ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 60: ხაზი 60:
 
[[კატეგორია:ამიერკავკასია]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასია]]
 
[[კატეგორია:1918 წელი]]
 
[[კატეგორია:1918 წელი]]
[[კატეგორია:22 აპრილი]]
 

16:56, 23 მაისი 2016-ის ვერსია

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა - სახელმწიფო კავკასიაში, რომელმაც შეიქმნა ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკების და აზერბაიჯანელი მუსავატების მიერ. ამიერკავკასიის რესპუბლიკამ 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე იარსება.

სარჩევი

ისტორია

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებისთანავე ამიეკავკასიაში უფლებამოსილება შეწყვიტა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა სამხაეო ორგანომ - ოზაკომმა.

„მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, როცა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებოდა დიდ სახელმწიფოთა ინტერესები, ხოლო ფრონტის ხაზი თბილისიდან არც ისე შორს გადიოდა, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. ნ. ჟორდანიას აზრით, ასეთ ვითრებაში საქართველო ისევ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ოღონდ არა საბჭოურ-ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა“. (ო. ჯანელიძე „საქართველო და ქართველები“)

ქართველი სოციალ-დემოკრატების ძალისხმევით, ვიდრე საბჭოთ მთავრობა ამიერკავკასიაში თავისი ძლაუფლებას გაავრცელებდა, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იარსებებდა. ხაზი გაესვა იმას, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა.

ბოლშევიკების მიერ რუსეთის სათათბიროს დაშლის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა შეცვალა თვისი პოლიტიკური კურსი და 1918 წლის 10 თებერვალს მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი. თუმცა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია.

1918 წლის 3 მარტს ვლადიმერ ლენინმა ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადო სეპარატისტული ზავი. ზავის პირობებით თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები. 11 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო. 14 მარტს ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასია-თურქეთის მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკაკი ჩხენკელი. მოლაპარაკებები უშედეგოდ წარიმართა, მეტიც თურქეთის არმიამ გადმოკვეთა ამიერკავკასიის საზღვრები და დაიკავეს ბათუმი, ოზურგეთი და მესხეთი.

ასეთ მძიმე პოლიტიკურ ვითრებაში 1918 წლის 22 აპრილს მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.

ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა
  • აკ. ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ნ. რამიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ა. ხატისოვი – ფინანსთა მინისტრი;
  • ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი – გზათა მინისტრი;
  • ფ-ხ. ხოისკი – იუსტიციის მინისტრი;
  • გრ. გიორგაძე – სამხედრო მინისტრი;
  • ნ. ხომერიკი – მიწათმოქმედების მინისტრი;
  • ნ-ბ. უსუბეკოვი – სახალხო განათლების მინისტრი;
  • მ. გაჯინსკი – ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი;
  • ა. სააკიანი – სასურსათო საქმეთა მინისტრი;
  • რ. კაჩაზნუნი – სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი;
  • ა. ერზინკიანი – შრომის მინისტრი;
  • ი-ბ. ჰაიდაროვი – სახელმწიფო კონტროლიორი.
ბათუმის კონფერენცია

ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 22 აპრილს სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და მიიღო დადგენილება საზავო მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ.

ამიერკავკასიის რესპუბლიკაში შემავალი ერთეულები ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას საგარეო ორიენტაციის არჩევაში. საქართველო კურსს გერმანიაზე იღებდა, სომხეთი ანგლოფილურად იყო განწყობილი ხოლო აზერბაიჯანის ფავორიტს ოსმალეთი წარმოადგენდა. ასეთ სინამდვილეში ძნელი წარმატების მიღწევა ოსმალეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. რომელიც 1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა.

მოლაპაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციას აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა, თურქეთისას ჰალილ ბეი.

რაც შეეხება გერმანიას, ამ ქვეყნის წარმომადგენლობა გენერალ ფონ ლოსოვოს მეთაურობით ბათუმის მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსით ჩერთო. გერმანიის დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს განთვისუფლების კომიტეტთნ დაკავშირებული გრაფ შულენბურგი, ო. ვეზენდოკი და სხვ. გერმანელებს, როგორც მრჩველი, თან ახლდათ საქართველოს განთვისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე სურგულაძე, რაც სრულიად არ იყო შემთხვევითი.

თურქებმა ბათუმის კონფერენციის კულუარებში საიდუმლო მოლაპარაკება გააჩაღეს აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებთან. განიხილავდნენ კავკასიის ერთიან პროოსმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა და სხვა გეგმებს.

აზერბაიჯანისათვის მისაღები მოვლენათა ამგვარი განვითრება საქართველოსა და სომხეთისათვის დამღუპველი იქნებოდა. ქვეყნის მთლიანობის დაცვა, რაც ამიერკავკასიის დელეგაციის მათვარ ამოცანას წარმოადგენდა, შეუძლებელი ხდებოდა. ახლა ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს თავის გადასარჩენად. ცალ-ცალკე უნდა ეზრუნათ.

1918 წლის 26 მაისს დილით გაიმართა ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმის უკანასკნელი სხდომა. მან დაადასტურა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლა და გამოაცხადა სეიმის თვითლიკვიდაცია. (ო. ჯანელიძე „საქართველო და ქართველები“)

იმავე დარბაზში, სადაც თავისი უკანასკნელი სხდომა გამართა ამიერკავკასიის სეიმმა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად, ყოველგვარი შესწორების გარეშე, მიიღო და დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

წყარო

  • აბაშიძე, ზაზა საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს "ფავორიტი პრინტი"). – 676 გვ. რუკ.; 22 სმ. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები