საჰაერო-სადესანტო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საჰაერო-სადესანტო ჯარები''' – ზოგიერთი სახელმწიფოს [[შეიარ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:ჯარების გვარეობები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:ჯარების გვარეობები‏‎ ]]
[[კატეგორია:მაღალმობილური ჯარები]]
+
[[კატეგორია: სადესანტო ჯარები]]
 +
[[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]]

მიმდინარე ცვლილება 14:04, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით

საჰაერო-სადესანტო ჯარები – ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მაღალმობილური ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო მოქმედებებისათვის. მოიცავს საჰაერო-სადესანტო (საპარაშუტო-სადესანტო) შენაერთებს და ნაწილებს, სპეციალურ ჯარებსა და ლოგისტიკას. ძირითადი ორგანიზაციული ერთეულია საჰაერო-სადესანტო დივიზია (ბრიგადა). გამოიყენება ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საჰაერო დესანტების შემადგენლობაში.

საჰაერო-სადესანტო ჯარები ამოცანებს ასრულებს სხვადასხვა სახეობის შეიარაღებული ძალების და ჯარების გვარეობების შენაერთებთან და ნაწილებთან ურთიერთქმედებით. ზოგი სახელმწიფოს არმიაში საჰაერო-სადესანტო ჯარები შეიქმნა II მსოფლიო ომის წინ. ყველაზე მეტი განვითარება პოვეს გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირში. ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება ლოკალურ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები