ამფიბიური ოპერაცია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ოპერაციები]] | [[კატეგორია:სამხედრო ოპერაციები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]] | [[კატეგორია:სამხედრო სტრატეგიები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | ||
18:05, 29 იანვარი 2018-ის ვერსია
ამფიბიური ოპერაცია - ამფიბიური ძალების ფართო გამოყენებით განხორციელებული საბრძოლო მოქმედებები საზღვაო დესანტის გადასხმით. ტერმინი გამოიყენება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში.
ამფიბიური ოპერაციის სახეობებად ითვლება საზღვაო სადესანტო ოპერაცია, რეიდი მოწინააღმდეგის სანაპიროზე, დესანტის სადემონსტრაციო გადასხმა და ჯარების ზღვით ევაკუაცია.
მსხვილი ამფიბიური ოპერაციის ჩასატარებლად იქმნება შეიარაღებული ძალების ყველა სახეობებიდან შემდგარი დაჯგუფებები. მცირე მასშტაბის ოპერაციებში, ჩვეულებრივ, მონაწილეობენ ამფიბიური (სადესანტო) შენაერთები, ტაქტიკური ავიაცია, დესანტები სახმელეთო ჯარების და საზღვაო ქვეითების შემადგენლობით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.