პოლიქსენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
ისე მოსწონდა აქილევსს პოლიქსენე, რომ სათათბიროდ ეახლა მეფეს [[აპოლონი]]ს ტაძარში. კარგად იცოდა მეფის ასულმა
 
ისე მოსწონდა აქილევსს პოლიქსენე, რომ სათათბიროდ ეახლა მეფეს [[აპოლონი]]ს ტაძარში. კარგად იცოდა მეფის ასულმა
 
[[აქილევსის ქუსლი|აქილევსის ქუსლის]] ამბავი. მას ვერ ეპატიებინა ბერძენი გმირისათვის თავისი ძმის, ტროილოსის მოკვლა.
 
[[აქილევსის ქუსლი|აქილევსის ქუსლის]] ამბავი. მას ვერ ეპატიებინა ბერძენი გმირისათვის თავისი ძმის, ტროილოსის მოკვლა.
ამიტომ შურისძიებით შეპყრობილმა აქილევსს ტაძრად საბრძოლო აღკაზმულობის გარეშე მოსვლა მოსთხოვა. თავდაპირველად აპოლონისადმი მსხვერპლის შეწირვის წესისგება უნდა აღსრულებულიყო. ამ დროს, წესისამებრ, ყველა ფეხზე იხდიდა. ასე მოიქცა აქილევსიც. ქანდაკების უკან დამალულმა [[პარისი|პარისმა]] კი მას მოწამლული ისარი ქუსლში მოახვედრა, რასაც შეეწირა საბერძნეთის დიადი გმირი.
+
ამიტომ შურისძიებით შეპყრობილმა აქილევსს ტაძრად საბრძოლო აღკაზმულობის გარეშე მოსვლა მოსთხოვა. თავდაპირველად აპოლონისადმი მსხვერპლის შეწირვის წესისგება უნდა აღსრულებულიყო. ამ დროს, წესისამებრ, ყველა ფეხზე იხდიდა. ასე მოიქცა აქილევსიც. ქანდაკების უკან დამალულმა [[პარისი|პარისმა]] კი მას მოწამლული [[ისარი]] ქუსლში მოახვედრა, რასაც შეეწირა საბერძნეთის დიადი გმირი.
  
 
ტროას დაცემის შემდეგ პოლიქსენე [[აქაველები|აქაველებმა]] შეიპყრეს და ჰელესპონტოსში ჩაიყვანეს. აქ გამოცხადდა
 
ტროას დაცემის შემდეგ პოლიქსენე [[აქაველები|აქაველებმა]] შეიპყრეს და ჰელესპონტოსში ჩაიყვანეს. აქ გამოცხადდა

15:54, 16 მარტი 2018-ის ვერსია

პოლიქსენე(ბერძნ.) ტროას მეფის ასული. პრიამოსისა და ჰეკაბეს ქალიშვილი.

ჰომეროსის შემდგომდროინდელი თქმულებები პოლიქსენეს აქილევსის დაღუპვაში სდებდნენ ბრალს. მითოსის ერთ-ერთი ვერსია ასეთია: ბერძნები ტროელებს ჰექტორის გვამს უბრუნებენ, სამაგიეროდ მეფე პრიამოსისგან მის წონა ოქროს ითხოვენ. ტროას კედლებთან სასწორი დადგეს, მის ერთ პინაზე ჰექტორის სხეული მოათავსეს, მეორეზე ოქროს წონიდნენ. ქალაქის საგანძური დაცარიელდა, მაგრამ ძვირფასეულობა საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ პოლიქსენემ დაუნანებლად გაიმეტა, რაც ებადა. ქალწულის კეთილშობილებით აღფრთოვანებულმა აქილევსმა მისი ცოლად შერთვის სურვილი განუცხადა მეფე პრიამოსს. განძსაც უკანვე სთავაზობდა, ოღონდ სთხოვდა, რომ ელენე დაებრუნებინა მენელაოსისათვის. პრიამოსს განძი არად უღირდა, პოლიქსენეს გათხოვებაზეც თანახმა იყო, მხოლოდ ელენეს ვერ იმეტებდა დასაბრუნებლად. უმორჩილესად სთხოვდა აქილევსს, დაერწმუნებინა ბერძნები, ელენეს გარეშე გასცლოდნენ ტროას გალავანს.

ისე მოსწონდა აქილევსს პოლიქსენე, რომ სათათბიროდ ეახლა მეფეს აპოლონის ტაძარში. კარგად იცოდა მეფის ასულმა აქილევსის ქუსლის ამბავი. მას ვერ ეპატიებინა ბერძენი გმირისათვის თავისი ძმის, ტროილოსის მოკვლა. ამიტომ შურისძიებით შეპყრობილმა აქილევსს ტაძრად საბრძოლო აღკაზმულობის გარეშე მოსვლა მოსთხოვა. თავდაპირველად აპოლონისადმი მსხვერპლის შეწირვის წესისგება უნდა აღსრულებულიყო. ამ დროს, წესისამებრ, ყველა ფეხზე იხდიდა. ასე მოიქცა აქილევსიც. ქანდაკების უკან დამალულმა პარისმა კი მას მოწამლული ისარი ქუსლში მოახვედრა, რასაც შეეწირა საბერძნეთის დიადი გმირი.

ტროას დაცემის შემდეგ პოლიქსენე აქაველებმა შეიპყრეს და ჰელესპონტოსში ჩაიყვანეს. აქ გამოცხადდა აქილევსის აჩრდილი და მოითხოვა, რომ პოლიქსენე მისთვის მსხვერპლად შეეწირათ, წესის აგება აქილევსის ძეს, ნეოპტოლემოსს დაეკისრა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მითოსში ტყვეთა მსხვერპლად შეწირვისა და გმირთან ერთად მისი მეუღლისა თუ საყვარელი ქალის დაკრძალვის ადათი აისახა. პოლიქსენეს ამბავს წარმოგვიდგენს კიკლიკური ეპოსიც, ლირიკაცა და ათენური დრამაც. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ევრიპიდეს ტრაგედია, სახელწოდებით „ჰეკაბე“.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები