ფორთოხალი ბათუმის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფორთოხალი ბათუმის '''ფორთოხალი ბათუმი...)
 
(წყარო)
ხაზი 25: ხაზი 25:
  
 
[[კატეგორია:ციტრუსები]]
 
[[კატეგორია:ციტრუსები]]
[[კატეგორია:ფორთოხლები]]
+
[[კატეგორია:ფორთოხლის ჯიშები]]

16:36, 16 აგვისტო 2017-ის ვერსია

ფორთოხალი ბათუმის

ფორთოხალი ბათუმის - ფორთოხლის ეს ჯიში ადგილობრივ ჯიშებში მეტად გამოირჩევა. გავრცელებულია ბათუმის რაიონში – გონიოში. გამოყოფილი და პირველად აღწერილია ე. თოფურიძისა და მ. ტაბლიაშვილის მიერ.

სარჩევი

ხე

ხე 6–7 მეტრის სიმაღლისაა, მძლავრად დატოტვილი უხფოთლიანი ვარჯით. ფოთლები დიდია, გრძელი, მოგვაგონებს მანდარინის ფოთლებს, ყუნწი მოკლეა, ფრთა არ ემჩნევა, ტანი (შტამბი) საკმაოდ დიდია – 0,5–1 მეტრამდე, მუქი ნაცრისფერი ქერქით.

ნაყოფი

ნაყოფი მსხვილია, წესიერი ფორმის, მრგვალია, ზედაპირი ღია ნარინჯისფერია, ეთერზეთოვანი ჯირკვლები პატარებია, როგორც ჩამჯდარი, ისე ზედაპირული. საშუალო წონა 250 გრამამდეა, სიმაღლე 7,0–7,5 სმ. და დიამეტრი 8,5 სმ-მდე. ნაყოფის ფუძე ჩაღრმავებულია, წვერი ბრტყელი და მომრგვალებული.

კანი

კანი სქელია, მკვრივი, 0,5 – 1,0 სმ-მდე, კანის ქვედა ფენა მოყვითალოა და რბილობთან მჭიდროდ შებმულია, სეგმენტები წესიერია, სოლისებრი, ცენტრისაკენ ბლაგვი, გულის ღერძი დიდია, დიამეტრი 1,3 სმ., ამოვსებული ფუყე ალბედოთი.

რბილობი

რბილობის განაჭერი ლამაზი, წესიერ-ჯავარიანი, მუქი ნარინჯისფერისაა. სეგმენტების აპკები მეტად უხეში და სქელია. საწვნე უჯრედები საშუალო ზომისაა, მოგრძო, თითისტარისებრია. წვენი უხვია, ყვითელი, სასიამოვნო ტკბილ-მჟავე გემოსი, ხორცი სასიამოვნო, მდნობარე, ნაზი კონსინსტენციისა.

თესლი

თესლი ნაყოფში 2–18-ია, საკმაოდ მსხვილებია, თესლის საფარის შიგაფენი ვარდისფერია, ქალაძასთან – წითელია. ლებნები თეთრია, ჩანასახი – მოყვითალო. ჯიში საკმაოდ ადრეულა და უხვმოსავლიანია.


წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები