მარტივი კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Martivi kvandzi1.jpg|left|250px|მარტივი კვანძი]]
 
[[ფაილი:Martivi kvandzi1.jpg|left|250px|მარტივი კვანძი]]
 
[[ფაილი:Martivi kvandzi2.jpg|thumb|350px|მარტივი კვანძი]]
 
[[ფაილი:Martivi kvandzi2.jpg|thumb|350px|მარტივი კვანძი]]
 +
'''მარტივი კვანძი'''
 +
  
ეს კვანძი უმარტივესია ყველა კვანძთან შედარებით. მის შესაკრავად გვარლის წინმავალი ნაწილით<sup>*</sup> უნდა გაკეთდეს ნახევარკვანძი<sup>**</sup> მის  ძირითად ნაწილზე<sup>***</sup>. ის შეიძლება შევკრათ გვარლის ნებისმიერ უბანზე. მარტივ კვანძს დიდი უარყოფითი მხარე აქვს: გვარლის დაჭიმვის დროს ის ისე ძლიერ მოიჭიმება, რომ მისი გახსნა ძალზე ძნელია და ზოგჯერ შეუძლებელიც. ამ კვანძის შეკვრის ადგილზე გვარლის მექანიკური სიმტკიცე სხვა უბნებთან შედარებით ნაკლებია და გვარლის გაწყვეტის შემთხვევაში ის კვანძთან წყდება. მარტივი კვანძის გახსნის შემდეგ გვარლი დეფორმირებული რჩება და გვარლი ზიანდება. ამ ნაკლოვანებების მიუხედავად მარტივი კვანძი ოდითგანვე გამოიყენება მრავალძარღვა არალითონური გვარლის თვითდაშლის თავიდან ასაცილებლად.     
 
15:22, 4 აპრილი 2016-ის ვერსია

მარტივი კვანძი
მარტივი კვანძი

მარტივი კვანძი

ეს კვანძი უმარტივესია ყველა კვანძთან შედარებით. მის შესაკრავად გვარლის წინმავალი ნაწილით* უნდა გაკეთდეს ნახევარკვანძი** მის ძირითად ნაწილზე***. ის შეიძლება შევკრათ გვარლის ნებისმიერ უბანზე. მარტივ კვანძს დიდი უარყოფითი მხარე აქვს: გვარლის დაჭიმვის დროს ის ისე ძლიერ მოიჭიმება, რომ მისი გახსნა ძალზე ძნელია და ზოგჯერ შეუძლებელიც. ამ კვანძის შეკვრის ადგილზე გვარლის მექანიკური სიმტკიცე სხვა უბნებთან შედარებით ნაკლებია და გვარლის გაწყვეტის შემთხვევაში ის კვანძთან წყდება. მარტივი კვანძის გახსნის შემდეგ გვარლი დეფორმირებული რჩება და გვარლი ზიანდება. ამ ნაკლოვანებების მიუხედავად მარტივი კვანძი ოდითგანვე გამოიყენება მრავალძარღვა არალითონური გვარლის თვითდაშლის თავიდან ასაცილებლად.

ამ კვანძს ყოფაცხოვრებაშიც ხშირად ვიყენებთ, რადგან შესასრულებლად ძალზე მარტივია. მისი გამოყენება შეიძლება გვარლის ბოლოს გასამსხვილებლად, იმ მიზნით, რომ მისი ბოლო რაიმე ხვრელიდან არ გამოძვრეს. ზოგჯერ საჭიროა მარტივი კვანძის სწრაფად გახსნა. ასეთ დროს მარტივ კვანძს შეკვრისას ჩააყოლებენ ყულფს, რომლის ბოლოს გამოწევით კვანძი ადვილად გაიხსნება (ნახ.2). მარტივი კვანძის ამ ვარიანტის გამოყენება შეიძლება ყოველთვის, როდესაც მოსალოდნელია კვანძის სწრაფად გახსნის საჭიროება

მარტივი კვანძი

სქოლი

  • *წინმავალი ნაწილი – გვარლის ჩაუმაგრებელი, თავისუფალი ბოლო, რომლითაც იწყება მოძრაობა კვანძის შესაკრავად.
  • **ნახევარკვანძი – ერთი გვარლის ორი ბოლოს ან სხვადასხვა გვარლის ორი ბოლოს ერთჯერადი გადახლართვა.
  • ***ძირითადი ნაწილი – გვარლის უძრავად ჩამაგრებული ნაწილი, რომელიც წინმავალი ნაწილის საპირისპიროა.

წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები