ისთმოსური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]]
 
[[კატეგორია:სპორტული ასპარეზობები]]
 
[[კატეგორია:სპორტული ასპარეზობები]]
 +
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთის რელიგიური დღესასწაულები]]

12:51, 10 აგვისტო 2017-ის ვერსია

ისთმოსური თამაშები, ისთმიები(ბერძნ.) პოსეიდონისადმი მიძღვნილი ზეიმი.

ისთმიები ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა ისთმოსის (კორინთოს) ყელთან მდებარე ფიჭვის ჭალაში, კორინთოს მახლობლად, სადაც ისთმოსელი პოსეიდონის ტაძარი იყო აღმართული. ისთმოსური ასპარეზობანი თავისი მნიშვნელობით მხოლოდ ოლიმპიურ და პითიურ თამაშებს ჩამოუვარდებოდა.

გადმოცემათა თანახმად, ისთმიები ინოს ძე მელიკერტესის სამგლოვიარო თამაშებიდან იღებს დასაბამს. სხვა ვერსიით, ეს ზეიმი დაუწესებია თესევსს სინისზე (თუ სკირონზე) გამარჯვების აღსანიშნავად და პოსეიდონის პატივსადებად. მითოსის ამ ვერსიით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ იყვნენ ათენელები აღმატებულად პატივდებულნი ამ ზეიმზე (თესევსი ხომ ათენის მეფე იყო).

ისთმოსურ ზეიმებზე იმართებოდა როგორც სპორტული, ასევე მუსიკალური და პოეტური აგონები. გამარჯვებული ნიახურების (ან ფიჭვის) გვირგვინს იღებდა ჯილდოდ. ზოგიერთ ბერძნულ ტომს არ ეძლეოდა უფლება მონაწილეობა მიეღო ამ თამაშებში. ისთმიების დროს გამოცხადებული „წმინდა მშვიდობის“ კანონი არ სრულდებოდა ისეთივე სიმკაცრით, როგორც ოლიმპიურ ზეიმებზე. ისთმიებს თავდაპირველად კორინთო ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი რომაელებმა დაარბიეს, ზეიმების მოწყობა დაევალა სიკიონს. ქრისტიანობის გამარჯვებისთანავე ისთმოსურმა ასპარეზობებმა შეწყვიტეს არსებობა.

ანტიკურობის შემდგომდროინდელ ლიტერატურაში ისთმოსური ზეიმები აღწერა შილერმა თავის ბალადაში „იბიკოსის წეროები“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები