თავაძე გიორგი (გენერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი თავაძე (გენერალი)“ გადაიტანა გვერდზე „[[თავაძე გიორგი (გენ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-2 ქვეითი დივიზიის [[თელავი]]ს მე-6 ქვეითი პოლკის მეთაური. 1919 წლის 23 იანვარს ენიჭება ქართული არმიის გენერლის წოდება. მონაწილეობდა თვითგამოცხადებული ე.წ. ,,ყარსის რესპუბლიკის” ჯარების აგრესიის აღკვეთაში.
 
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-2 ქვეითი დივიზიის [[თელავი]]ს მე-6 ქვეითი პოლკის მეთაური. 1919 წლის 23 იანვარს ენიჭება ქართული არმიის გენერლის წოდება. მონაწილეობდა თვითგამოცხადებული ე.წ. ,,ყარსის რესპუბლიკის” ჯარების აგრესიის აღკვეთაში.
  
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლება მას ტყვედ იყვანს და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ [[ახმეტელაშვილი ვლადიმერ|ახმეტელაშვილთან]] ერთად აგზავნის მოსკოვში. მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი საფლავი არ არსებობს.
+
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლება მას ტყვედ იყვანს და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ [[ახმეტელი სტეფანე|ახმეტელაშვილთან]] ერთად აგზავნის მოსკოვში. მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი საფლავი არ არსებობს.
 
+
==წყარო==
+
[[დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები]]
+
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009226/ გიორგი თავაძე]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009226/ გიორგი თავაძე]
 +
 +
==წყარო==
 +
[[დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები]]
  
 
[[კატეგორია: ქართველი გენერლები]]
 
[[კატეგორია: ქართველი გენერლები]]

მიმდინარე ცვლილება 22:50, 26 ივნისი 2026 მდგომარეობით

გიორგი თავაძე

თავაძე გიორგი ვახტანგის ძე (1882 - 1930) – ქართველი სამხედრო ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალური შტაბის პოლკოვნიკი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ- იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე.

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ზემო ხეთაში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1896 წელს ამთავრებს თბილისის იუნკერთა სასწავლებელს. 7 აგვისტოს ენიჭება პოდპორუჩიკის წოდება. ამავე წელს იწყებს სამხედრო სამსახურს.

1909 წლის 1 იანვრიდან შტაბს-კაპიტნის წოდებით მსახურობდა კავკასიის მე-2 მსროლელ ბატალიონში. 1912 წელს (I თანრიგით) დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების და I მსოფლიო ომებში. 1913 წლიდან მსახურობდა კავკასიის მე-3 მსროლელ პოლკში. 1914 წლის 27 ივლისს ენიჭება კაპიტნის წოდება, ხოლო 1916 წლის 30 აგვისტოს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.1917 წლის 14 იანვარს ინიშნება ამავე პოლკის მეთაურად და ენიჭება პოლკოვნიკის წოდება

დაჯილდოებული იყო გიორგის ოქროს იარაღით (1918 წლის 15 მარტს) და წმ. ანას IV (მამაცობისათვის – 1915 წ.) ხარისხის ორდენით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-2 ქვეითი დივიზიის თელავის მე-6 ქვეითი პოლკის მეთაური. 1919 წლის 23 იანვარს ენიჭება ქართული არმიის გენერლის წოდება. მონაწილეობდა თვითგამოცხადებული ე.წ. ,,ყარსის რესპუბლიკის” ჯარების აგრესიის აღკვეთაში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლება მას ტყვედ იყვანს და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ ახმეტელაშვილთან ერთად აგზავნის მოსკოვში. მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი საფლავი არ არსებობს.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

გიორგი თავაძე

[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები