დჰარმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''დჰარმა'''  - ცენტრალური ცნება  ინდურ რელიგიებში,  ინდუსთა ეთიკის ამოსავალი წერტილი. დჰარმა არის სამართლიანობის პრინციპი და შესაბამისად: მისი წესი, კანონი, ადათი, მოვალეობა, ზნე და ჩვეულება დჰარმად იწოდება, რაც ნიშნავს აგრეთვე უმაღლეს ჭეშმარიტებას.  
+
'''დჰარმა'''  - დჰარმა (დჰარმა - კანონი, წესი) ინდური ფილოსოფიურ-რელიგიური ტერმინია, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ მორალური ვალის, ვალდებულებების აღსრულებას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი - სწორი გზით სიარულს. ინდურ ფილოსოფიაში დჰარმა უმაღლესი ჭეშმარიტების ასახსნელი ცენტრალური ცნებაა.
  
„[[მაჰაბჰარატა]]“ გვამცნობს ისტორიულ, ძვ.წ. XIX საუკუნეების, ამბავს - ძალაუფლებისათვის ბრძოლას ბჰარატთა გვარის ორ შტოს - პანდავებსა და კაურავებს, ე.ი. პანდუსა და კურუს შთამომავლებს შორის. ეს იყო სასტიკი ომი, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა. სისხლმა დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობისა და სათნოების იმპულსი; შერიგების, პატიების, შეწყალების, საღმრთო ვალის (დჰარმის) შეგნება.
+
დჰარმა სიტყვა-სიტყვით არის „ის, რაც აკავებს და იჭერს“ (ფუძიდან დჰრ - ჭერა) და, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც კანონი, მნიშვნელობით - ყოფიერების უნივერსალური კანონი.
  
კურუს ველი - კურუქშეტრა, სადაც გაიმართა ზემოხსენებული ბრძოლა, გააზრებულია დჰარმის, .. ღირსების, მოვალეობისა და კანონის ველად. სარდალ არჯუნას ანუ, თარგმანებით, - „ნათელს“, „დილის რიჟრაჟს“, აღარ სურს ომი, რადგან მოწინააღმდეგეთა ბანაკში თვის სისხლსა და ხორცს ხედავს: ბიძაშვილებს, მეგობრებსა და მასწავლებლებს. მეეტლე კრიშნა ანუ „შავი“, რომელიც ღვთაება ვიშნუს ინკარნაცია ე.ი. ღმერთია ხორცშესხმული, ამცნობს მას საღმრთო ველის - დჰარმის - აღსრულების აუცილებლობას. ომი გარდაუვალია, რადგან პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ყველა საშუალება ამოიწურა: კაურავების ჯიუტობას და თავხედობას საზღვარი აღარ აქვს. ამის გამო ღმერთი თვალშეუდგამი კანონიერების საფუძველზე აღნიშნულ შემთხვევაში აკურთხებს ძალის დემონსტრაციას და კაცთმოყვარეობის მოტივით ხმალდაშვებული რაინდიც კვლავ აღიგზნება, აღიჭურვება და გაირჯება დიახაც რომ ერისა და მოყვასის საკეთილდღეოდ, ბოროტების დათრგუნვისა და სიკეთის ძლევამოსილებისათვის, ურჩთა მოთვინიერებისა და დაფიქრებისათვის, ყველგან და ყველაფერში დჰარმის დანერგვისათვის.
+
ინდური ფილოსოფიური კონტექსტის ისტორიაში ტერმინი დჰარმა ყოველთვის გულისხმობდა ცხოვრების გზაზე სწორად მოქცევის იდეას, რომელიც სამყაროს კანონებს ეფუძნება. დჰარმის სიმბოლო დჰარმაჩაკრაა - ინდოეთის ნაციონალურ დროშაზე გამოსახული ცენტრალური მოტივი.
 +
 
 +
დჰარმულ რელიგიებში (სანატანა დჰარმა, ბუდადჰარმა, ჯაინდჰარმა, [[სიქჰიზმი]]) დჰარმა ცენტრალურ ადგილს იკავებს. ყოველ მათგანს სწამს დჰარმის პრინციპები და იყენებს მათ. ამ რელიგიების სწავლებაში დჰარმა ბუნებისა და [[ღმერთი|ღმერთის]], როგორც მისი (ბუნების) თავდაპირველი წყაროს, სწორ გაგებას ნიშნავს. ამ რელიგიური ტრადიციების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დჰარმის პრინციპებით ცხოვრობენ, უფრო ადვილად აღწევენ მოკშას, [[ნირვანა|ნირვანას]] (განთავისუფლებას).
 +
 
 +
დჰარმა გამოიყენება დჰარმული რელიგიების დამაარსებლების (გაუტამა [[ბუდა|ბუდას]] და მაჰავირას) სწავლებებში. ტრადიციულ ინდუისტურ საზოგადოებაში ვარნაშრამადჰარმა წარმოადგენს ყოველი ინდივიდის უფლებათა და ვალდებულებათა რელიგიურ-მორალურ დოქტრინას. დჰარმას თავისი ზოგადი მნიშვნელობით აქვს გარკვეული მსგავსება დაოსა და დაოიზმთან.
 +
  
ამა ქვეყნის მოქალაქეობრივი ასპარეზიც დჰარმის ველად მოიაზრება. თითოეულ პიროვნებას საკუთარი დჰარმა აკისრია იმ კასტის შესაბამისად, რომელშიც იშვა. ყველამ უნდა მოიხადოს ვალი ღვთისა და კაცის წინაშე, - გაუმჯობესდეს ზნეობრივად და დაიცვას რჯული.
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.  
+
რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.  
  
  

13:51, 7 სექტემბერი 2017-ის ვერსია

დჰარმა - დჰარმა (დჰარმა - კანონი, წესი) ინდური ფილოსოფიურ-რელიგიური ტერმინია, რომელიც გულისხმობს ადამიანის მიერ მორალური ვალის, ვალდებულებების აღსრულებას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი - სწორი გზით სიარულს. ინდურ ფილოსოფიაში დჰარმა უმაღლესი ჭეშმარიტების ასახსნელი ცენტრალური ცნებაა.

დჰარმა სიტყვა-სიტყვით არის „ის, რაც აკავებს და იჭერს“ (ფუძიდან დჰრ - ჭერა) და, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც კანონი, მნიშვნელობით - ყოფიერების უნივერსალური კანონი.

ინდური ფილოსოფიური კონტექსტის ისტორიაში ტერმინი დჰარმა ყოველთვის გულისხმობდა ცხოვრების გზაზე სწორად მოქცევის იდეას, რომელიც სამყაროს კანონებს ეფუძნება. დჰარმის სიმბოლო დჰარმაჩაკრაა - ინდოეთის ნაციონალურ დროშაზე გამოსახული ცენტრალური მოტივი.

დჰარმულ რელიგიებში (სანატანა დჰარმა, ბუდადჰარმა, ჯაინდჰარმა, სიქჰიზმი) დჰარმა ცენტრალურ ადგილს იკავებს. ყოველ მათგანს სწამს დჰარმის პრინციპები და იყენებს მათ. ამ რელიგიების სწავლებაში დჰარმა ბუნებისა და ღმერთის, როგორც მისი (ბუნების) თავდაპირველი წყაროს, სწორ გაგებას ნიშნავს. ამ რელიგიური ტრადიციების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დჰარმის პრინციპებით ცხოვრობენ, უფრო ადვილად აღწევენ მოკშას, ნირვანას (განთავისუფლებას).

დჰარმა გამოიყენება დჰარმული რელიგიების დამაარსებლების (გაუტამა ბუდას და მაჰავირას) სწავლებებში. ტრადიციულ ინდუისტურ საზოგადოებაში ვარნაშრამადჰარმა წარმოადგენს ყოველი ინდივიდის უფლებათა და ვალდებულებათა რელიგიურ-მორალურ დოქტრინას. დჰარმას თავისი ზოგადი მნიშვნელობით აქვს გარკვეული მსგავსება დაოსა და დაოიზმთან.



წყარო

რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები