სამხედრო-საზღვაო ძალები
(ახალი გვერდი: '''სამხედრო-საზღვაო ძალები''' – (მთელ რიგ სახელმწიფოებში სამხე...) |
|||
(2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სამხედრო-საზღვაო ძალები''' – (მთელ რიგ სახელმწიფოებში სამხედრო-საზღვაო ფლოტი), [[შეიარაღებული | + | '''სამხედრო-საზღვაო ძალები''' – (მთელ რიგ [[სახელმწიფო|სახელმწიფოებში]] სამხედრო-საზღვაო ფლოტი), [[შეიარაღებული ძალების სახეობა]], რომელიც განკუთვნილია სტრატეგიული და [[ოპერატიული ამოცანა|ოპერატიული ამოცანების]] გადასაწყვეტად საოკეანო და საზღვაო [[საომარი მოქმედებების თეატრი|საომარი მოქმედებების თეატრებზე]]. |
− | განკუთვნილია სტრატეგიული და | + | |
− | + | თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ძალებს შეუძლიათ მიაყენონ ბირთვული [[დარტყმა (სამხედრო)|დარტყმები]] [[მოწინააღმდეგე (სამხედრო ტერმინი)|მოწინააღმდეგის]] მნიშვნელოვან სახმელეთო ობიექტებს, გაანადგურონ მისი [[ფლოტი]]ს ძალები ზღვასა და ბაზებში, ჩაშალონ საოკეანო და საზღვაო გადაზიდვები, მოიპოვონ უპირატესობა საზღვაო (საოკეანო) რაიონებში, ხელი შეუწყონ საკუთარი [[სახმელეთო ჯარები|სახმელეთო ჯარების]] საომარ მოქმედებებს კონტინენტურ თეატრებზე, დაიცვან საოკეანო (საზღვაო) გადაზიდვები, [[საზღვაო დესანტის გადასხმა|გადასხან საზღვაო დესანტები]], მონაწილეობა მიიღონ მოწინააღმდეგის [[დესანტი|დესანტების]] მოგერიებაში და სხვა. | |
− | + | ||
− | + | ძირითადი ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალები იყოფა სტრატეგიულ ბირთვულ და ზოგადი დანიშნულების ძალებად. აქვთ დიდი ბირთვულ-სარაკეტო პოტენციალი, ახასიათებთ სახომალდო და საავიაციო დაჯგუფებების მაღალი [[მობილურობა (სამხედრო ტერმინი)|მობილურობა]], მნიშვნელოვანი ავტონომიურობა, ოკეანის ნებისმიერ რაიონში მოქმედების უნარი, მუდმივი [[საბრძოლო მზადყოფნა]], [[წყალქვეშა ძალები|წყალქვეშა ძალებისა]] და საავიამზიდო დაჯგუფებების მაღალი საბრძოლო ეფექტურობა. | |
− | + | ||
− | მთელი რიგი განვითარებული ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში არის: ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, სახაზო ხომალდები, მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, საესკორტო ხომალდები, [[ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)|ცეცხლი]]თ მხარდაჭერის [[სადესანტო ხომალდი|სადესანტო ხომალდები]] და სხვა, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების [[ავიაცია]] და [[საზღვაო ქვეითი ჯარი]]. ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის დიზელის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები, ავიაცია, საზღვაო ქვეითი ჯარი და დამხმარე გემები. | + | ფლოტის განვითარება დაიწყო უძველეს წარსულში. ძველ [[ეგვიპტე]]ში, [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[რომი|რომსა]] და [[ჩინეთი|ჩინეთში]] თავდაპირველად შენდებოდა სავაჭრო გემები, ხოლო შემდეგ – სამხედრო ნიჩბიანი ხომალდები, რომლებიც იყენებდნენ [[ტარანი|ტარანს]], [[აბორდაჟი|აბორდაჟს]], ხოლო მოგვიანებით – სატყორცნ მანქანებსაც. |
+ | |||
+ | X–XII საუკუნეებში მთელ რიგ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ასევე ჩრდილო [[ევროპა|ევროპაში]] უკვე ჰქონდათ იალქნიანი გემები, რომელთა ძირითადი იარაღი იყო [[არტილერია]]. | ||
+ | |||
+ | XVI–XVII საუკუნეებში ინგლისში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[ესპანეთი|ესპანეთსა]] და ჰოლანდიაში შეიქმნა მუდმივი სამხედრო ფლოტები. | ||
+ | |||
+ | XIX საუკუნის დამდეგს გაჩნდა პირველი ორთქლის ხომალდები. ორთქლის ფლოტზე გადასვლა დაემთხვა კუთხვილი არტილერიის დანერგვას. XIX საუკუნის 70-იან წლებში ნაღმების, შემდეგ კი [[ტორპედო|ტორპედოების]] გაჩენამ განაპირობა ნაღმგადამღობებისა და ნაღმმზიდების შექმნა. | ||
+ | |||
+ | XX საუკუნის დამდეგს გაჩნდა [[სახაზო ხომალდი|სახაზო ხომალდები]], მაგრამ [[პირველი მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომში]] ისინი შეზღუდულად გამოიყენებოდა, უმთავრესად, ნაღმების გაზრდილი საფრთხის | ||
+ | გამო. ფართო გამოყენება პოვეს მსუბუქმა კრეისერებმა და საესკადრო ნაღმმზიდებმა. [[ძალები|ძალების]] დამოუკიდებელ გვარეობად ჩამოყალიბდა [[წყალქვეშა ნავი|წყალქვეშა ნავები]], გაჩნდა [[ავიამზიდი|ავიამზიდები]], სადარაჯო ხომალდები, ტორპედული კატარღები. | ||
+ | |||
+ | ზღვაზე [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] დროს დაიწყეს [[საზღვაო ავიაცია|საზღვაო ავიაციის]] გამოყენება. [[II მსოფლიო ომი 1939-45|II მსოფლიო ომი]]ს დროს სახაზო ხომალდებმა ავიამზიდებს დაუთმეს ზღვაზე [[შეიარაღებული ბრძოლა|შეიარაღებული ბრძოლის]] მთავარი დამრტყმელი ძალის როლი. ამავე პერიოდში ინტენსიური განვითარება პოვა [[საზღვაო ავიაცია|საზღვაო ავიაციამ]] (საგემბანო და სახმელეთო [[ბაზირება|ბაზირების]]). ფლოტების შემადგენლობაში გაჩნდა საჰაერო თავდაცვის ხომალდები. | ||
+ | |||
+ | [[ომი]]ს შემდგომ პერიოდში ზოგი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მშენებლობაში აქცენტი კეთდებოდა ჩვეულებრივი [[საბრძოლო იარაღი|იარაღით]] და [[ბალისტიკური რაკეტა|ბალისტიკური რაკეტებით]] აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების, აგრეთვე [[ავიამზიდი|ავიამზიდების]] შექმნაზე. წყალზედა ხომალდები აღიჭურვა ხომალდსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო და საზენიტო [[რაკეტა|რაკეტებით]], ხოლო ატომური წყალქვეშა ნავები – სტრატეგიული რაკეტებით. გაჩნდა ნავსაწინააღმდეგო და სადესანტო ვერტმფრენმზიდები, წყალქვეშა ფრთიანი, საჰაერო ბალიშიანი ხომალდები, კატარღები და სხვა. | ||
+ | |||
+ | მთელი რიგი განვითარებული ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში არის: ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, სახაზო ხომალდები, მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, საესკორტო ხომალდები, [[ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)|ცეცხლი]]თ მხარდაჭერის [[სადესანტო ხომალდი|სადესანტო ხომალდები]] და სხვა, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების [[ავიაცია]] და [[საზღვაო ქვეითი ჯარი]]. ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის დიზელის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები, [[ავიაცია]], [[საზღვაო ქვეითი ჯარი]] და დამხმარე გემები. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალების სახეობები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:25, 7 ივნისი 2018 მდგომარეობით
სამხედრო-საზღვაო ძალები – (მთელ რიგ სახელმწიფოებში სამხედრო-საზღვაო ფლოტი), შეიარაღებული ძალების სახეობა, რომელიც განკუთვნილია სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად საოკეანო და საზღვაო საომარი მოქმედებების თეატრებზე.
თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ძალებს შეუძლიათ მიაყენონ ბირთვული დარტყმები მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან სახმელეთო ობიექტებს, გაანადგურონ მისი ფლოტის ძალები ზღვასა და ბაზებში, ჩაშალონ საოკეანო და საზღვაო გადაზიდვები, მოიპოვონ უპირატესობა საზღვაო (საოკეანო) რაიონებში, ხელი შეუწყონ საკუთარი სახმელეთო ჯარების საომარ მოქმედებებს კონტინენტურ თეატრებზე, დაიცვან საოკეანო (საზღვაო) გადაზიდვები, გადასხან საზღვაო დესანტები, მონაწილეობა მიიღონ მოწინააღმდეგის დესანტების მოგერიებაში და სხვა.
ძირითადი ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო ძალები იყოფა სტრატეგიულ ბირთვულ და ზოგადი დანიშნულების ძალებად. აქვთ დიდი ბირთვულ-სარაკეტო პოტენციალი, ახასიათებთ სახომალდო და საავიაციო დაჯგუფებების მაღალი მობილურობა, მნიშვნელოვანი ავტონომიურობა, ოკეანის ნებისმიერ რაიონში მოქმედების უნარი, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა, წყალქვეშა ძალებისა და საავიამზიდო დაჯგუფებების მაღალი საბრძოლო ეფექტურობა.
ფლოტის განვითარება დაიწყო უძველეს წარსულში. ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომსა და ჩინეთში თავდაპირველად შენდებოდა სავაჭრო გემები, ხოლო შემდეგ – სამხედრო ნიჩბიანი ხომალდები, რომლებიც იყენებდნენ ტარანს, აბორდაჟს, ხოლო მოგვიანებით – სატყორცნ მანქანებსაც.
X–XII საუკუნეებში მთელ რიგ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ასევე ჩრდილო ევროპაში უკვე ჰქონდათ იალქნიანი გემები, რომელთა ძირითადი იარაღი იყო არტილერია.
XVI–XVII საუკუნეებში ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში შეიქმნა მუდმივი სამხედრო ფლოტები.
XIX საუკუნის დამდეგს გაჩნდა პირველი ორთქლის ხომალდები. ორთქლის ფლოტზე გადასვლა დაემთხვა კუთხვილი არტილერიის დანერგვას. XIX საუკუნის 70-იან წლებში ნაღმების, შემდეგ კი ტორპედოების გაჩენამ განაპირობა ნაღმგადამღობებისა და ნაღმმზიდების შექმნა.
XX საუკუნის დამდეგს გაჩნდა სახაზო ხომალდები, მაგრამ I მსოფლიო ომში ისინი შეზღუდულად გამოიყენებოდა, უმთავრესად, ნაღმების გაზრდილი საფრთხის გამო. ფართო გამოყენება პოვეს მსუბუქმა კრეისერებმა და საესკადრო ნაღმმზიდებმა. ძალების დამოუკიდებელ გვარეობად ჩამოყალიბდა წყალქვეშა ნავები, გაჩნდა ავიამზიდები, სადარაჯო ხომალდები, ტორპედული კატარღები.
ზღვაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიწყეს საზღვაო ავიაციის გამოყენება. II მსოფლიო ომის დროს სახაზო ხომალდებმა ავიამზიდებს დაუთმეს ზღვაზე შეიარაღებული ბრძოლის მთავარი დამრტყმელი ძალის როლი. ამავე პერიოდში ინტენსიური განვითარება პოვა საზღვაო ავიაციამ (საგემბანო და სახმელეთო ბაზირების). ფლოტების შემადგენლობაში გაჩნდა საჰაერო თავდაცვის ხომალდები.
ომის შემდგომ პერიოდში ზოგი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მშენებლობაში აქცენტი კეთდებოდა ჩვეულებრივი იარაღით და ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავების, აგრეთვე ავიამზიდების შექმნაზე. წყალზედა ხომალდები აღიჭურვა ხომალდსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებით, ხოლო ატომური წყალქვეშა ნავები – სტრატეგიული რაკეტებით. გაჩნდა ნავსაწინააღმდეგო და სადესანტო ვერტმფრენმზიდები, წყალქვეშა ფრთიანი, საჰაერო ბალიშიანი ხომალდები, კატარღები და სხვა.
მთელი რიგი განვითარებული ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში არის: ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, სახაზო ხომალდები, მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავები, საესკორტო ხომალდები, ცეცხლით მხარდაჭერის სადესანტო ხომალდები და სხვა, აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაცია და საზღვაო ქვეითი ჯარი. ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის დიზელის წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები, ავიაცია, საზღვაო ქვეითი ჯარი და დამხმარე გემები.