მამეთირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მამეთირი“ გადაიტანა გვერდზე „სუუ-ანასი მამეთირი“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სუუ-ანასი მამეთირი“ გადაიტანა გვერდზე „მამეთირი“ გადამისამართ...)

12:46, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია

მამეთირ-ი / სუუ-ანასი მამეთირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Мамметтир / Суу-Анасы Мамметтир – „წყლის დედა მამეთირი“) – წყლის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მიმართავენ წყალში დამხრჩვალის გვამის ძიების დროს:

წყლის დედა მამეთირ,
ბრძანე, ერთგულად აღასრულონ შენი ნება.
ადამიანი დაიხრჩო შენს წყალში,
მთელი სოფელი შეიყარა შენს განგაშზე,
თავად გამოდი და შეხედე,
მომეცი ჩემი მიცვალებული!

მამეთირი ამოდის მდინარიდან, ტბიდან ან ზღვიდან. მისი ლურჯი თმა სინათლეს ასხივებს. როცა თმას ივარცხნის, მთასა და ბარში წვიმა ეშვება.



ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017 [კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] [კატეგორია:სულები]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები