ანდრეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
[[კატეგორია:ქართული მითები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
[[კატეგორია:ტერნინოლოგია]]
 

11:50, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია

ანდრეზი – ამბავი, რომელიც რაიმე საგნის პირველად შექმნაზე, მოვლენის პირველად წარმოშობაზე თუ რაიმე დაწესებულების პირველად დაარსებაზე მოგვითხრობს.

ანდრეზი შეიძლება იყოს მითოლოგიური ხასიათის, შეიძლება იყოს იურიდიული ხასიათის, რომელსაც სასამართლო პრაქტიკა ეფუძნება. „ამბავ რომ დაძველდების, ანდრეზ იქნების“, ამბობენ ხევსურეთში და ეს ნიშნავს, რომ რაიმე მომხდარი ამბავი გარკვეული დროის შემდეგ ანდრეზად იქცევა, ანუ ხდება რაიმეს ნიმუში, მაგალითი, არქეტიპი... ამბავი თუ წარსულში ხდება, ანდრეზის სახეს იგი ჩვენი არსებობის დროში მიიღებს. „ანდრეზ მართალ ა(რ)ს, ამბავა (ზღაპარი) ტყუილ“, ამბობენ ხევსურეთში. ანდრეზის სიმართლე მდგომარეობს იმ შედეგში, რაც მასში გადმოცემულ ამბავს მოსდევს. მაგალითად, თუ ანდრეზში მოთხრობილია გველეშაპის მიერ მდინარის კალაპოტის გაყვანა თავისი სხეულით, ამ ამბის სინამდვილეს თავად დღეს ჩვენს თვალწინ არსებული მდინარე წარმოადგენს, რომელიც კალაპოტში მოედინება. თუ ანდრეზი მოგვითხრობს წმ. გიორგის მიერ გველეშაპის ქვადქცევაზე, მომხდარის სინამდვილეს ჩვენს წინაშე აღმართული გველეშაპის ფორმის ეს მთა ადასტურებს. (გველეშაპი გაქვავებული).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები