საჰაერო-სადესანტო ჯარები
(→წყარო) |
|||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ჯარების გვარეობები ]] | [[კატეგორია:ჯარების გვარეობები ]] | ||
[[კატეგორია: სადესანტო ჯარები]] | [[კატეგორია: სადესანტო ჯარები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:04, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით
საჰაერო-სადესანტო ჯარები – ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მაღალმობილური ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო მოქმედებებისათვის. მოიცავს საჰაერო-სადესანტო (საპარაშუტო-სადესანტო) შენაერთებს და ნაწილებს, სპეციალურ ჯარებსა და ლოგისტიკას. ძირითადი ორგანიზაციული ერთეულია საჰაერო-სადესანტო დივიზია (ბრიგადა). გამოიყენება ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური საჰაერო დესანტების შემადგენლობაში.
საჰაერო-სადესანტო ჯარები ამოცანებს ასრულებს სხვადასხვა სახეობის შეიარაღებული ძალების და ჯარების გვარეობების შენაერთებთან და ნაწილებთან ურთიერთქმედებით. ზოგი სახელმწიფოს არმიაში საჰაერო-სადესანტო ჯარები შეიქმნა II მსოფლიო ომის წინ. ყველაზე მეტი განვითარება პოვეს გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირში. ომის შემდგომ პერიოდში გამოიყენება ლოკალურ ომებსა და სამხედრო კონფლიქტებში.