ბასმაჩობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბასმაჩობა''' (თურქული basmaq– თავდასხმა), შუა აზიაში ეროვნულ-გან...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბასმაჩობა''' (თურქული basmaq– თავდასხმა) | + | '''ბასმაჩობა''' ''(თურქული basmaq– თავდასხმა)'' – შუა აზიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთა, რომელიც |
შეიარაღებული გზით ცდილობდა რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. | შეიარაღებული გზით ცდილობდა რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. | ||
14:31, 24 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბასმაჩობა (თურქული basmaq– თავდასხმა) – შუა აზიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთა, რომელიც შეიარაღებული გზით ცდილობდა რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას.
ბასმაჩთა რაზმები მოქმედებდნენ პარტიზანული მეთოდებით, თავს ესხმოდნენ საბჭოთა დაწესებულებებს, სამხედრო ქვედანაყოფებს, სასოფლო- სამეურნეო და სხვა ობიექტებს.
ბასმაჩობის იდეოლოგიური საფუძველი იყო პანისლამიზმი, პანთურქიზმი და ბურჟუაზიული ნაციონალიზმი. მისი სოციალური დასაყრდენი იყვნენ ბეგები, ბოლები და ბაები.
ბასმაჩების წინააღმდეგ ბრძოლაში საბჭოთა ადმინისტრაცია მიმართავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ზომებს. ბასმაჩთა ძირითადი დაჯგუფებები საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს 1922 წელს, მოძრაობის საბოლოო ლიკვიდაცია მოხდა 1933 წელს.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017