტსკი).
1910-1912 წლებში სამსახური გააგრძელა კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის I ასეულში. 1912-1913 წლებში მსახურობდა მესანგრეთა მე-2 ბატალიონში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრად. 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, ერთდროულად კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით. 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III (1907 წ.) და II (მახვილებით – 1916 წ.) ხარისხის, წმ. ანას IV (მამაცობისათვის) და III (მახვილებით და ბაფთით – 1916 წ.) ხარისხის ორდენებით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. იყო სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი. საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ეხმარებოდა აზერბაიჯანულ მხარეს ბაქოს გამაგრებული რაიონის პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების მოწყობაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი ქართველი გენერლის მსგავსად არ მიდის ემიგრაციაში და რჩება სამშობლოში. იგი არ შეეგუა ბოლშევიკურ რეჟიმს და ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა, ქონება ჩამოართვა და დახვრიტა.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი გენერლები
- საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები
- ქართველი სამხედრო ინჟინრები
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენოსნები
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენოსნები
- თაყაიშვილები