ალაგათა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ალაგათა''' ''(ოს. Алæгатæ)'' – [[ნართა|ნართების]] სამი გვარიდან ერთ-ერთი. [[ახსართაგათა|ახსართაგათებისა]] და [[ბორათა|ბორათებისგან]] განსხვავებით, ალაგათების გვარი ეპოსში შედარებით ნაკლებად იხსენიება (ზოგიერთი ვარიანტით, ამ გვარიდანაა [[თოთრაძი]], რომელმაც სახელოვანი ნართი [[სოსლანი]] ორთაბრძოლაში დაამარცხა; სხვა ვარიანტებით, თოთრაძი ან [[ალიმბეგი|ალიმბეგთა]] გვარს ეკუთვნის ან [[ალითა]]ს გვარს). საქონლისა თუ ცხენების გამორეკვის მიზნით ალაგათები არ მონაწილეობენ ე. წ. [[ბალცი|ბალცში]] – ყაჩაღურ თავდასხმებში. როგორც ჩანს, დანარჩენი ნართების მიერ მოპოვებული ნადავლიდან ისინი გარკვეულ წილს იღებენ, თუმცა ეპოსში არ არის საამისო პირდაპირი მითითება. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას თუ რა საშუალებით აწყობენ ალაგათები ქორწილებს და განსაკუთრებით [[კულტი]]ს რანგში აყვანილ საერთონართულ ნადიმებს, რომლებზეც ხშირად იმართება ნართული სიმდი (ეპოსში ცეკვას აშკარად [[რიტუალი|რიტუალური]] დანიშნულება აქვს. ნართები მაშინაც კი ცეკვავენ, როცა მათ სოფელში მტრის ლაშქარია შემოსული). ალაგათებთან ინახება ნართების სასწაულმოქმედი [[თასი]] – [[ვაცამონგა|ნართამონგა]] („[[ვაცამონგა]]“), რომელიც ასეთ თავყრილობებზე საზეიმოდ გამოაქვთ სათანადო რიტუალის ჩასატარებლად. აღნიშნული და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, თვალსაჩინო ფრანგი მეცნიერი ჟ. დჲუმეზილი, მის მიერ შემუშავებული საფუნქციურობის კონცეფციის საფუძველზე, ალაგათების გვარს კულტმსახურთა ([[ქურუმები|ქურუმთა]]) ფენას განაკუთვნებს. ამ არცთუ უსაფუძვლო თვალსაზრისს მხარს უჭერს ჩერქეზული მასალა, რომლის თანახმად ალაგათების ჩერქეზული გვარი – [[ალიჯი|ალეჯი]], ზემოაღნიშნული ფუნქციების გარდა, მოხუცთა მოკვდინების ცნობილი ჩვეულების აღმსრულებელია (ეპოსის ოსურ ვერსიაში ალაგათების ეს ფუნქციაც შეიმჩნევა: ნართები სწორედ ამ მიზნით იწვევენ მოხუც [[ურიზმაგი|ურუზმაგს]] ერთ-ერთ ქუვდზე – რიტუალურ ნადიმზე, თუმცა ჩანაფიქრს ვერ ანხორციელებენ). ბუნებრივია, რომ მოგვიანებით ალანოსების სოციალური ორგანიზაციისა და [[რელიგია|რელიგიური]] მსოფლმხედველობის ცვლილებებთან ერთად საზოგადოების სტრუქტურიდან ქურუმთა ფენა გაქრა. ეპოსის მატარებელ ხალხს მეომარი ახსართაგათების და მესაქონლე ბორათების ფონზე ალაგათების გვარისადმი ინტერესი შეუსუსტდა და ამიტომაც არის, რომ ამ უკანასკნელებზე გადმოცემები ბევრს არაფერს ყვებიან. | + | '''ალაგათა''' ''(ოს. Алæгатæ)'' – [[ნართა|ნართების]] სამი გვარიდან ერთ-ერთი. [[ახსართაგათა|ახსართაგათებისა]] და [[ბორათა|ბორათებისგან]] განსხვავებით, ალაგათების გვარი ეპოსში შედარებით ნაკლებად იხსენიება (ზოგიერთი ვარიანტით, ამ გვარიდანაა [[თოთრაძი]], რომელმაც სახელოვანი ნართი [[სოსლანი]] ორთაბრძოლაში დაამარცხა; სხვა ვარიანტებით, თოთრაძი ან [[ალიმბეგი|ალიმბეგთა]] გვარს ეკუთვნის ან [[ალითა]]ს გვარს). |
| + | |||
| + | საქონლისა თუ ცხენების გამორეკვის მიზნით ალაგათები არ მონაწილეობენ ე. წ. [[ბალცი|ბალცში]] – ყაჩაღურ თავდასხმებში. როგორც ჩანს, დანარჩენი ნართების მიერ მოპოვებული ნადავლიდან ისინი გარკვეულ წილს იღებენ, თუმცა ეპოსში არ არის საამისო პირდაპირი მითითება. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას თუ რა საშუალებით აწყობენ ალაგათები ქორწილებს და განსაკუთრებით [[კულტი]]ს რანგში აყვანილ საერთონართულ ნადიმებს, რომლებზეც ხშირად იმართება ნართული სიმდი (ეპოსში ცეკვას აშკარად [[რიტუალი|რიტუალური]] დანიშნულება აქვს. ნართები მაშინაც კი ცეკვავენ, როცა მათ სოფელში მტრის ლაშქარია შემოსული). | ||
| + | |||
| + | ალაგათებთან ინახება ნართების სასწაულმოქმედი [[თასი]] – [[ვაცამონგა|ნართამონგა]] („[[ვაცამონგა]]“), რომელიც ასეთ თავყრილობებზე საზეიმოდ გამოაქვთ სათანადო რიტუალის ჩასატარებლად. აღნიშნული და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, თვალსაჩინო ფრანგი მეცნიერი ჟ. დჲუმეზილი, მის მიერ შემუშავებული საფუნქციურობის კონცეფციის საფუძველზე, ალაგათების გვარს კულტმსახურთა ([[ქურუმები|ქურუმთა]]) ფენას განაკუთვნებს. ამ არცთუ უსაფუძვლო თვალსაზრისს მხარს უჭერს ჩერქეზული მასალა, რომლის თანახმად ალაგათების ჩერქეზული გვარი – [[ალიჯი|ალეჯი]], ზემოაღნიშნული ფუნქციების გარდა, მოხუცთა მოკვდინების ცნობილი ჩვეულების აღმსრულებელია (ეპოსის ოსურ ვერსიაში ალაგათების ეს ფუნქციაც შეიმჩნევა: ნართები სწორედ ამ მიზნით იწვევენ მოხუც [[ურიზმაგი|ურუზმაგს]] ერთ-ერთ ქუვდზე – რიტუალურ ნადიმზე, თუმცა ჩანაფიქრს ვერ ანხორციელებენ). ბუნებრივია, რომ მოგვიანებით ალანოსების სოციალური ორგანიზაციისა და [[რელიგია|რელიგიური]] მსოფლმხედველობის ცვლილებებთან ერთად საზოგადოების სტრუქტურიდან ქურუმთა ფენა გაქრა. ეპოსის მატარებელ ხალხს მეომარი ახსართაგათების და მესაქონლე ბორათების ფონზე ალაგათების გვარისადმი ინტერესი შეუსუსტდა და ამიტომაც არის, რომ ამ უკანასკნელებზე გადმოცემები ბევრს არაფერს ყვებიან. | ||
Алæгатæ ნაწარმოებია საკუთარ სახელზე (Алæг-) გვარების მაწარმოებელი -тæ ფორმანტის დართვით (შდრ. ყაბარდოული და აბძახური Алагукъуэ, სადაც къуэ არის „ძე“). ვ. აბაევის აზრით, აღნიშნული სახელი კავკასიური წარმომავლობისაა. | Алæгатæ ნაწარმოებია საკუთარ სახელზე (Алæг-) გვარების მაწარმოებელი -тæ ფორმანტის დართვით (შდრ. ყაბარდოული და აბძახური Алагукъуэ, სადაც къуэ არის „ძე“). ვ. აბაევის აზრით, აღნიშნული სახელი კავკასიური წარმომავლობისაა. | ||
| ხაზი 17: | ხაზი 21: | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ნართული ეპოსი]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]] |
[[კატეგორია:ოსური რიტუალები]] | [[კატეგორია:ოსური რიტუალები]] | ||
| + | [[კატეგორია:გვარები]] | ||
12:19, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია
ალაგათა (ოს. Алæгатæ) – ნართების სამი გვარიდან ერთ-ერთი. ახსართაგათებისა და ბორათებისგან განსხვავებით, ალაგათების გვარი ეპოსში შედარებით ნაკლებად იხსენიება (ზოგიერთი ვარიანტით, ამ გვარიდანაა თოთრაძი, რომელმაც სახელოვანი ნართი სოსლანი ორთაბრძოლაში დაამარცხა; სხვა ვარიანტებით, თოთრაძი ან ალიმბეგთა გვარს ეკუთვნის ან ალითას გვარს).
საქონლისა თუ ცხენების გამორეკვის მიზნით ალაგათები არ მონაწილეობენ ე. წ. ბალცში – ყაჩაღურ თავდასხმებში. როგორც ჩანს, დანარჩენი ნართების მიერ მოპოვებული ნადავლიდან ისინი გარკვეულ წილს იღებენ, თუმცა ეპოსში არ არის საამისო პირდაპირი მითითება. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას თუ რა საშუალებით აწყობენ ალაგათები ქორწილებს და განსაკუთრებით კულტის რანგში აყვანილ საერთონართულ ნადიმებს, რომლებზეც ხშირად იმართება ნართული სიმდი (ეპოსში ცეკვას აშკარად რიტუალური დანიშნულება აქვს. ნართები მაშინაც კი ცეკვავენ, როცა მათ სოფელში მტრის ლაშქარია შემოსული).
ალაგათებთან ინახება ნართების სასწაულმოქმედი თასი – ნართამონგა („ვაცამონგა“), რომელიც ასეთ თავყრილობებზე საზეიმოდ გამოაქვთ სათანადო რიტუალის ჩასატარებლად. აღნიშნული და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, თვალსაჩინო ფრანგი მეცნიერი ჟ. დჲუმეზილი, მის მიერ შემუშავებული საფუნქციურობის კონცეფციის საფუძველზე, ალაგათების გვარს კულტმსახურთა (ქურუმთა) ფენას განაკუთვნებს. ამ არცთუ უსაფუძვლო თვალსაზრისს მხარს უჭერს ჩერქეზული მასალა, რომლის თანახმად ალაგათების ჩერქეზული გვარი – ალეჯი, ზემოაღნიშნული ფუნქციების გარდა, მოხუცთა მოკვდინების ცნობილი ჩვეულების აღმსრულებელია (ეპოსის ოსურ ვერსიაში ალაგათების ეს ფუნქციაც შეიმჩნევა: ნართები სწორედ ამ მიზნით იწვევენ მოხუც ურუზმაგს ერთ-ერთ ქუვდზე – რიტუალურ ნადიმზე, თუმცა ჩანაფიქრს ვერ ანხორციელებენ). ბუნებრივია, რომ მოგვიანებით ალანოსების სოციალური ორგანიზაციისა და რელიგიური მსოფლმხედველობის ცვლილებებთან ერთად საზოგადოების სტრუქტურიდან ქურუმთა ფენა გაქრა. ეპოსის მატარებელ ხალხს მეომარი ახსართაგათების და მესაქონლე ბორათების ფონზე ალაგათების გვარისადმი ინტერესი შეუსუსტდა და ამიტომაც არის, რომ ამ უკანასკნელებზე გადმოცემები ბევრს არაფერს ყვებიან.
Алæгатæ ნაწარმოებია საკუთარ სახელზე (Алæг-) გვარების მაწარმოებელი -тæ ფორმანტის დართვით (შდრ. ყაბარდოული და აბძახური Алагукъуэ, სადაც къуэ არის „ძე“). ვ. აბაევის აზრით, აღნიშნული სახელი კავკასიური წარმომავლობისაა.
ლიტერატურა
Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976; Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017