დივიზიონი
(ახალი გვერდი: '''დივიზიონი''' - (ფრანგული division – დაყოფა, გამოყოფა), 1. ძირითადი სა...) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017 | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017 | ||
| − | [[კატეგორია:საჯარისო | + | [[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]] |
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
15:23, 18 იანვარი 2018-ის ვერსია
დივიზიონი - (ფრანგული division – დაყოფა, გამოყოფა),
1. ძირითადი საცეცხლე და ტაქტიკური ქვედანაყოფი თანამედროვე არმიების საზენიტო-სარაკეტო, სარაკეტო ჯარებში და არტილერიაში. შედის ნაწილის (შენაერთის) შემადგენლობაში, ასევე შეიძლება იყოს ცალკეული დივიზიონები. არსებობს: ზარბაზნების, ჰაუბიცების, ნაღმსარტყორცნების, რეაქტიული, გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო, თვითმავალი არტილერიის, სარაკეტო, საზენიტო-სარაკეტო და სხვა.
როგორც წესი, სარაკეტო (საარტილერიო) დივიზიონში შედის 2-4 სასტარტო (საცეცხლე) ბატარეა, მართვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მაგალითად, გერმანიის მოტოქვეითი დივიზიის საარტილერიო დივიზიონი შედგება ორი 203,2 მმ. თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეისა და ორი 155 მმ ჰაუბიცების ბატარეისგან.
2. XIX საუკუნის ბოლოს - XX საუკუნის პირველ ნახევარში ზოგიერთი ქვეყნის კავალერიის ტაქტიკური ქვედანაყოფი. როგორც წესი, შედგებოდა 2-3 საკავალერიო ესკადრონისაგან.
3. ზოგიერთ ქვეყანაში სამხედრო ავიაციის ცალკეული სამხედრო ნაწილი, რომელშიც შედის რამდენიმე საავიაციო რაზმი.
4. ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებში 1-ლი რანგის ხომალდებზე - ქვედანაყოფი, რომელიც შედის საბრძოლო ნაწილის შემადგენლობაში.
5. სასწავლო ქვედანაყოფი ზოგიერთ სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017