მატერიალური საშუალებების მარაგი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მატერიალური საშუალებების მარაგი''' – განსაზღვრული რაოდენო...)
 
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
*მიკუთვნების მიხედვით – სტრატეგიულ, ოპერატიულ და საჯარისო მარაგად  
 
*მიკუთვნების მიხედვით – სტრატეგიულ, ოპერატიულ და საჯარისო მარაგად  
 
*მიზნობრივი დანიშნულების და გახარჯვის თანამიმდევრობის მიხედვით – მიმდინარე უზრუნველყოფის და ხელშეუხებელ მარაგად.
 
*მიზნობრივი დანიშნულების და გახარჯვის თანამიმდევრობის მიხედვით – მიმდინარე უზრუნველყოფის და ხელშეუხებელ მარაგად.
 +
 +
  
 
==მიმდინარე უზრუნველყოფის მარაგი==
 
==მიმდინარე უზრუნველყოფის მარაგი==

მიმდინარე ცვლილება 12:23, 30 მაისი 2018 მდგომარეობით

მატერიალური საშუალებების მარაგი – განსაზღვრული რაოდენობის იარაღი, საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალები, საწვავი, კვების პროდუქტები, საინჟინრო, სამედიცინო, სანივთე და სხვა სამხედრო ქონება, რომელიც ინახება შეიარაღებული ძალების არსენალებში, ბაზებსა და საწყობებში, ასევე უშუალოდ ქვედანაყოფებში (ხომალდებზე). მისი დანიშნულებაა ჯარების (ძალების) მოთხოვნების დაკმაყოფილება მშვიდობიანობის და ომიანობის პერიოდში. მრავალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, როგორც წესი, იგი იყოფა:

  • მიკუთვნების მიხედვით – სტრატეგიულ, ოპერატიულ და საჯარისო მარაგად
  • მიზნობრივი დანიშნულების და გახარჯვის თანამიმდევრობის მიხედვით – მიმდინარე უზრუნველყოფის და ხელშეუხებელ მარაგად.


სარჩევი

[რედაქტირება] მიმდინარე უზრუნველყოფის მარაგი

გამიზნულია მშვიდობიანობის დროს – ჯარების (ძალების) საბრძოლო მომზადების და ყოველდღიური ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ომიანობის პერიოდში – მათი საბრძოლო მოქმედებების, საბრძოლო მომზადების და ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

[რედაქტირება] ოპერატიული მარაგი

ინახება გაერთიანებების ბაზებსა და საწყობებში. მისი გამოყენება შეიძლება შესაბამისი გაერთიანების მეთაურის განკარგულებით.

[რედაქტირება] საჯარისო მარაგი

ინახება შენაერთებისა და ნაწილების (ხომალდების) საწყობებში, ქვედანაყოფების სატრანსპორტო საშუალებებზე, საბრძოლო მანქანებზე და სხვა.

[რედაქტირება] სტრატეგიული მარაგი

ინახება შეიარაღებული ძალების ცენტრალურ არსენალებში, ბაზებში და საწყობებში, გარდა ამისა, ასეთი მარაგის ნაწილი შეიძლება ინახებოდეს სახელმწიფო რეზერვების ბაზებში. მისი გამოყენება შეიძლება უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის განკარგულებით.

[რედაქტირება] ხელშეუხებელი მარაგი

მოიცავს საჯარისო მარაგის ნაწილს, რომლის გახარჯვა შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაბამისი მეთაურის (უფროსის) ნებართვით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები