ნაცარა მურყანი
(ახალი გვერდი: ნაცარა მურყანი '''ნაცარა მურყანი''' – (Alnus incana [L.] M...) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:თხილისებრნი]] | [[კატეგორია:თხილისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
17:07, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ნაცარა მურყანი – (Alnus incana [L.] Moench.); ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae). 15-18 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ფერის ქერქით. ფოთლის ფირფიტა 7-11 სმ სიგრძისაა და 5-8 სმ სიგანის. მოყვანილობით – ოვალური. მახვილწვეტიანი ან წაწვეტებული, კიდეზე ორმაგხერხკბილა. ნორჩი ფოთლები შებუსულია. მოგვიანებით ზედა მხარე გლუვი და მუქი მწვანე ხდება, ქვედა ნაწილიც შებუსულია მოლეგო ხაოიანი ბეწვით. ფოთლის ყუნწი 1.5-3 სმ სიგრძისაა, შებუსული. ყვ. III-IV; ნაყ. VIII-X. კახეთში ფართოდაა გავრცელებული ზღვის დონიდან 900 მ-დან ტყის თითქმის ზედა სარტყლამდე. ამ არეალში ის ანაცვლებს ჩვეულებრივ მურყანს (Alnus barbata). გავრცელებულია თითქმის მთელ ტყიან საქართველოში. მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.