მატერიალური უზრუნველყოფა (შეიარაღებული ძალების)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მატერიალური უზრუნველყოფა''' – ღონისძიებების კომპლექსი, რო...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო ლოგისტიკური უზრუნველყოფის | + | [[კატეგორია:სამხედრო ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეობები]] |
12:36, 30 მაისი 2018-ის ვერსია
მატერიალური უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება მშიდობიანობის და ომიანობის დროს ჯარების (ძალების) ყოველდღიური ცხოვრების და საბრძოლო საქმიანობისთვის საჭირო მატერიალური საშუალებებით დაკმაყოფილების მიზნით; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეობა.
მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს: სხვადასხვა სახეობის მატერიალურ საშუალებებზე (რაოდენობის და ნომენკლატურის მიხედვით) არსებული მოთხოვნილების განსაზღვრას, მათ წარმოებას, მარაგის გამოთხოვას, მიღებას, შენახვას, ხარჯების და დანაკარგების შევსებას, მომხმარებლებთან გაგზავნას და მიტანას. აგრეთვე მარაგის მანევრს.