თავდაცვის საკმარისობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:17, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
თავდაცვის საკმარისობა - სახელმწიფოს (სახელმწიფოთა კოალიციის) სამხედრო ძლიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავება აგრესიისგან და მისი მოგერიება, მაგრამ გამორიცხულია უეცარი თავდასხმისა და ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების მოწყობა შეიარაღებული ძალების დამატებითი გაშლისა და მათი საბრძოლო ძლიერების ზრდისთვის სხვა ღონისძიებების გატარების გარეშე; სამხედრო აღმშენებლობის პრინციპი, რომელიც მოითხოვს ყველა ღონისძიების გატარებას სამხედრო დარგში სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ომის რეალური საფრთხის დონის შესაბამისად.
სამხედრო-სტრატეგიულ სფეროში თავდაცვის საკმარისობის პრინციპის რეალიზაცია გულისხმობს:
- სამხედრო დოქტრინისთვის თავდაცვითი ხასიათის მინიჭებას;
- სტრატეგიული ბირთვული ძალების სახელშეკრულებო კვოტების დაცვას, უარის თქმას პირველობაზე ბირთვული იარაღის გამოყენებაში;
- საერთო დანიშნულების ძალების შემადგენლობაში შეტევითი ფორმირებების შეზღუდვას და სხვა.